Home » ბიზნესი » “ტამიფლუს ძველი ფასები არ ვიცით, სისტემა არ გვიჩვენებს” – აფთიაქების პასუხები 93 ლარად შეფასებულ წამალზე
“ტამიფლუს ძველი ფასები არ ვიცით, სისტემა არ გვიჩვენებს” – აფთიაქების პასუხები 93 ლარად შეფასებულ წამალზე

“ტამიფლუს ძველი ფასები არ ვიცით, სისტემა არ გვიჩვენებს” – აფთიაქების პასუხები 93 ლარად შეფასებულ წამალზე

ე.წ “ღორის გრიპის” საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატის “ტამიფლუს” შეძენა მოქალაქეებს სააფთიაქო ქსელებში შეუძლიათ .”აიპრესსი” მედიკამენტის ფასის დასადგენად რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობს.

როგორც სააფთიაქო ქსელ პსპ-ში განაცხადეს ე.წ.”ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატი “ტამიფლუ“ დღეის მონაცემებით72,25 ლ ღირს. ასევე სააფთიაქო ქსელში განმარტავენ,რომ “ტამიფლუს” ძველი ფასის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ,ვინაიდან სისტემა არაძველ,არამედ მიმდინარე,ახალ ფასებს აჩვენებს.

“ტამიფული” 10 ცალი 72,25 ლარი ღირს.ძველ ფასებს არ აჩვენებს, არ აჩვენებს რა ღირდა,დღეს რა ღირს “ტამიფლუ” ის შემიძლია მოგახსენთ”,-განაცხადეს პსპ-ში.

სააფთიაქო ქსელ “ავერსში” აცხადებენ,რომ მედიკამენტი “ტამიფლუ” ფასდაკლებით 76,23 ლარს შეადგენს.მედიკამენტის საწყისი ფასი კი 99.00 ლარია.

“ჯიპისის” სააფთიაქო ქსელში კი განმარტავენ რომ,ამ ეტაპზე სააფთიაქო ქსელში მედიკამენტი არ აქვთ და დღის განმავლობაში შეივსება.მათივე თქმით,ფასის შესახებ მაშინ ექნებათ ინფორმაცია,როდესაც სააფიაქო ქსელები მედიკამენტით იქნება უზრუნველყოფილი.

თუმცა, როგორც “ჯი-პი-სის” ვებ გვერდზე არსებული მონაცემებს მიხედვით ირკვევა,მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება 93.83 ლარია.  ასვე  აღნიშნულია,რომ მედიკამენტებს მოქალაქეები უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით შეიძენენ.

ცნობისთვის, ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ გაიცემა ბავშვებზეც, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა  ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც.  “ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – “პე-ეს-პეში“, “ავერსში“, “ჯი-პი-სისა“ და “ფარმადეპოში“ იყიდება.

ipress.ge

Share