Home » Tag Archives: თბილისის მერია

Tag Archives: თბილისის მერია

კალაძე: შრომის უსაფრთხოების წესის ნებისმიერ დარღვევაზე პირველივე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

კალაძე: შრომის უსაფრთხოების წესის ნებისმიერ დარღვევაზე პირველივე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს პარლამენტში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართეს შეხვედრა. როგორც კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე პირველ ეტაპზე არის სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ კი, 3 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი, სანქციები გამკაცრდება და პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 ...

Read More »

მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს და შრომის ანაზღაურების მუხლს ზრდის

მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს და შრომის ანაზღაურების მუხლს ზრდის

დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს, ხოლო იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი. ოპოზიცია ამბობს, რომ საბიუჯეტი ცვლილებები მერიას იმის გამო დასჭირდა, რომ გასულ წელს 34 მილიონი ლარის ათვისება ვერ შეძლეს. მათივე თქმით, ბიუჯეტი არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს და მხოლოდ ჩინოვნიკების ინტერესებზეა მორგებული. ოპოზიციას არ ეთანხმება საკრებულოს უმრავლესობა, სადაც აცხადებენ, რომ ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის ინტერსებზეა მორგებული. მათივე განცხადებით, იმ 34 ...

Read More »

100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, ბიუჯეტის ცვლილების პროექტი უკვე მომზადებულია. “მოსახლეობას დავპირდით წინასაარჩევნოდ, რომ მოხდებოდა ავტობუსების ჩანაცვლება. 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც იცით, მერიის დამტკიცებულ ბიუჯეტში, არ იყო ავტობუსებისთვის თანხა ...

Read More »

კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება

ომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები მეტრო “ვარკეთილში” აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული. “სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოყვება მკაცრი რეაგირება. სამუშაოები ამ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო „ახმეტელზე“ და დღესვე დაიწყება ...

Read More »

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

აშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისში მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადა აშენდება. შესაბამისი ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 3 თებერვალს იწყება და 8 თებერვალს სრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან, 180 დღეში უნდა დასრულდეს. დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ...

Read More »

“ბაღებში პროდუქტებზე ხარისხის გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით”

"ბაღებში პროდუქტებზე ხარისხის გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით"

მერია და ბაღების მართვის სააგენტო ორიენტირებული არიან ბაღებისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე, ჩვენს მიერ მოხდება ყველა მცირე ხარვეზზე რეაგირება, არანაირ გადაცდომას და ხარვეზს არ შევეგუებით, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი პერიოდულად ახორციელებს ბაღებში საკვები პროდუქტების შემოწმებას. მისივე თქმით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გუშინ რამდენიმე ბაღში აღმოაჩინეს სხვა პროდუქტის ეტიკეტით ...

Read More »

თბილისის მერიის ყველა თანამშრომელს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს

თბილისის მერიაში დასაქმებულებს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდას მერიის ის თანამშრომლებიც ჩააბარებენ, რომლებსაც გამოცდა ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვთ. “მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული ...

Read More »

ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს

ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.  თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მოძრაობა უახლოეს მომავალში შეიქმნება. ელისაშვილის თქმით, მოძრაობა ამჟამად არსებული მოძრაობებისა თუ პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ის მაქსიმალურად ეცდება შეცვალოს არსებული პოლიტიკური სისტემა, რაც „ ქვეყანას ასუსტებს და ჭაობისკენ მიათრევს“. „დაგეგმილია უცხოეთში რამდენიმე ვიზიტი, ...

Read More »

თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს

თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს. ამის შესახებ ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჩივიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს დაფინანსებისთვის ბიუჯეტი, წელს, 25 მილიონი ლარით განისაზღვრა. “როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა ...

Read More »

“2018 წლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება იქნება”

"2018 წლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება იქნება"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მთავრობის 2018 წლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად განხორციელებული პროექტები იქნება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “2018 წლის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება. კერძოდ, მუნციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო, ...

Read More »