Home » საზოგადოება » თალაკვაძე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება
თალაკვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება

თალაკვაძე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება, რადგან არჩევნების შედეგები პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს ეტყვის, სად არის მათი ადგილი და რამდენია მათი მხარდაჭერა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პოლიტიკოსების ნაწილი დესტრუქციული ქმედებებით საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მაქსიმალური დესტრუქციითა და ისტერიული აქტივობით მოხვდეს ყურადღების ცენტრში და როგორმე საზოგადოებას თავისი თავი მიყიდონ, თითქოს ვინმე მათ პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. ეს არ არის მართალი. კოაბიტაციის დასრულება ნიშნავს, რომ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას, სადაც საზოგადოებასა და მოქალაქეებს სრული შესაძლებლობა ექნებათ, თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მომავალში პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Share