Home » Tag Archives: ველობილიკი

Tag Archives: ველობილიკი

წლის ბოლომდე თბილისში ველოტრასები მოეწყობა

წლის ბოლომდე თბილისში ველოტრასები მოეწყობა

წლის ბოლომდე თბილისში ველოტრასები მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ველოსიპედებით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის პირველ ეტაპზე ორი საცდელი მარშრუტის ამოქმედებას აპირებს. ველომოყვარულები აცხადებენ, რომ თბილისში ველოკულტურას განვითარება სჭირდება. თბილისში არაა საპარკინგე ადგილები, არაა ველობილიკები, რის გამოც საავტომობილო გზებზე უწევს სიარული, თუმცა აქაც აწყდება საცობს, რაც მას ხელს უშლის გადაადგილებაში. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, როგორც მისი ავტორები ამბობენ, ქვეითების და ველომოყვარულების ინტერესებია გათვალისწინებული. ველომოყვარულები აცხადებენ, რომ თბილისში ...

Read More »

თბილისში პირველი ველობილიკი 8 კილომეტრის სიგრძის იქნება

თბილისში პირველი ველობილიკი 8 კილომეტრის სიგრძის იქნება

თბილისში პირველი ველობილიკი მარტის ბოლოს, დედა ენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება და მისი სიგრძე 8 კილომეტრი იქნება. ველობილიკი მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებულ ტროტუარზე განთავსდება და მოიცავს მარშრუტს დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და წრიული მიმართულებით უკან. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აღნიშნული ტერიტორიაზე დღეს, კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან და ველომოყვარულებთან ერთად იმყოფებოდა. ველობილიკისთვის დაგეგმილი მარშრუტი დაათვალიერეს, არსებული ...

Read More »

როგორი იქნება მტკვრის განახლებული სანაპირო

როგორი იქნება მტკვრის განახლებული სანაპირო

როგორი იქნება მტკვრის სანაპირო უახლოეს წლებში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის თანახმად, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მტკვარს თითქმის ყველგან დაკარგული აქვს ბუნებრივი იერსახე და საავტომობილო ტრასებითა და ბეტონის ჯებირებით, ერთგვარ ავტო-სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. ქალაქის მცირე მდინარეები სრულად ან ნაწილობრივ მოქცეულნი არიან გვირაბებში, იზოლირებულნი არიან საზოგადოებრივი სივრცეებისგან და გამოიყენებიან მიწასაყრელებად და ნაგავსაყრელებად; კონცეფცია კი მდინარეებისთვის რეკრეაციული ფუნქციის ...

Read More »

როგორი შეიძლება იყოს “მომავლის თბილისი”

როგორი შეიძლება იყოს "მომავლის თბილისი"

გთავაზობთ პროექტების არასრულ ჩამონათვალს, რომელებიც ახლო მომავალშია დაგეგმილი. საცობები, ჰაერის დაბინძურების დონის მატება, გარემოს დაცვის საკითხები – ეს ის პრობლემებია, რაზეც დედაქალაქში ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, თბილისის მერიამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სამსახურებმა არაერთი პროექტის ამოქმედება დააანონსეს, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, თბილისის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება. ვერტიკალური პარკინგები პირველი კონსტრუქცია მაქსიმუმ 4 თვეში დამზადდება. კონსტრუქცია 4-სექციიანი იქნება და ერთმანეთს ...

Read More »

ოთხი მიმართულება თბილისში, სადაც ველობილიკების მოწყობაზე მუშაობენ

ოთხი მიმართულება თბილისში, სადაც ველობილიკების მოწყობაზე მუშაობენ

ე.წ. ველოშეარინგის პროექტი თბილისში შესაძლოა, წელს, წლის ბოლომდე განხორციელდეს. პროექტის განხორციელებით დაინტერესებული ფრანგული კომპანია ”სმუვი” ამ დროისთვის წინასწარ კვლევებს ატარებს, რაც ველობილიკების კონცეფციას და სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”სმუვის” წარმომადგენელმა თეიმურაზ შარვაშიძემ განუცხადა, ინვესტორი პროექტის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ველომარშრუტი დაიწყება ვაკის პარკთან, გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე და რუსთაველის გამზირის გავლით ძველ თბილისში დასრულდება; მეორე მიმართულება აღმაშენებლის ...

Read More »

ურეკი-შეკვეთილში ველობილიკების, ტრამვაის გზის და საბაგიროს გაკეთება იგეგმება

ურეკი-შეკვეთილში ველობილიკების, ტრამვაის გზის და საბაგიროს გაკეთება იგეგმება

ურეკი- შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიაზე ველობილიკების, ტრამვაის გზის და საბაგიროს გაკეთება იგეგმება. საკანონმდებლო მაცნეში ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა. როგორც, ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია აღნიშნული, კომპლექსის ტერიტორიაზე საველოსიპედე ბილიკები არ არსებობს. გეგმაში კი, ასახულია განსავითარებელი საველისიპედე ბილიკები, რომლებიც მთლიანდ მოიცავს ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიას, რაც აკავშირებს ერთმანეთთან და ზღვის სანაპიროსთან საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან, ...

Read More »