Home » Tag Archives: უკრაინა

Tag Archives: უკრაინა

ზელენსკი საქართველოს მიერ უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებას შეცდომად მიიჩნევს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი საქართველოდან ელჩს არ გაიწვევს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქში სტუმრობის დროს ისაუბრა. „ჩვენ ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ელჩს უკრაინაში არ გამოვიწვევთ. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მე მგონია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა”, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, ...

Read More »

რევოლუციებმა ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა და ისინი პრობლემების წინაშე მარტო აღმოჩნდნენ – ილჰამ ალიევი

რევოლუციებმა ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა და ისინი პრობლემების წინაშე მარტო აღმოჩნდნენ - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა შეწყვიტა რევოლუციების „ჭირი და დაავადება“ და არ შეცდა, რადგან ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მოუტანა ამ რევოლუციებმა კონკრეტულ ქვეყნებს. „2005 წელი. ამ რევოლუციების სერიის მომდევნო ადგილი აზერბაიჯანი უნდა გამხდარიყო. უკვე გამოცემული იყო მაისურები წარწერებით: „საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი“ – ანუ, ჩვენ მეოთხე ქვეყანა გავხდებოდით, ხოლო ჩვენ სხვა ქვეყნები უნდა მოგვყოლოდა. მაგრამ, ჩვენ ეს ჭირი, ეს ...

Read More »

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა. ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხებათ. უკრაინის სასაზღვრო სამსახური გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ კონკრეტულ პირს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „ჰუმანიტარული მიზნით“ ენდომება. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განმარტებით, აკრძალვის მიზანი, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეა. „უკრაინის გადაწყვეტილების მიზანია, ...

Read More »

უკრაინა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარებას იწყებს

უკრაინა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარებას იწყებს

საქართველოს უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იაკივ სმოლი ეწვია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ოფიციალურ სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკი მასპინძლობს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების გაცნობა და განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებაა. კობა გვენეტაძისა და იაკივ სმოლის შევედრაზე ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რეგიონის ...

Read More »

“რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ”

"რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ"

რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მარ­ცხდე­ბო­და, – ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Die Welt-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნატო-ს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და. „რუ­სეთ­მა რომ მო­ინ­დო­მოს, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ოკუ­პა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო 3-4 წე­ლი­წად­ში უკ­რა­ი­ნამ სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ზარ­და“, – გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა. მი­სი­ვე თქმით, ნატო-ს ქვეყ­ნე­ბი მზად არი­ან „რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის მა­სი­რე­ბუ­ლი ...

Read More »

“რუსეთის საზღვარზე დემოკრატიული საქმიანობა საფრთხეს უქმნის პუტინის მმართველობას”

"რუსეთის საზღვარზე დემოკრატიული საქმიანობა საფრთხეს უქმნის პუტინის მმართველობას"

“რუსეთის საზღვარზე დემოკრატიული საქმიანობა საფრთხეს უქმნის პუტინის მმართველობას. თუ უკრაინელებს შეუძლიათ დემოკრატიულად იმოქმედონ, მათვე შეუძლიათ მაგალითი მისცენ რუს ხალხს, რომ დემოკრატია სურდეთ. ამიტომ პუტინი ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინულ არამდგრად დემოკრატიულ პროექტს. 4 წლის განმავლობაში პუტინის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და აგრძელებს კიევის წინააღმდეგ ომს. რუსეთი უკრაინას ეკონომიკური წნეხის ქვეშ ამყოფებს. კრემლი ასევე ცდილობს უკრაინა გამოაჩინოს როგორც არასრულფასოვანი, კორუმპირებული ...

Read More »

უკრაინული ეკონომიკის საოცრების საიდუმლოება

უკრაინული ეკონომიკის საოცრების საიდუმლოება

2018 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინული პრუდუქციის ექსპორტმა ევროპულ ბაზარზე შეადგინა 3.324 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2%-იაი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იმპორტირებული პროდუქცისს მაჩვენებელი 3.308 მილიონ დოლარს შედგენს (17.8% ზრდა). აქედან გამომდინარე, დაფიქსირებულია დადებითი სავაჭრო სალდო 16 მილიონი დოლარის ოდენობით. თუ ჩვენ უკრაინულ-ევროგაერთიანების სავაჭრო მოდელების თვალსაზრისით შევაფასებთ სიტუაციას, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საინვესტიციო მხარდაჭერა უკიდურესად დაბალი იყო და საკრედიტო ძირითადად ...

Read More »

ყოველი მეორე მანქანა სომხეთში გადის, ყოველი მეხუთე – უკრაინაში

ყოველი მეორე მანქანა სომხეთში გადის, ყოველი მეხუთე – უკრაინაში

რამდენიმეწლიანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის წილი თვალშისაცემად გაიზარდა. ეს პირდაპირ უკავშირდება 2 ქვეყანას – სომხეთსა და უკრაინას. 2017 წელს ამ სახელმწიფოებში საქართველოდან საკმაოდ ბევრი ავტომობილი გაიგზავნა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ყოველი მეორე მანქანა სომხეთში გავიდა, ხოლო ყოველი მეხუთე – უკრაინაში. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეგიონის ქვეყნებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა და ავტობიზნესში შექმნილი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება. უფრო მეტიც, ბაზარზე კრიზისია ...

Read More »

უკრაინა-საქართველოს შორის მომოსვლა შესაძლოა მხოლოდ ID ბარათით გახდეს შესაძლებელი

უკრაინა-საქართველოს შორის მომოსვლა შესაძლოა მხოლოდ ID ბარათით გახდეს შესაძლებელი

საქართველოსა და უკრაინას შორის გადაადგილებისთვის შესაძლოა მხოლოდ ID ბარათი გახდეს საჭირო. ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. როგორც საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე აცხადებს, შესაბამისი სურვილი უკრაინის პრემიერმა გაახმოვანა და შესაძლოა უკრაინასთანაც საქართველო-თურქეთის მსგავსი სისტემა ამოქმედდეს. “ეს არ არის მარტივი, თუმცა პროცესი დაძრულია, ორივე მხარე მუშაობს ამ თემაზე“, – განაცხადა დუმბაძემ. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ინიციატივა უკრაინის ...

Read More »

უკრაინამ “გაზპრომს” სასამართლო პროცესი მოუგო

უკრაინამ "გაზპრომს" სასამართლო პროცესი მოუგო

22 დეკემბერს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლოში უკრაინული “ნაფტოგაზისა” და რუსული “გაზპრომის” გაჭიანურებულ ოთხწლიან დავას საბოლოო წერტილი დაესვა. სასამართლომ ამ კონფლიქტის საქმეზე დასკვნითი განაჩენი გამოიტანა, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს,  უკრაინული მხარე თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და ეს წარმატება ქვეყნის მოსახლეობას პეტრო პოროშენკომაც მიულოცა. რუსული “გაზპრომის” წარმომადგენლები კი მარცხს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნები სრულად თუ არა, ...

Read More »