Home » Tag Archives: წიგნი

Tag Archives: წიგნი

ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით „წიქარას“ მუზეუმის გამოფენა გაიხსნა

ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით „წიქარას“ მუზეუმის გამოფენა გაიხსნა

ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტის „შტრუველპეტერის“ მუზეუმში, თიბისის მხარდაჭერით ქართული ხალხური ზღაპრის -„წიქარას“ მუზეუმის გამოფენა გაიხსნა. „შტრუველპეტერის“ მუზეუმის სურვილის საფუძველზე – კულტურული პროგრამის ფარგლებში მათთან ქართული ილუსტრაციები გამოფენილიყო – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გამოფენის კონცეფციის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადა. გამოფენისთვის ორი ორგანიზაციის – „კონტაქტისა“ და „ილუსტრატორის“ ერთობლივი იდეა – „მუზეუმი მუზეუმში“ შეირჩა. პროექტი მოიცავს ქართველი ილუსტრატორების მიერ სპეციალურად ამ ...

Read More »

საპატრიარქოს გამოცემული წიგნი საქართველოს რელიგიურ ისტორიაზე 3000 ლარი ღირს

საპატრიარქოს გამოცემული წიგნი საქართველოს რელიგიურ ისტორიაზე 3000 ლარი ღირს

საქართველოს საპატრიარქომ ტრილოგიის ,,ნათელი ქრისტესი საქართველო” პირველი და მეორე ტომი გამოსცა. წიგნის იდეის ავტორი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, ტრილოგიის ტომები 3000 ლარი ღირს. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს. ტრილოგიას 16 წლის განმავლობაში წერდნენ და მას “ოქროს პერგამენტის” ჯილდო აქვს მინიჭებული. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნესტან კირთაძეა. წიგნი საქართველოს რელიგიურ ისტორიაზეა.

Read More »

ბიზნესის კეთების ებრაული წესები

ბიზნესის კეთების ებრაული წესები

როგორ ახერხებენ ებრაელები ქონების დაგროვებას? რაში მდგომარეობს მათი ფინანსური წარმატებისა და სიბრძნის საიდუმლო? რა გზით ახერხებენ ებრაელები ფულის მარტივად შოვნას და სიმდიდრის დაგროვებას? ჯერ კიდევ ძველ წმინდა წერილებში საუბარი იყო ებრაელების ფულთან დამოკიდებულებაზე და მიუხედავად ასწლეულების გასვლისა, ეს კულტურა არ შეცვლილა, მხოლოდ განვითარდა და გაიზარდა მასშტაბებში. გთავაზობთ 22 წესს, რომლებიც ამოკრეფილია მიხაილ აბრამოვიჩის წიგნიდან «ბიზნესი ებრაულად – 67 ოქროს წესი» ...

Read More »

25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ბიზნესზე

25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ბიზნესზე

25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ბიზნესზე ჩვენი დროის ყველაზე გამოცდილმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ დღეში 500 გვერდის კითხვა იყო წარმატების გასაღები, იმიტომ რომ “ცოდნა ასე მუშაობს, ის გროვდება როგორც საერთო ინტერესი.” ეს, ალბათ, არის მიზეზი, რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი ბიზნესმენი კითხვას დღის დიდ ნაწილს ანიჭებს. სწორედ ამიტომ კითხულობს ბილ გეითსი 50 წიგნს ყოველ წელს და მარკ ცუკერბეგმა 2015 წელში მიზნად ...

Read More »

წიგნები, რომლებიც მკითხველს გამდიდრებაში დაეხმარება

წიგნები, რომლებიც მკითხველს გამდიდრებაში დაეხმარება

ცოტა ხნის წინ გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ის წიგნები დაასახელა, რომელმაც სიმდიდრე არა მხოლოდ ავტორს მოუტანა, არამედ მკითხველსაც. უკვე დიდი ხანია საინვესტიციო გურუს, უორენ ბაფეტის წიგნი „კორპორატიული გაკვეთილები ამერიკისთვის“ ტოპ-ათეულის ლიდერია. ეს წიგნი იმ ადამიანებს მოუტანს წარმატებას, ვინც უოლ სტრიტზე ცდის ბედს. წიგნი ძირითადად მხცოვანი ინვესტორის წერილებისგან შედგება, რომელიც ბაფეტმა საკუთარი კომპანიების აქციონერებს გაუგზავნა. თუმცა, მას ესეების ფორმა აქვს. იმ ...

