Home » Tag Archives: შოთა გულბანი

Tag Archives: შოთა გულბანი

შოთა გულბანი: მონეტარული პოლიტიკის დაუსრულებელ გამკაცრებას ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები ექნება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, სანამ ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება. მისი თქმით რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება. „არამგონია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს. ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი გაქვს დაბალი. ...

Read More »

ანაკლია, როგორც საჯილდაო ქვა – პორტის ბედი კვლავ გაურკვეველია

2014 წლის 5 აგვისტოდან დღემდე, მას შემდეგ რაც მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ერთი მხრივ ხდება პროექტის „გაფეტიშება“,  ძირითადად მეინსტრიმ მედიის მხრიდან, რომელიც როგორც წესი ანაკლიის პორტის პროექტსაც ისე აფასებს და აშუქებს, რომ სიღრმისეულ ანალიზს არ ან ვერ აკეთებს, ხოლო მეორე მხრივ თავად კონსორციუმის მხრიდან ხორციელდება საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს მის განხორციელებას ხელოვნურად ...

Read More »

„გვარწმუნებენ, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, საფონდო ბირჟა კი მე-3 წელია ზარალზეა“

„გვარწმუნებენ, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, საფონდო ბირჟა კი მე-3 წელია ზარალზეა“

„გვარწმუნებენ, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, საფონდო ბირჟა კი მე-3 წელია ზარალზეა“ ივლისის თვეში აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 60 მილიონის ლარში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა, მანამდე კი „თი ბი სი ბანკმაც“ განახორციელა ობლიგაციების ემისია, ჯამში 425 მილიონი დოლარის ღირებულების. ორივე ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდები A კატეგორიის ლისტინგში განთავსდა. პირველ შემთხვევაში განთავსების აგენტი იყო საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „გალთ ენდ ტაგარტი“ ხოლო ...

Read More »

რატომ ტოვებენ კომპანიები საფონდო ბირჟას და რა პროცესები მიმდინარეობს კაპიტალის ბაზარზე?

რატომ ტოვებენ კომპანიები საფონდო ბირჟას და რა პროცესები მიმდინარეობს კაპიტალის ბაზარზე?

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარკვეული პროცესების გააქტიურება შეინიშნება. ერთი მხრივ, ბირჟაზე წარმოდგენილმა ქართულმა კომპანიებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა მათთვის გამოუსადეგარია და მხოლოდ სავალდებულო აუდიტის ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბირჟა დატოვეს, ხოლო მეორე მხრივ ცალკეული წარმატებული ქართული კომპანიები კორპორაციული ობლიგაციების ემისიის ნაწილში გააქტიურდნენ. მართალია ასეთი კომპანიების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია, თუმცა გარკვეული პროგრესი კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტში შეინიშნება. ცხადია ამგვარი მიდგომა ...

Read More »

2018 წლის ეკონომიკური პანორამა

2018 წლის ეკონომიკური პანორამა

2018 წლის ეკონომიკური პანორამა 2018 წელს საქართველოს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები უცვლელია. სიღარიბე, მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის დიდი რაოდენობა, ფასების ზრდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი მაჩვენებელი და კიდევ სხვა თანმდევი პრობლემები, მმართველი ძალისთვის ჯერჯერობით მოუგვარებელ პრობლემებად ნარჩუნდება. მთავრობა როგორც წესი ამ პრობლემებთან საბრძოლველად  ცდილობს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, ფასების დასტაბილურებას, მიზნობრივი ...

Read More »

ქართული კრიპტოვალუტა მსოფლიო ბირჟაზე და ხელისუფლების „პროგრამა მინიმუმი“

ქართული კრიპტოვალუტა მსოფლიო ბირჟაზე და ხელისუფლების „პროგრამა მინიმუმი“

რით დააინტერესებს AISI COIN-ის საინვესტიციო პლატფორმა ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს? „აისი კოინის“ საინვესტიციო პლატფორმა კომერციული ბანკების გვერდის ავლით კაპიტალის მოძიების ალტერნატიული შესაძლებლობაა, არა მარტო ქართველი, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული ბიზნესმენისთვის მსოფლიოში“- ასე შეაფასა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა ქართული კრიპტოვალუტის ბირჟაზე გატანის საკითხი. მისივე განმარტებით, ინვესტიციები, რომელიც „აისი კოინის“ სიანვესტიციო პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება, ლარში მოთხოვნას დააგენერირებს, ...

Read More »

„მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ფულის მასის ზრდამ განაპირობა“

„მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ფულის მასის ზრდამ განაპირობა“

აგვისტოს თვეში ლარის კურსის მოკლევადიანი რყევების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტს შოთა გულბანს ვთხოვეთ: „როდესაც ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებზეა საუბარი, არ შეიძლება ის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას დავუკავშიროთ, ცხადია ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსისთვის, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, და არა რამდენიმე დღიანი პერიოდისთვის. თუ იმ გარემოებასაც გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში შემომავალი უცხოური ვალუტის ნაკადები ...

Read More »

აფბას ბიზნესსაბჭომ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

აფბას ბიზნესსაბჭომ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ახალი პლატფორმის – ბიზნესსაბჭოს ფორმატში, რედისონში გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. აფბას ბიზნესსაბჭოს წევრები არიან საქართველოში მოქმედი როგორც მსხვილი, ისე საშუალო მცირე ბიზნესის, ასევე პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები. შეხვედრას, ბიზნესსაბჭოს წევრებთან ერთად, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და ბანკების ასოციაციის ...

Read More »

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა ...

Read More »

როგორია სტაბილურად მზარდი საბანკო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში  

საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების კოლაფსის შემდეგ, ქართულ ფინანსურ ბაზარზე საბანკო სექტორი ერთადერთია, რომელმაც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სათანადოდ შეძლო განვითარება და დროთა განმავლობაში საკუთარი საბაზრო პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, მაშინ როცა მაგალითად 1995 წელს 102 ბანკი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რამაც საბანკო სერვისების ხარისხზე და სისწრაფეზე იქონია დადებითი გავლენა, ასევე საკანონმდებლო ...

Read More »