Home » საზოგადოება » თანაინვესტირების ფონდი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს
თანაინვესტირების ფონდი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს”

 “ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

 გიორგი ბაჩიაშვილი რომელიც ფონდის დაფუძნების დღიდან იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დღეიდან დაიკავებს ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას და იქნება პასუხისმგებელი, ფონდის მანდატის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებაზე და სხვა საზედამხედველო საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რამდენიმე მათგანი უკვე დასრულებულიც არის და წარმატებით ოპერირებს.

„მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე ჩვენს შესანიშნავ გუნდთან ერთად გვქონდა საშუალება დაგვეფუძნებინა და გვემართა საქართველოში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, მოგვეზიდა ინვესტიციები და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებინა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია, ჩვენ მოვიზიდეთ ქართველი პროფესიონალები საერთაშორისო განათლებით და გამოცდილებით. მე ვამაყობ, რომ ფონდის შიგნით არსებობენ ისეთი პროფესიონალები რომლებიც უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მართვას. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები იმის გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავის მანდატის შესაბამისად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის რომელიც მან მთელს ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე. დღეის მდგომარეობით ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში ჯამში დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევების წინაშე“ – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ბაჩიაშვილს იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფონდისთვის ექვსი წლის განმავლობაში გაწია. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენს გუნდში რჩება და გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ფონდის მმართველ გუნდთან ერთად მომდევნო წლების განმავლობაში წარმატებით დავასრულებთ დაწყებულ პროექტებს და წამოვიწყებთ კიდევ მრავალ ახალ მნიშვნელოვან პროექტს“ – აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აერთიანებს ქვეყნისათვის ისეთ სტრატეგიულ საინვესტიციო მიმართულებებს, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და მრეწველობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

Share