Home » Tag Archives: თანაინვესტირების ფონდი

Tag Archives: თანაინვესტირების ფონდი

ბაჩიაშვილი: სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის

ბაჩიაშვილი: ,,სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის"

,,სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მწირია თანამედროვე ექსპერტიზა და ამავდროულად, ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად ასუბსიდირებენ”, – აღნიშნული პასუხი გასცა თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა სირთულეები ახლავს თან სოფლის მეურნეობაში ფონდის მიერ დაწყებულ პროექტებს. ,,სირთულეები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბიზნესპროექტი ...

Read More »

ქართულ ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები გამოჩნდა

ქართულ ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები გამოჩნდა

ამის თაობაზე ადრე ქართული მედიაც მიუთითებდა, მათ შორის ვებ–გვერდი bfm.ge-ც. თუმცა, ამჯერად თემა გახმაურდა, რადგან ამის თაობაზე ვიდეო მიმართვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა და მის მიერ კონტროლირებადმა მედიამ, მათ შორის ,,რუსთავი2“–მა, ამბავი ფართოდ გააშუქა. ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს და ამჯერად მმართველი პარტიის სტრატეგია, რომელიც იმას ეფუძნება იმას, რომ ქართული საზოგადოების უმეტესობის თვალში მიხეილ სააკაშვილის ფიგურა დისკრედიტებულია, ამდენად არც ეს ნიუსი იქნება ...

Read More »

ზურაბ ალავიძის შემდეგ თანამდებობა გიორგი სეთურიძემაც დატოვა

ზურაბ ალავიძის შემდეგ თანამდებობა გიორგი სეთურიძემაც დატოვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახლად დანიშნულმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მიიღო. მათივე ცნობით, გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა. 1tv.ge

Read More »

„თანაინვესტირების ფონდის” შვილობილი ,,ჰაიდელბერგი” კონკურენტების ჩაძირვას და ბაზრის სრულ მონოპოლიზებას გეგმავს

„თანაინვესტირების ფონდის” შვილობილი ,,ჰაიდელბერგი” კონკურენტების ჩაძირვას და ბაზრის სრულ მონოპოლიზებას გეგმავს

,,ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია”, საქართველოში ყველაზე მსხვილი ცემენტის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის აქტივები მოიცავს 3 ცემენტის ინტეგრირებულ ქარხანას, 13 ბეტონის, 2 ინერტული მასალების აგრეგატის, 1 ცემენტის ტერმინალისა და 1 ცემენტის საფქვავ ქარხანას. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მფლობელი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი იყო, რომელმაც კომპანიის 50%-იანი წილი გაყიდა და იგი საქართველოს „თანაინვესტირების ფონდმა” და „ჰანიველ პარტნერსმა” ერთობლივად შეიძინეს – გარიგების სავარაუდო თანხად 115 მილიონი ევრო ...

Read More »

უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა

უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა. მამაცაშვილი ექს-პრემიერთან  ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. ბიზნესსა და პოლიტიკაში  მის გავლენებზე მედია ბევრს საუბრობს. კომპანიაში წილის 50%-ის დათმობაზე ოფიციალური ცვლილება უკვე გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილის ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გიორგი ბაჩიაშვილია.  ეს კომპანია 2013 წელს 24 მაისს დაფუძნდა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფონდის შექმნა დაანონსა. თავდაპირველად,  პარტნიორთა შორის ...

Read More »

ის რაც კეთდება თაბორის მთაზე ამისი ანალოგი არც ქვეყანას და არც ქალაქს არ გააჩნია

ის რაც კეთდება თაბორის მთაზე არის უპრეცედენტო, ამისი ანალოგი არც ქვეყანას, არც ქალაქს არ გააჩნია

 ის რაც კეთდება თაბორის მთაზე არის უპრეცედენტო. ამისი ანალოგი არც ქვეყანას, არც ქალაქს არ გააჩნია. ეს არის სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ექნება ქალაქს, – ასე პასუხობს „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ირაკლი ქარსელაძე ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის ბრალდებებს. ქარსელაძემ განმარტებები  TV მაესტროს ეთერში (ცეცხლის ხაზი)  გააკეთა. აღნიშნა, რომ კრიტიკოსების მხრიდან  უხამსი ტყუილების ტირაჟირება ხდება, რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია. მან აღნიშნა, რომ ...

Read More »

თანაინვესტირების ფონდის 8 მასშტაბური პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $680 მილიონი დოლარია

თანაინვესტირების ფონდის 8 მასშტაბური პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $680 მილიონი დოლარია

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი.  როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ტურიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების იდეა გაჩნდა სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის აღსანიშნავია ქვეყანაში მნიშვნელოვნად და სწრაფი ტემპით მზარდი ტურისტული ნაკადები და ამავე დროს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული პრობლემები. ,,ქვეყანა საჭიროებს ინვესტიციების კონცენტრაციის მიმართავს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებზე, სადაც მაღალია ...

Read More »

თანაინვესტირების ფონდმა საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასათბურე კომპლექსი წარადგინა

თანაინვესტირების ფონდმა საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასათბურე კომპლექსი წარადგინა

„პლანტა“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურია 2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა საზოგადოებას საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი „პლანტას“ სასათბურე კომპლექსი წარუდგინა. 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯარო და კერძო სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. გარდაბანში „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, ...

Read More »

რატომ გაყიდა თანაინვესტირების ფონდმა თიბისი ბანკის ჯგუფის 2 000 000 აქცია

რატომ გაყიდა თანაინვესტირების ფონდმა თიბისი ბანკის ჯგუფის 2 000 000 აქცია

 საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა Malone Finance Limited-მა თიბისი ბანკის ჯგუფის (LSE: TBCG) 2 მილიონამდე აქცია გაყიდა. ბანკის ცნობით, თითო აქციის ფასმა 12.40 ფუნტი, გარიგების ჯამურმა ღირებულებამ კი, 24,8 მლნ ფუნტი სტერლინგი ( GBP) შეადგინა. აქციების გაყიდვის შემდეგ, Malone -ს მაინც რჩება ბანკში წილი, რაც 1 136 596 აქციას შეადგენს. აქციების გასხვისება 7 ოქტომბერს მოხდა. გაყიდული აქციების პაკეტი ჯგუფის მთლიანი ემისიის ...

Read More »

“სასიხარულოა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი” “ტურიზმის განვითარების ფონდს” ქმნის”

"სასიხარულოა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი” “ტურიზმის განვითარების ფონდს” ქმნის"

ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და სასიხარულოა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი” “ტურიზმის განვითარების ფონდს” ქმნის, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა “ტურიზმის განვითარების ფონდის” პრეზენტაცია გამართა. “ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და სასიხარულოა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი”, რომელიც ...

Read More »