Home » Tag Archives: თურქეთი (page 3)

Tag Archives: თურქეთი

რა სამუშაო რეგულაციები აქვს თურქეთის სახელმწიფოს სეზონურ სამუშაოებზე

რა სამუშაო რეგულაციები აქვს თურქეთის სახელმწიფოს სეზონურ სამუშაოებზე

 რა სამუშაო რეგულაციები აქვს თურქეთის სახელმწიფოს სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეებს, როგორც არალეგალებს, მეზობელ სახემწიფოში  მუშაობის პერიოდში ბევრი პრობლემა ექმნებათ. ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებლები  კუთვნილი ანაზღაურების გადახდაზე უარს ეუბნებიან და გაპროტესტების შემთხვევაში ჟანდარმის გამოძახებით ემუქრებიან.  მეზობელ სახელმწიფოში  სამუშაოდ გამგზავრებამდე თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ოფიციალურ ვებ-გვერდზე უცხო ქვეყნის მოქალაქემ განაცხადი უნდა შეავსოს , რომელიც შემდეგ იმ რაიონის გამგეობას ეგზავნება, სადაც ...

Read More »

მოზარდები სკოლიდან გამოდიან და თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან

მოზარდები სკოლიდან გამოდიან და თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან

თურქეთში, ჩაის კრეფის სეზონზე, საქართველოდან უამრავი ადამიანი გადადის, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. უსახსრობის მიზეზით არაერთ მოზარდს უწევს სწავლაზე უარის თქმა. მოზარდები სკოლიდან გამოდიან, თურქეთში მიდიან და იქ საარსებო წყაროსთვის შრომობენ. არასრულწლოვნები, ძირითადად, აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან არიან. მოზარდები ამბობენ, რომ ჩაის საკრეფად დილის 06:00 საათზე გადიან და საღამოს 6-7 საათამდე უმძიმეს პირობებში უწევთ მუსაობა.  ვისაც მშობელი არ მიჰყვება, სხვა სრულწლოვანზე ...

Read More »

ქართველებისთვის თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება მარტივდება

ქართველებისთვის თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება მარტივდება

თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის ქართველები მუშაობის ნებართვას მარტივად მიიღებენ.  აღნიშნულის შესახებ განკარგულება გასულ წელს გამოიცა, რომლითაც თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველები უკვე წელს შეძლებენ სარგებლობას. აღსანიშნავია, რომ ამ განკარგულებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველები მუშაობის ნებართვის გარეშე ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით შეძლებენ გაჩერებას. თუმცა, ეს წესი მხოლოდ ზოგიერთ ოლქში, კერძოდ, სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში იმოქმედებს. საგარეო ...

Read More »

თურქეთი საკრუიზო ტურიზმის სტიმულირებას მოახდენს

თურქეთი საკრუიზო ტურიზმის სტიმულირებას მოახდენს

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო გეგმავს. ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც საკრუიზო ტურიზმის სეგმენტში მუშაობენ და „ლუქს“ კლასის ტურებს აწყობენ 20 მლნ დოლარის ფინანსური დახმარება გაუწიოს. უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, 29 მლნ დოლარიდან 12 მლნ დოლარი 2018 წლის ბოლომდე, ხოლო 17 მლნ დოლარი მომავალ წელს იქნება გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში ეს კომპანიები სახელმწიფოსგან თითოეულ ტურისტზე 25-დან 45 დოლარს მიიღებენ. თანხა თავის მხრივ ...

Read More »

„ერდოღანის თურქეთს არავითარი შანსი აღარ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი“

„ერდოღანის თურქეთს არავითარი შანსი აღარ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, 2016 წლიდან დღემდე თურქეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. „ფარისევლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან მეთქვა, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. დიახ, ერდოღანის თურქეთს არავითარი შანსი აღარ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებასა და ევროგაერთიანებას შორის ურთიერთობები ...

Read More »

მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის

მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის

სომხეთის მშპ აშკარად უფრო მეტად იზრდება, ხოლო თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ერთნაირია მთავრობა ეკონომიკური ზრდის მონაცემებით მანიპულირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოში არსებულ მდგომარეობას რეგიონში საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით რეგიონის ლიდერი სომხეთია. 2017 წლის 3 კვარტალში სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%-ს მიაღწია (ოქტომბრის მონაცემები იქ ჯერ დათვლილი არ არის). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან იანვარ-სექტემბერში მშპ-ს ...

Read More »

„ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“

„ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“

ანკარა ევროპელი ლიდერებისგან თურქეთისადმი უფრო რაციონალურ მიდგომას ელოდება, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „ევროპელ ლიდერებს უფრო რაციონალური მიდგომა უნდა ჰქონდეთ. ქსენოფობიის წახალისება არავის მოუტანს სარგებელს. ისლამოფობიის ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები განწირულია. ევროპა თურქეთის გარეშე დაპირისპირებების ატმოსფეროში აღმოჩნდება“, – განაცხადა ერდოღანმა. როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, ევროპას სჭირდება თურქეთი და არა პირიქით. „თურქეთს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპას სჭირდება ...

Read More »

თურქეთში ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა

თურქეთში ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა

თურქეთის რესპუბლიკის რიგ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა.  ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, 2017 წლის ივლისში, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ შეიმუშავდა და გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაწესებულების ოლქში – სამსუნის, ორდუს, გირესუნის,ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმების მსურველ საქართველოს ...

Read More »

საქართველოში თურქული სახელმწიფო სკოლა გაიხსნა

საქართველოში თურქული სახელმწიფო სკოლა გაიხსნა

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ბაშვებისთვის პირველი თურქული სკოლა გაიხსნა. სკოლა Metro Holding-ის თავმჯდომარის გალიფ ოზთურქის მხარდაჭერით აშენდა. როგორც 2016-2017 სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე სკოლის დირექტორმა მეჰმეთ ქაბაქჩიმ განაცხადა, სკოლის ოთხსართულიანი შენობა 5200 კვ/მ აშენებული. კაბაქჩიმ აღნიშნა, რომ სკოლის მშენებლობას ფუნდამენტი 11 თვის წინ ჩაეყარა. მისივე თქმით, სკოლის შენობაში 24 სასწავლო კლასია, სამი ლაბორატორია, სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებელი დარბაზები, სამხატვრო და მუსიკის კლასები, ასევე სპორტული ...

Read More »

ერდოღანი: გერმანიის მთავრობა თურქეთის მტერია

ერდოღანი: გერმანიის მთავრობა თურქეთის მტერია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, გერმანიის არჩევნებს, რომელიც გერმანიაში 24 სექტემბერს გაიმართება, ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან გერმანიის მთავრობა მათი მტერია. „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეთა პარტია – ყველა მათგანი ჩვენი მტერია. ამიტომაც ისინი არ იმსახურებენ თქვენ ხმას“, – მოუწოდა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქ ემიგრანტებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ერდოღანის განცხადება გერმანიის არჩევნებში ჩარევისა ...

Read More »