Home » Tag Archives: ყაზტრანსგაზ-თბილისი

Tag Archives: ყაზტრანსგაზ-თბილისი

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია

დღეს, 17 თებერვალს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა – ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა. კომპანიის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აბაზანაში კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი  აღმოაჩინეს. ბინაში მცხოვრები ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი  მოიწამლა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახიფათო  ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი გაზის ქსელიდან ჩახსნეს და მეპატრონე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყლის გამაცხელებლის მოხმარება სიცოცხლისთვის ...

Read More »

მეზობლის დაუდევრობით კორპუსის მცხოვრებლები საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ

მეზობლის დაუდევრობით კორპუსის მცხოვრებლები საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ

ერთ–ერთი მეზობლის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.  წუხელ, გვიან ღამით თბილისში, წერეთლის გამზირის #7-დან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. შენობაში გაზის მძაფრი სუნი იდგა. გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს. აპარატურის საშუალებით დადგინდა, რომ გაზის სუნი ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან მოდიოდა, სადაც არავინ ცხოვრობდა. მეპატრონის ადგილზე მისვლის შემდეგ ბინაში შესულ სპეციალისტებს ღია მდგომარეობაში დატოვებული ...

Read More »

გაზის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება

გაზის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება

საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრამდე გაძვირდება. აღნიშნული ცვლილება პურის ფასზე არ აისახება. როგორც „პირველთან“ საუბარში შპს „იფქლი 1“-ის და „იფქლის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, მათთვის ამჟამად ბუნებრივი გაზის საფასური 85 თეთრია, შესაბამისად, ეს ცვლილება უმნიშვნელოა. „გააჩნია, რამდენად გააძვირებენ. ჩვენ ისედაც ძვირს ვიხდით. ახლა 85 თეთრია გაზის ღირებულება. თუ 86 თეთრი ...

Read More »

გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

გაზგამანაწილებელ სადგურ – „გლდანი 2“-ში დღეს, 10:00 საათიდან ოდორიზაციის ახლად დამონტაჟებული ავტომატიზებული კვანძი სატესტო რეჟიმში ჩაირთვება. როგორც  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცხადებენ, მუშაობის პროცესს დანადგარის მწარმოებელი კომპანიის, ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები დააკვირდებიან. სამუშაო პროცესი დაახლოებით 24 საათს გაგრძელდება. ”აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების ...

Read More »

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა იყიდოს

დეტალები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის,“ – ამბობენ უწყებაში. აღნიშნულ ინფორმაციას, ექსპერთა წრეებშიც ადასტურებენ.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, შესაძლოა, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG) იყიდოს. ინფორმაცია ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ. “ყაზტრანსგაზის“ მფლობელი „ყაზმუნაი გაზის“ მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ყაზახური მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა პროცესის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის,“ – ამბობენ უწყებაში. აღნიშნულ ინფორმაციას, ექსპერთა წრეებშიც ...

Read More »

ყაზახურ-ქართულ ურთიოერთობებში ეკონომიკური პრობლემები გვარდება

ყაზახურ-ქართულ ურთიოერთობებში ეკონომიკური პრობლემები გვარდება

  ყაზახურ-ქართული ვალების საკითხი დასრულებისკენ მიდის. ერთი მხრივ ეს თემა თითქოს გვარდება, მაგრამ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართულებით ისევ გაურკვევლობაა. ხშირია ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრები, სადაც პრობლემებთან ერთად, ურთიერთობის გაღრმავების საკითხებსაც იხილავენ. ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა. ქუმსიშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო. მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ...

Read More »

“წელს უკანონოდ დარიცხული ნახევარ მილიონამდე დავალიანება ჩამოვწერეთ”

“წელს უკანონოდ დარიცხული ნახევარ მილიონამდე დავალიანება ჩამოვწერეთ”

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კვლავ მწვავედ დგას დარიცხული გადასახადების ჩამოწერის საკითხი. როგორც ადრე მოგახსენეთ, აბონენტთა ნაწილს დავალიანება სრულად ჩამოეწერა, თუმცა კითხვები და დაინტერესება ამ საკითხის მიმართ დღესაც აქტუალურია, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  არც იცის  დავალიანების ჩამოწერის შესაძლებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ „ფოსტალიონი“ ენერგოომბუდსმენს სალომე ვარდიაშვილს დაუკავშირდა. –მოდით კიდევ ერთხელ ავხსნათ რასთან დაკავშირებით ხდება თანხის ჩამოწერა და როგორ უნდა გაიგონ აბონენტებმა, რომ დავალიანება ...

Read More »

“ყაზტრანსგაზ-თბილისი”: “ბიზნეს კურიერს” საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი": "ბიზნეს კურიერს" საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ადმინისტრაცია “ბიზნეს კურიერში” გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა – “ბიზნეს კურიერის” ერთ-ერთი სიუჟეტი დაეთმო შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ მიღებული გაზის აღრიცხვის, ტექნიკური დანაკარგების და ფინანსური მაჩვენებლების საკითხს.   კომპანიაში აცხადებენ,რომ სიუჟეტი მომზადებულია არაკომპეტენტური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და წარმოადგენს დაკვეთილ, მიზანმიმართული ცილისწამების შედეგად შეთითხნილ ბრალდებას. “საკითხის უფრო ღრმად გარკვევის ...

Read More »

საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია. კერძოდ, 11.00 საათიდან 17.00 საათამდე, საბურთალოს რაიონში გაზის მიწოდება გაეთიშება ასათიანის ქ. 10ა, 12, 14, ვ. ფშაველას 1 შეს. 7, 9, ზაქარიაძის ქ. 3, 5, 7, 9, 11, 13, 15, ნუცუბიძის ქ. 32, 34, 36-1, 36-2, 38, 40, 42, 44, 46, 48, 50 კორპუსებისა ...

Read More »