Home » Tag Archives: ვაჟა ბერიძე

Tag Archives: ვაჟა ბერიძე

“დღეს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება კავკასიაში სომხეთში მიმდინარეობს”

"დღეს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება კავკასიაში სომხეთში მიმდინარეობს"

“სარგსიანის გადადგომით სომხეთში ყველაფერი მხოლოდ იწყება” – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, სადაც ის სომხეთში მიმდინარე მოვლენებეს ეხმაურება. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცლველად გთავაზობთ: “სარგსიანის გადადგომით სომხეთში ყველაფერი მხოლოდ იწყება ახლა ბევრს საუბრობენ სომხეთში ,,ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ. ვფიქრობ, ასეთი შეფასება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით გადაჭარბებულია. თუ ეს რევოლუციაა, უნდა დავსვათ კითხვა, რას ისახავდა ის მიზნად? ცხადია, ...

Read More »

ქართული საბანკო სექტორი – ეკონომიკის მუხრუჭი თუ განვითარების კატალიზატორი

ქართული საბანკო სექტორი - ეკონომიკის მუხრუჭი თუ განვითარების კატალიზატორი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, ქართულ ეკონომიკაში საბანკო სისტემის როლსა და ამავე როლის თავისებურებებზე თებერვლის თვეში თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ საკმაოდ ამომწურავად ისაუბრეთ, მაგრამ ამ თემაზე კვლავ თქვენი შეწუხება გადავწყვიტეთ. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ განაცხადა, რომ „ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს საბანკო სისტემაშია, ფაქტობრივად, ...

Read More »

„ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში მეამბოხე მილიარდერის აჯანყებაა პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ“

„ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში მეამბოხე მილიარდერის აჯანყებაა პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ“

“ტრამპის ფაქტორმა გლობალური კონფლიქტის საფრთხე კი არ გაზარდა, არამედ შეამცირა” „ბოლოდროინდელმა ფაქტებმა ცხადყო, რომ თვით ამერიკაც კი შესაძლოა, იზოლაციაში აღმოჩნდეს“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვაჟა ბერიძე და 2018 წელს მსოფლიოში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ამახვილებს ყურადღებას. – რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო 2018 წელს?  – საფრთხეები რეალურია. თანამედროვე მსოფლიოში არაერთგვაროვანი პროცესები მიმდინარეობს. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაცემას მოჰყვა, არ შედგა. ყოველ ...

Read More »

“ჩვენ ვერც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვერც ლიბერალური”

"ჩვენ ვერც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვერც ლიბერალური"

“სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტის გატარებაზე ნაკლები უჯდება გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ორგანიზება და დამოკიდებულთა მკურნალობა” რატომ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მტრებისთვის ხელსაყრელი ნარკოტიკების ლეგალიზება და რატომ ვერ უნდა დასაქმდნენ ნარკომომხმარებლები სახელმწიფო და ბიზნესსტრუქტურებში. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის აქტიური ბრძოლა გასულ წელს დაიწყო. გასულ წელს ზუსტად ამ დროს მოეწყო პირველი საპროტესტო აქციაც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. მართლაც, არავინ დავობს, რომ მარიხუანის მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ ...

Read More »

„თავი რომ არ მოვიტყუოთ, სააკაშვილი ვირტუოზულად თამაშობს ორმაგ თამაშს“

„თავი რომ არ მოვიტყუოთ, სააკაშვილი ვირტუოზულად თამაშობს ორმაგ თამაშს“

უკრაინულმა მოვლენებმა აქტუალური გახადა შეკითხვა, იქაური სპეცსამსახურები და უკრაინის ხელისუფლება მზად არიან, პასუხი აგებინონ ამ ადამიანს, თუ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და ქვედადინებში კვლავაც მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს?! უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა. – ჩემი აზრით, ბევრი ფაქტორი და ბევრი ღია თუ ფარული დინებაა ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით კიევში გადაკვეთილი. აქ ყველა ფაქტორი ერთად მუშაობს. უკრაინის ხელისუფლება სუსტი ხელისუფლებაა, ...

Read More »

“თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული”

"თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ. ახალი შემადგენლობით მთავრობის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. ამ თემას თქვენ სოციალურ ქსელში კი გამოეხმაურეთ, მაგრამ ამავე თემაზე მაინც გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება და თქვენს მიერ გამოთქმული ზოგიერთი პოზიციის დაზუსტება. საკადრო ცვლილებეთან დაკავშირებით ჭარბობს შეფასებები – ...

Read More »

ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი ხომ არ გაგვეუქმებინა

ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი ხომ არ გავაუქმოთ

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის სამთავრობო ცვლიბებს ეხმაურება. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეთი ხომ არ გაგვეუქმებინა დიდი აურზაურია ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ 18–დან 14 სამინისტრო დარჩა, ავშენდით, აი, 2 სამინისტრო რომ დამატებოდა, დავიქცეოდით. კარგით რა, ხალხო! ჩემი ფეისბუქ–მეგობრებისთვის მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს. ...

Read More »

,,ოფშორში კაპიტალის განთავსება ან კომპანიის დარეგისტრირება კრიმინალი არ არის’’

,,ოფშორში კაპიტალის განთავსება ან კომპანიის დარეგისტრირება კრიმინალი არ არის’’

დღევანდელ მსოფლიოში არ წყდება აურზაური ოფშორული ზონებისა და მასთან დაკავშირებული პირების ან კომპანიების თაობაზე. არადა,საზოგადოების გათვითცნობიერების ხარისხი უკიდურესად დაბალია.  ამიტომ გადავწყვიტე ჩემს მკითხველს ოფშორების თაობაზე მოკლედ ვუამბო. ოფშორული ზონა- ეს არის საელმწიფო ან მისი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც არარეზიდენტი კომპანიებისთვის განისაზღვრება რეგისტრაციის და საქმიანობის სპეციალური რეჟიმი. ოფშორული კომპანიის დარეგისტრირება შესაძლებელია ბევრ იურისდიქციაში. ოფშორული იურისდიქცია შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: კუნძულოვანი ოფშორები– კარიბის ...

Read More »

„საარჩევნო ფინანსების პრიზმაში საკმაოდ არასახარბიელო სურათი იკვეთება“

„საარჩევნო ფინანსების პრიზმაში საკმაოდ არასახარბიელო სურათი იკვეთება“

სახელმწიფო აუდიტის  სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საარჩევნო სუბიექტებმა 13 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს. ამ მონაცემების კომენტარი ანალიტიკოსს ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ. „სხვა სურათი არც იყო მოსალოდნელი. ეს მონაცემები რეალური სიტუაციის ადეკვატური ანარეკლია. ფინანსების პრიზმაში საკმაოდ არასახარბიელო სურათი იკვეთება. 13 მილიონიდან 11.5 მილიონი ლარი „ქართულმა ოცნებამ“ ...

Read More »

“საარჩევნო კამპანია უღიმღამოა, თუმცა არჩევნები უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის ან შევარდნაძის დროს, გარემო კი აშკარად არ არის კონკურენტული”

"საარჩევნო კამპანია უღიმღამოა, თუმცა არჩევნები უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის ან შევარდნაძის დროს, გარემო კი აშკარად არ არის კონკურენტული"

წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. ამ დასკვნასთან დაკავშირებით რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, მათ შორის ისეთი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სახით მათ ”ხალხისთვის გემრიელი ნამცხვარი გამოაცხვეს”, რომ მასში ვერ იპოვით ჩანაწერს, რომელიც ”ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებში უპირატესობას ანიჭებს, ჯანი ბუკიკიო კვლავაც გამოთქვამს წუხილს, ...

Read More »