Home » Tag Archives: სოსო არჩვაძე

Tag Archives: სოსო არჩვაძე

“ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფირმებს”

"ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფირმებს"

“ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის საქართველოში მწარმოებელ მასალების ფირმებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ, “პალიტრანიუსთან” განაცხადა. “ეკონომიკის დაბალი ტემპი მშენებლობის ბრალი არ არის. მშენებლობის წილი ეკონომიკაში 9%-მდეა. მას, როგორც ასეთი, გავლენის მოხდენა ეკონომიკის ზრდაზე არ შეუძლია. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ მშენებლობა სწორედ ის დარგია, რომელსაც ბევრ დარგზე აქვს გასვლა, არის სხვა დარგებში დოვლათის მომხმარებელი და სწორედ ...

Read More »

უცხოური ინვესტიციების კლება – ინვესტორებისთვის ყვითელი სიგნალი?

უცხოური ინვესტიციების კლება - ინვესტორებისთვის ყვითელი სიგნალი?

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის Iკვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარმონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. საქსტატში აცხადებენ, რომ შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას სექტორულ ჭრილში თუ შევხედავთნათელია, რომ ...

Read More »

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ...

Read More »

ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს

ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს

ტაქსაობა საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს. დღეს ძიძების ხელფასი, დატვირთვის მიხედვით, 300-400 ლარიდან იწყება და 1 000 ლარსაც აჭარბებს. მთავრობა არც ამ ბიზნესს არეგულირებს, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს საქართველოში ამ საქმიანობით. ტაქსის მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი – ...

Read More »

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა

ფასების დონით თბილისი რეგიონში აშკარად ყველაზე ძვირი ქალაქია.  პროდუქტის სიძვირით თუ მომსახურების ტარიფებით, მათ შორის კომუნალური გადასახადების სიდიდითა და უძრავი ქონების ღირებულებით, ჩვენი დედაქალაქი პირველობას არ თმობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, სხვა ქვეყნების დედაქალაქებს თუ შევადარებთ, თბილისი უდავოდ ლიდერია, იშვიათი გამონაკლისის გარდა. საწვავის ფასით რეგიონში მხოლოდ სომხეთი გვისწრებს, ისიც – უმნიშვნელოდ, მაგრამ იქ გაცილებით ნაკლები ღირს თამბაქო, რაც ჩვენთან ყველაზე ძვირია. საქართველო ...

Read More »

საქართველოში სიღარიბე რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა

საქართველოში სიღარიბე რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა

“ასეთი ტემპით დაგვჭირდება 50-60 წელი, რომ წელში გავიმართოთ” ქვეყანაში განკარგვადი შემოსავალი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი იმდენად ჭარბობს, რომ მისი ზრდა მოსახლეობისთვის შეუმჩნეველი რჩება. განკარგვადი შემოსავლის დაბალ მაჩვენებელს მხოლოდ ლარის კურსი არ განსაზღვრავს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალზეა დამოკიდებული. წინა წლების მსგავსად, ეს ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდა, რადგან ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოხმარებაც შეამცირა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მომავალ წელს ...

Read More »

ბოლო 3 წელიწადში საშუალო ფენა განახევრდა

ბოლო 3 წელიწადში საშუალო ფენა განახევრდა

ურთულესი ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა განახევრდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის მატარებლებად ითვლებიან. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარს არ აღემატება. საშუალო ფენა თანდათან გაღარიბდა, ხოლო ღარიბები გაღატაკდნენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან. სოციოლოგების განმარტებით, საშუალო ფენის ...

Read More »

“საქართველოში საპენსიო რეფორმას ამძიმებს ის გარემოება, რომ ჩვენ არ გვაქვს სოციალური გადასახადი”

"საქართველოში საპენსიო რეფორმას ამძიმებს ის გარემოება, რომ ჩვენ არ გვაქვს სოციალური გადასახადი"

კერძო საპენსიო სისტემა საქართველოში მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე კი მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი კონსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. რატომ ჭიანურდება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა და რა წინაპირობებია საჭირო რეფორმის გასატარებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა “ბიზნესკოდში’’ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა. – რეალურად ძალიან ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც დაკავშირებულია ამ რეფორმასთან, თუმცა თქვენი შეფასებით, რამდენად არის მზად ჩვენი ეკონომიკა იმისათვის, ...

Read More »

უმუშევრობის კომპენსაცია – რა სახის დახმარებას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

უმუშევრობის კომპენსაცია - რა სახის დახმარებას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

საქართველოში შესაძლოა უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდეს. ხელისუფლებას პროფკავშირებმა მიმართა ინიციატივით, რომ დაუსაქმებელ პირებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, პენსიის ან საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა გადაუხადონ. უფრო ზუსტად კი კომპენსაცია უნდა შეეხოს ადამიანს, რომელიც სამსახურიდან კომპანიის დახურვის, გაკოტრების, რეორგანიზაციის ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო გათავისუფლდა, მაგრამ დასაქმების სურვილი აქვს. “უსამართლოა,  როდესაც, ადამიანი წლების განმავლობაში იხდის საშემოსავლო გადასახადს და ერთ დღესაც ის რჩება ყოველგვარი ...

Read More »

რას ცვლის ახალი კანონი ონლაინ სესხების დავალიანების მქონე მოქალაქეებისათვის

რას ცვლის ახალი კანონი ონლაინ სესხების დავალიანების მქონე მოქალაქეებისათვის

ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ონლაინ სესხების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროექტთან დაკავშირებით მცირე შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი მაინც მოაწერა. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ მაია მელიქიძის განცხადებით, ...

Read More »