Home » Tag Archives: თამბაქო

Tag Archives: თამბაქო

მიხეილ დაუშვილი – ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაჭიანურებული პროცედურებია

„დიდი იმედი მაქვს, გამოინახება დროებითი საშუალება, რათა ბიზნესმა მარტივად გადალახოს კორონავირუსის დროებითი მოვლენა“ შრომითი კანონმდებლობა, აზარტული თამაშების რეკლამა, თამბაქოს კონტროლი და სხვა პრიორიტეტული საკითხები – რა პრობლემებით მიმართავენ ბიზნესომბუდსმენის აპარატს, თემაზე ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა. – სანამ უშუალოდ, კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე საუბარს დავიწყებდეთ, ბოლო პერიოდში ბიზნესს პრობლემას უქმნის კორონავირუსი და ამის თაობაზე ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, სადაც ...

Read More »

ნოემბერში ინლფაციის დონემ 7% შეადგინა

გასული წლის ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები საქართველოში შვიდი პროცენტით გაიზარდა. წლიური ინფლაციის დონე მაქსიმალურია 2017 წლის ივნისის შემდეგ. ამასთან, საქსტატის ცნობით, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ ნოემბერში 0.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ნოემბერში გასული ...

Read More »

სიგარეტის კვამლში გახვეული პოლიტიკა – ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისტორია

სიგარეტის კვამლში გახვეული პოლიტიკა – ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისტორია

ავტომობილების რეალიზაცია “ომეგა მოტორსი”, სიგარეტის ფაბრიკა “ოჯთ”, სტამბა “ომეგა თეგი” – ეს მისი ახლანდელი ბიზნესებია, შავბნელ 90–იანებში ასლან აბაშიძის, იგორ გიორგაძის, კახა თარგამაძის მფარველობით შექმნილი სიგარეტის ბიზნესი და მასთან დაკავშირებული არაერთი სისხლიანი გარჩევა კი წარსული საქმიანობა – ალბათ, მკითხველიც მიხვდებოდა, რომ საუბარია ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ქართველ მილიონერ ზაზა ოქუაშვილზე. მის სახელს არაერთი სკანდალური საქმე უკავშირდება, ოქუაშვილს დაპირისპირება მოუვიდა როგორც “ნაციონალური ...

Read More »

აკაკი ზოიძე – რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს

აკაკი ზოიძე - რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს

„რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცვლებელი გამოუჩნდება თამბაქოს?! ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კონტრაბანდასთან ბრძოლა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1“ განაცხადა „ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა მწეველ ქალთა რაოდენობა, მამაკაცების 60 % ეწევა. ამის ფონზე ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ და შევაჩეროთ ეპიდემია, თუ ფასის ფაქტორიც დაემატება, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ნარკოდამოკიდებულებაა იგივე ნიკოტინდამოკიდებულება, დამოკიდებულების კუთხით იგივე ეფექტი აქვს, ...

Read More »

რა შედეგებს მოიტანს თამბაქოზე ადვალური გადასახადის ზრდა

რა შედეგებს მოიტანს თამბაქოზე ადვალური გადასახადის ზრდა

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში თამბაქოს ფასი მუდმივად იზრდება. ფასების მუდმივ ზრდას რამდენიმე ფაქტი განაპირობებს. ერთ-ერთია სახელმწიფოს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ფასების ზრდით ცდილობს შეამციროს მწეველთა რაოდენობა. მართალია არაერთი ქვეყნის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფასების ზრდა მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე, დადებითა არ მოქმედებს და მეტიც, ამას ხშირად უარყოფითი შედეგებიც მოსდევს, თუმცა ჩვენს რეალობაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება პრაქტიკულად არ მომხდარა. არამხოლოდ ფასების ზრდის, არამედ ...

Read More »

შემსუბუქებული რეგულაციები – რა ცვლილებები შედის თამბაქოს კანონში

შემსუბუქებული რეგულაციები – რა ცვლილებები შედის თამბაქოს კანონში

 „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების პროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თუმცა დგინდება გარკვეული პირობები, კერძოდ კი, მოწევა შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომელთა რაოდენობა 3-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილებით, თამბაქოს მოწევის დაშვება შესაძლებელი გახდება თეატრალური ...

Read More »

აკაკი ზოიძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ბოდიში მოუხადა

აკაკი ზოიძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ბოდიში მოუხადა

სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას. „საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, – ...

Read More »

“მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი”

"მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი"

მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სულ ერთია ეს იქნება ქართული, თუ საერთაშორისო, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი. „მე ზოგადად სიგარეტის ბიზნესზე რა წამოდგენაც მაქვს, კარგად იცით. ვთვლი, რომ ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე”, – განაცხადა ზოიძემ. მისი თქმით, ტელეკომპანია “იბერიას” მიერ გავრცელებული ჩანაწერის ...

Read More »

საქართველოში სიგარეტის იმპორტი თითქმის გაორმაგდა

საქართველოში სიგარეტის იმპორტი თითქმის გაორმაგდა

საქართველოში სიგარეტის იმპორტი თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან ტოპ-10 უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის იყო და მისმა იმპორტმა 50.9 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 25.4 მლნ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მაისში თამბაქოს იმპორტის 25.5 მლნ დოლარი ...

Read More »

თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა

თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა

1-ელი მაისიდან 8 მაისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შესახებ სულ 46 შეტყობინება შევიდა. „1-ელი მაისიდან 8 მაისამდე საქართველოს მასშტაბით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის სულ 46 შეტყობინება შემოვიდა. კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა 12 ფიზიკური პირი და 13 იურიდიული პირი. საპატრულო პოლიციამ ...

Read More »