Home » მსოფლიო » თათრეთში საბიუჯეტო ორგანიზაციებში მობილურის დამუხტვა და ელეტროჩაიდნის ჩართვა აკრძალეს
თათრეთში საბიუჯეტო ორგანიზაციებში მობილურის დამუხტვა და ელეტროჩაიდნის ჩართვა აკრძალეს

თათრეთში საბიუჯეტო ორგანიზაციებში მობილურის დამუხტვა და ელეტროჩაიდნის ჩართვა აკრძალეს

თათრეთში მუნიციპალური საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს სამსახურში მობილურის დამუხტვა და ელექტროჩაიდნის მოხმარება აუკრძალეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გადაწყვეტილების მიზანი ელექტროენერგიის ეკონომიაა. რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნულ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტი ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

განკარგულებაში აკრძალვასთან ერთად აღნიშნულია, რომ ყველა დაწესებულებაში სპეციალური ჟურნალი უნდა აწარმოონ, რომელშიც ყოველთვიურად ელექტროენერგიის ხარჯვის დეტალები აღინუსხება.

1tv.ge

Share