Home » მსოფლიო » ტაილანდში მსუქანი პოლიციელები წონის დასაკლებად სავარჯიშოდ ბანაკში წაიყვანეს
ტაილანდში მსუქანი პოლიციელები წონის დასაკლებად სავარჯიშოდ ბანაკში წაიყვანეს

ტაილანდში მსუქანი პოლიციელები წონის დასაკლებად სავარჯიშოდ ბანაკში წაიყვანეს

ტაილანდში, პოლიციელები, რომლებსაც ზედმეტი წონა აქვთ, სპეციალურად შემუშავებულ გასახდომ კურსზე გაუშვეს. კურსის მიზანია პოლიციელების წონაში დაკლება და ფორმაში ჩადგომა.

სპორტული ვარჯიშებისგან შემდგარი კურსი ჭაბუკ პოლიციელთა ბანაკში მიმდინარეობს. ბანაკის სახელია “პანგ ჩონგი” და იქ უკვე 200 პოლიციელია გადაგზავნილი. სავარჯიშო კურსის გარდა, სწრაფი შედეგის მისაღებად პოლიციელები სპეციალურ დიეტასაც იცავენ.

სერჟანტი ჩანტარაკი, რომელიც პროგრამას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ძალიან რთულია სრული პოლიციელი თანამშრომლებისთვის მოვალეობის შესრულება. მისივე თქმით, ასეთი ტიპის პოლიციელები ნელა გადაადგილდებიან, არ არიან სწრაფები და შესაბამისად უჭირთ კრიმინალების დაჭერა.

სერჟანტის თქმით, ამ პროგრამის გამოყენებით მან 20 კილოგრამი დაიკლო და ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში სუსტი ფიზიკური ფორმის მქონე პოლიციელებიც ვარჯიშობენ თავიანთი ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად.

ცნობისთვის, მსგავსი პროგრამა უზბეკეთშიც არსებობს. უზბეკეთის პრეზიდენტმა სამართალდამცავების 3-დან 7 თვემდე პერიოდი განუსაზღვრა, რომლის განმავლობაშიც ისინი სასურველ ფორმაში უნდა ჩადგნენ.

სანდრო პირველი

lifter.com.ua

Share