Home » Tag Archives: თსუ

Tag Archives: თსუ

რას გულისხმობს სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომა

რას გულისხმობს სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომა

მსოფლიო მასშტაბით არსებობს სიღარიბესთან ბრძოლის მთელი ინდუსტრია – გაეროს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მრავალი საქველმოქმედო ფონდების პროგრამები. მაგრამ, უზარმაზარმა ფინანსურმა ნაკადებმა ღარიბ ქვეყნებში ჯერჯერობით ვერ შეძლეს სიღარიბის აღმოფხვრა. პირიქით, ისინი კორუფციის და სხვაზე დამოკიდებულების პროვოცირებას ახდენენ. ღარიბი ქვეყნებისათვის გამოყოფილი ფული ელიტების ხელში ხვდება, რაღაც ნაწილი განვითარების ინსტიტუტებში რჩება და კონკრეტულ ოჯახებამდე არ მიდის. ჩვენი პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები ...

Read More »

“თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სავაჭრო და კრიმინალური გარიგებების არენას დაემსგავსა”

"თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სავაჭრო და კრიმინალური გარიგებების არენას დაემსგავსა"

“თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სავაჭრო და კრიმინალური გარიგებების არენას დაემსგავსა,” —  ასეთ შეფასებას აძლევს ფაკულტეტზე შექმნილ ვითარებას თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი რექტორის გიორგი შარვაშიძის, განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის სახელზე გავრცელებულ ღია წერილში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონო მარიამ, ბატონო მიხეილ, ბატონო გიორგი. საქმე ის არის, რომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, სამწუხაროდ, ...

Read More »

ნაციონალიზმის რენესანსი ევროპაში: ახალი გამოწვევები საქართველოსთვის

ნაციონალიზმის რენესანსი ევროპაში: ახალი გამოწვევები საქართველოსთვის

“ეროვნული იდენტობის საკითხი არ უნდა მივანდოთ ექსტრემისტულ და ნაციონალისტურ ძალებს” – ამბობს გია ხუბუა, თსუ-ს ყოფილი რექტორი(ნაციონალების დროს), თუმცა გაუგებარია “ჩვენ” ვინ ვართ, რომლებმაც “არ უნდა მივანდოთ” ეს სხვებს? ასეთმა მიდგომებმა ხომ არ გაამწვავ ვითარება “ახალ მსოფლიოში” ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე? “ვერც ვერაფერი დაივიწყეს, ვერც ვერაფერი ისწავლეს” და მაინც გირჩევთ გაეცნოთ ამ წერილს. BFM.GE ნაციონალიზმის რენესანსი ევროპაში: ახალი გამოწვევები საქართველოსთვის სეპარატიზმი კატალონიაში, ...

Read More »

თიბისი თსუ-ს ონლაინ ბრენდ მაღაზიის შექმნაში დაეხმარება

თიბისი თსუ-ს ონლაინ ბრენდ მაღაზიის შექმნაში დაეხმარება

„თიბისი ბანკი” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. „უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის თანამშრომლობა. ეს არის ერთგვარი სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობის აქცია. საუბარია მომავლის პროექტებზე – ელექტრონული ბაზების გამოყენებაზე სწავლებაში, ქართულ ენაზე ზრუნვაზე, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამებზე, საუნივერსიტეტო ელექტრონულ მაღაზიაზე. ეს ყოველივე ინოვაციურია. ჩვენ მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას და სხვა პოტენციურ ...

Read More »

“ალიანს ჯგუფ კაპიტალმა” ღვინის ბიზნეს პროექტში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

“ალიანს ჯგუფ კაპიტალმა” ღვინის ბიზნეს პროექტში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

ორშაბათს, 15 მაისს 13:00 საათზე „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ ოფისში გაიმართა ვორქშოპის გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება. „ალიანსჯგუფიკაპიტალის“ საინვესტიციო სამსახურის უფროსმა, დავით ქარდავამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა ვორქშოპი სახელწოდებით “წარმატებული ბიზნეს გეგმა ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის“. ვორქშოპის ფარგლებში მოხდა „ალიან სჯგუფი კაპიტალის“ საქმიანობის გაცნობა და სპეციალური ქეისის შეთავაზება სტუდენტებისთვის. თსუ-სსტუდენტებისგა ნჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომელთაც გადაეცათ ალიანს კაპიტალის ერთ-ერთი პროექტის ქეისი. გამარჯვებულ გუნდს ალიანს ჯგუფმა ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ რეკომენდაციით მიმართავს, გათბობის სისტემის რეალური ფუნქციონირებისთვის ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ რეკომენდაციით მიმართავს, გათბობის სისტემის რეალური ფუნქციონირებისთვის ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს

 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გათბობის სისტემის გამართულობისთვის დახარჯული სახსრები შეისწავლეს. ორგანიზაციის ინტერესი უნივერსიტეტის სტუდენტების მომართვის შემდგომ გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, 2016–2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის პერიოდში, უნივერსიტეტის კორპუსებში მწვავედ იდგა გათბობით უზრუნველყოფის საკითხი.   „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წელს, გათბობის სისტემისთვის დახარჯა 126,163 ლარი. აქედან თსუ მეორე კორპუსის გათბობისთვის მიემართა ...

Read More »

თსუ-ს ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი 320 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი გადაეცემა

თსუ-ს ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი 320 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი გადაეცემა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი საერთო საცხოვრებელი გადმოეცემა, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი საერთო საცხოვრებელი 320-ადგილიანია. ”სტუდენტებს ჰქონდათ სრულიად დასაბუთებული წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო საცხოვრებელში არ არის კარგი მდგომარეობა. ჩვენ ვიზიარებთ ამ პოზიციას. ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის კანცლერი. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ. გარდა ამისა, ის ...

Read More »

თსუ-ს ლექტორი, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო, საკუთარი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

თსუ-ს ლექტორი, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო, საკუთარი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

საქართველოს ლატარიის კომპანიის გამარჯვებული და ჯეკპოტის მფლობელი, თინათინ გიორგობიანი გეგმავს, რომ მოგებული თანხიდან თავის რამდენიმე სტუდენტს მაგისტრატურაზე სწავლას დაუფინანსებს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა: “იყო რამდენიმე მაგისტრანტი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა და ეს ლექციები საღამოს ჰქონდათ ხოლმე, ამიტომ მათთვის ეს ძალიან დამქანცველი იყო”. თინათინ გიორგობიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. მან 31 ...

Read More »

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 21 ხმით გიორგი შარვაშიძე გახდა. აკადემიურმა საბჭომ მას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. მისმა კონკურენტმა გია ბარამიძემ 6 ხმა მიიღო, ხოლო ცირა ბარამიძემ 5. გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

Read More »

პირველად ისტორიაში, თსუ Times-ის მსოფლიო უნივერსიტეტების ჩამონათვალში მოხვდა

პირველად ისტორიაში, თსუ Times-ის მსოფლიო უნივერსიტეტების ჩამონათვალში მოხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა. უნივერსიტეტის ცნობით, თაიმსის რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებათაგანია, რომელსაც საქმიანობის თორმეტწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2016-2017 წელს თაიმსმა მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ...

Read More »