Read More »

სკოლაში სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო აღარ იქნება

სკოლაში სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო აღარ იქნება

2018-2019 სასწავლო წლიდან მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავების ფარგლებში სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქებისთვის ღონისძიებები გაატარა. კერძოდ, შემუშავებულია დაწყებითი კლასების ახალი სასწავლო პროგრამები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად – ახალი ტექნიკური პარამეტრები (შრიფტის ზომა, ...

Read More »

ქართული ლიტერატურა 2016 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

ქართული ლიტერატურა 2016 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 10 თანამედროვე ავტორითა და 4 ახალი გერმანულენოვანი გამოცემით წარდგება. ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით მეხუთე წელია მონაწილეობს. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, 17-დან 20 მარტის ჩათვლით დაგეგმილი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებით. ოთხი დღის განმავლობაში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება გერმანულ ენაზე თარგმნილი და ...

Read More »

“ასი ადამიანი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო“ – პინოჩეტი – 50–ე საიუბილეო ტომი

"ასი ადამიანი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო“ - პინოჩეტი – 50–ე საიუბილეო ტომი

უნიკალური ბიოგრაფიული ლიტერატურული პროექტის– “ასი ადამიანი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო” გამოცემა განახლდა და დღეიდან  საცალო ქსელში, გაზეთ „ქრონოგრაფთან“ ერთად, გაყიდვაშია გამოცემის საიუბილეო, 50–ე ტომი. მკითხველი ამჯერად ჩილეს დიქტატორ პინოჩეტის ცხოვრების  დღმდე უცნობ ბიოგრაფიულ დეტალებს გაეცნობა.  განახლებული გამოცემის და საიუბილეო ტომის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. პროექტის კონსულტანტის, ლაშა გურგენიძის თქმით, საგულისხმოა, რომ  ავტორების და გამომცემლების მთავარი მიზანია, მაქსიმალურად თანამედროვე და ობიექტური ბიოგრაფიები შესთავაზონ  ...

Read More »

6 პროფესიული წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში

6 პროფესიული წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში

წიგნი ცოდნის წყაროა, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. კითხვა ანვითარებს ადამიანს და ზრდის მის შესაძლებლობებს, ცოდნას. კითხვა დაგეხმარებათ გადახვიდეთ კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე. ამისთვის არსებობს პროფესიული ლიტერატურა. გთავაზობთ 6 საუკეთესო წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში: 1. “The Pathfinder: How to Choose or Change Your Career for a Lifetime of Satisfaction and Success” ავტორი: Nicholas Lore პირველი გამოცემა 1998 წელს ...

Read More »

“მაკდონალდსი” ბავშვებს წიგნებს დაურიგებს

"მაკდონალდსი" ბავშვებს წიგნებს დაურიგებს

“მაკდონალდსი” საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ბავშვებისთვის განკუთვნილ „ჰეფი მილში“ სათამაშოების ნაცვლად, პატარებს ილუსტრირებულ წიგნებს დაურიგებს. „მაკდონალდსი“ პატარებს 4 წიგნს შესთავაზებს, აქედან 3 თემატურად ვალენტინობის დღეს უკავშირდება. აქცია 15 თებერვლამდე გაგრძელდება. „მაკდონალდსი“ მსგავს აქციას უკვე მესამედ ატარებს. საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია 50 მილიონი წიგნის დარიგება. Bpn.ge [wpolling id=”11″ width=”” height=””]

Read More »