Home » Tag Archives: სესხი

Tag Archives: სესხი

თანხის ოდენობა, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდის მსესხებელი შემოსავლის მიხედვით

თანხის ოდენობა, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდის მსესხებელი შემოსავლის მიხედვით

2018 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გაცემას დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის. 6 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება: თვეში 1000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე; თვეში 1000 ...

Read More »

სესხზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტამდე მცირდება – რა იცვლება მსესხებლებისთვის პირველი სექტემბრიდან

სესხზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტამდე მცირდება - რა იცვლება მსესხებლებისთვის პირველი სექტემბრიდან

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საფინანსო ბაზარზე რამდენიმე სიახლე ამოქმედდება, რომელიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს. ცვლილება #1 – სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება. მაგალითად, თუ 12-თვიანი სესხის მოცულობა 1000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი, 99.5 ლარი იქნება. მთლიანობაში, მომხმარებელს 1380 ლარის ...

Read More »

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან – ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 100%-დან 50%-მდე მცირ­დე­ბა. იც­ვლე­ბა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ სეს­ხებ­ზე ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვე­ბის ოდე­ნო­ბაც. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მსეს­ხებ­ლის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა, დღე­ზე სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ძი­რი­თა­დი თან­ხის 0.27%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია და რა იც­ვლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სექ­ტემ­ბრი­დან – ...

Read More »

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მცირდება – ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ოდენობა იცვლება

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მცირდება - ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ოდენობა იცვლება

1-ელი სექტემბრიდან სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს“. „იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ...

Read More »

სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

იმ მომხმარებლებს, რომლებიც კომერციულ ბანკებთან სასესხო ხელშეკრულების დარღვევის გამო „კრედიტ-ინფოს“ შავ სიაში მოხვდნენ და კრედიტებზე წვდომა შეეზღუდათ 1 სექტემბრიდან „ნეგატიური სტატუსი“ გაუუქმდებათ. როგორ აფასებენ კომერციული ბანკები საკანონმდებლო ცვლილებას და შეარბილებენ თუ არა „შავ სიაში“ მყოფი მოვალეებისთვის დაკრედიტების პოლიტიკას? ამ საკითხზე „კომერსანტმა“ კითხვით კომერციულ ბანკებს მიმართა. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის ინფორმაციით, საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო არ უქმდება. ის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ...

Read More »

საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 383.7 მილიონი ლარია

საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 383.7 მილიონი ლარია

ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 26 მილიონი ლარით შემცირდა და 383 მილიონ 700 ათას ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6% იყო, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების 48% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3% პუნქტით შემცირდა და 54.5%-ს გაუტოლდა.

Read More »

„საცალო დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის ზრდა ამცირებს მშპ-ის ზრდას, რაც კიდევ უფრო ზრდის ჭარბვალიანობის რისკს“

„საცალო დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის  ზრდა ამცირებს მშპ-ის ზრდას, რაც კიდევ უფრო ზრდის ჭარბვალიანობის რისკს“

გიორგი ცუცქირიძე: „საცალო დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის  ზრდა ამცირებს მშპ-ის ზრდას, რაც კიდევ უფრო ზრდის ჭარბვალიანობის რისკს“ ჭარბვალიანობის პრობლემებზე, საბანო მომსახურების ბაზრის მაღალ კონცენტრაციაზე, ზოგადად საბანკო კონკურენციაზე, ბიზნესდაკრედიტების პრობლემებზე და ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზზე, გთავაზობთ ბანკები და ფინანსების ვრცელ ინტერვიუს   წამყვან საბანკო ექსპრეტთან პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. -ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ორ წამყვან ბანკს ფაქტიურად ბაზრის მონოპოლიზებაში და ჭარბვალიანობის დადგომაში დასდო ...

Read More »

ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა პირებს აღარ ჰქონდეთ

ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა პირებს აღარ ჰქონდეთ

ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა პირებს აღარ ჰქონდეთ. ამის შესახებ, სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული. კერძოდ, პროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსში იპოთეკის მუხლს რამდენიმე პუნქტი ემატება. მათ შორის, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ...

Read More »

ფიზიკურ პირებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, ვალდებულება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში

ფიზიკურ პირებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, ვალდებულება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში

თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ადამიანი ან პირთა ჯგუფი ახორციელებს თანხის გასესხებას და არ აქვს რეგისტრაცია, ამასთან დაკავშირებით სათანადო უწყებებს ინფორმაცია მიეწოდება და მათი მოვალეობა იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, ვალდებულება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში. “2017 წლის დეკემბერში ...

Read More »

ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს

ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს

ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება. კერძოდ, მსესხებელს ყოველთვიური შენატანის ვადაგაცილების შემთხვევაში, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაერიცხოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა. ბახტაძემ ვადაგადაცილებაზე ჯარიმების/სანქციების ლიმიტის პრინციპი განმარტა: “რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად ...

Read More »