Home » Tag Archives: ვანო მთვრალაშვილი

Tag Archives: ვანო მთვრალაშვილი

რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობამ საწვავის ბაზარი სრულ განუკითხაობამდე მიიყვანა ხანმოკლე ფასის მატების შემდეგ, უკვე ერთი თვეა მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა. უფრო კონკრეტულად კი თუ გასულ თვეს ერთი ბარელი WTI -ის ტიპის ნავთობი 72 დოლარად ივაჭრებოდა, დღეს ერთი ბარელი 65 დოლარამდეა დაცემული. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ფასების მსგავს შემცირებას, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ადგილობრივ საწვავის ბაზარზე. ერთი თვის მონაკვეთში ადგილობრივ ბაზარზე ფასები 3 ...

Read More »

წინა ხელისუფლების დახმარებით, “სოკარი” თხევადი აირის მონოპოლისტად იქცა

წინა ხელისუფლების დამხარებით, "სოკარი" თხევადი აირის მონოპოლისტად იქცა

 პრობლემის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს 2017 წელს ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის გაზრდამ, ქართულ საავტომობილო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე მოახდინა. აღნიშნული საგადასახადო ცვლილების შემდეგ, პირველ რიგში ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტმობილებზე. აქციზის განაკვეთის ზრდამ, ასევე, მნიშვნელოვნად გააძვირა საავტომობილო გაზი CNG, რომელზეც საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების თითქმის 40 % მუშაობს. ერთი კუბი CNG აქციზის გადასახადის გაზრდის შემდეგ, საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა. დარგის ექსპერტების ...

Read More »

საწვავი კიდევ 7 თეთრით გაძვირდა

საწვავი კიდევ 7 თეთრით გაძვირდა

ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დღეს საწვავი კიდევ გაძვირდა. ამჯერად ფასები დაახლოებით, 5-7 თეთრით არის გაზრდილი.   დღევანდელი მონაცემებით, 5-7 თეთრით გაძვირდა საწვავი „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. კერძოდ, „სუპერის“ მარკის ბენზინის ფასი 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაიზარდა, „რეგულარის“ ფასმა 5 თებერვლის შემდეგ 7 თეთრით მოიმატა და 2.16 ლარი შეადგინა; „პრემიუმის“ მარკის ბენზინი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე გაძვირდა; ასევე 7 თეთრით გაძვირდა „ევრო ...

Read More »

“ირანში წარმოებული საწვავი ამ ეტაპზე საქართველოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს”

"ირანში წარმოებული საწვავი ამ ეტაპზე საქართველოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ირანული საწვავის შემოტანა არ იგეგმება. “მთელი პრობლემა ის არის რომ ირანი მიმდინარე ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენთან არსებობს საწვავის ხარისხის სტანდარტთან დაკავშირებით“,-აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი “ბიზნესკონტრაქტთან” საუბრისას. მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხობრივი სტანდარტები გამკაცრდა,რასაც ირანი ვერ აკმაყოფილებს, რადგან ირანში არ არის დაწესებული არანაირი ვალდებულება, აწარმოოს ევრო ...

Read More »

საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. პირველ ეტაპზე აქციზის გადასახადი ტოტალურად იზრდება. 2017 წლიდან მთავრობა გადასახადის მკვეთრად მატებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს გადასახადი, ხოლო მოსახლეობას ხარჯი გაუძვირდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თამბაქო მინიმუმ 60 თეთრით გაძვირდება, ბენზინი და დიზელის საცალო ღირებულება დაახლოებით 20-25 თეთრით გაიზრდება. გაძვირდება ავტოგაზის ფასი და ...

Read More »

უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ზოგიერთი არაბრენდული კომპანია უხარისხო საწვავს ყიდის. ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა “რადიო პალიტრას” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ხარისზე ეჭვს ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს. „დღეს ბევრი ოპერატორი ოპერირებს, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროდუქტი შემოდის და ხშირ შემთხვევაში იმაზეა საუბარი, რომ ეს პროდუქტი არასტანდარტულია. უხარისხო პროდუქტი არის იმის გარანტი, რომ ფასი შედარებით ნაკლები იქნება ან ზომა-წონაში მოგატყუებენ. ...

Read More »

გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე

გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე

საქართველოში ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა ორი დღის განმავლობაში ყველა კომპანიამ საწვავი საშუალოდ 4–6 თეთრით გააძვირა. ექსპერტები საწვავის გაძვირებას ორი მთავარი ფაქტორით ხსნიან. ესენია ეროვნული ვალუტის გაუფასურება და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის გაზრდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლებმაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია. „ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ...

Read More »

საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ბოლო ხანებში საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი გაიზარდა: თითქმის ყველა დასახელების საწვავის ფასი 10-15 თეთრით არის მომატებული, რაც მოსახლეობაში აჩენს კითხვას – კიდევ ხომ არ გაძვირდება საწვავი? როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ნავთობის მიმდინარე ფასებზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას: ვანო მთვრალაშვილი:  ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 7-8 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა. ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის ...

Read More »

საწვავის კონტროლიდან საწვავის მარკირებამდე

საწვავის კონტროლიდან საწვავის მარკირებამდე

ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირება დაიწყება, საწვავის ხარისხის კონტროლი კი უკვე მიმდინაროებს. დარღვევების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ზოგიერთი სინჯი შეიძლება საზღვარგარეთაც კი გაიგზავნოს შესამოწმებლად. საწვავის მარკირების მეშვეობით მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს საწვავის ტიპისა და ხარისხის შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და ნავთობიმპორტიორებს შორის ამ კუთხით მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. მარკირებას სავალდებულო ხასიათი არ ექნება და ის ნებაყოფლობითი იქნება. იმპორტიორების განაცხადების საფუძველზე დამზადდება დადგენილი ...

Read More »

რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

მაისიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. ნავთობკომპანიებს მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს ...

Read More »