Home » Tag Archives: საზოგადოება და ბანკები

Tag Archives: საზოგადოება და ბანკები

მოსახლეობა ყოველ წელს ნახევარი მილიარდი ლარის ქონებას კარგავს

მოსახლეობა ყოველ წელს ნახევარი მილიარდი ლარის ქონებას კარგავს

სხვადასხვა საფინანსო კომპანიისა და კერძო პირების მიერ დასაკუთრებული ქონება ყოველ წელს ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. მხოლოდ კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი, ბოლო მონაცემის მიხედვით, 210 მლნ ლარს გაუტოლდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, მიკროსაფინანსოები და მევახშეები, ჯამში, გაცილებით მეტი ქონების რეალიზებას ახდენენ, ბოლო წლებში მინიმუმ 2/3-ს ისინი ისაკუთრებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ჯგუფის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა ...

Read More »

მაქინაცია თუ ფულის შოვნის იოლი გზა – საიტები, რომელიც მოქალაქეებს მცირე თანხის სანაცვლოდ მაღალ მოგებას სთავაზობს

მაქინაცია თუ ფულის შოვნის იოლი გზა - საიტები, რომელიც მოქალაქეებს მცირე თანხის სანაცვლოდ მაღალ მოგებას სთავაზობს

საქართველოში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ისეთი საიტები, რომლებიც მოქალაქებს მცირე თანხის სანაცვლოდ დიდ მოგებას სთავაზობს. ასეთი საიტები ჰაიპის სახელით არის ცნობილი. ჰაიპი ერთგვარი ფინანსური მაქინაციაა, რომელიც ადამიანებს მცირე თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მაღალი პროცენტით მოგებას სთავაზობს. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ფულს აბანდებენ და მოგების მიღებას ცდილობენ ზუსტად ჰაიპებზე, რომლებიც მხოლოდ გარკვეული პერიოდით იქმნება და მცირე დროში უქმდება. შედეგად კი ზარალდებიან ...

Read More »

“ხელოვნურმა დედოლარიზაციამ, შესაძლოა, სესხების საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს”

"ხელოვნურმა დედოლარიზაციამ, შესაძლოა, სესხების საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს"

“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ხელოვნურმა დედოლარიზაციამ შესაძლოა სესხების საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს. მისივე თქმით, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას საბანკო სექტორს და ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდეს. როგორც კეპულაძემ განაცხადა, მსოფლიოს ისტორიაში არა ერთი მაგალითია, როცა ამ პროცესში ხელოვნურმა ჩარევამ ქვეყნებს კარგი არაფერი მოუტანა. “დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნურად ჩარევამ, შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება გაიზარდოს სესხების ...

Read More »

საქართველოში პირამიდული ბიზნესი მეთოდურად ბრუნდება

საქართველოში პირამიდული ბიზნესი მეთოდურად ბრუნდება

კომერციული ბანკების შემდეგ, მოსახლეობას ანაბრების შეტანა ახლად შექმნილ შპს-ებშიც შეუძლიათ, განსხვავება მათ შორის მაღალი საპროცენტო განაკვეთია. თუ ბანკების მიერ დეპოზიტებზე დაწესებული საპროცენტო სარგებელი 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ეს შპს-ები მომხმარებელს 13-დან 33%-მდე სარგებელს სთავაზობენ. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ასეთი შპს-ების არსებობა თაღლითური პირამიდული სქემის ნაწილია და მათი ნდობა არ შეიძლება. ორგანიზაცია ...

Read More »

„ლამაზად შეფუთული ლომბარდები“ – საბანკო სექტორს კადრების გადამზადებისკენ მოუწოდებენ

„ლამაზად შეფუთული ლომბარდები“ – საბანკო სექტორს კადრების გადამზადებისკენ მოუწოდებენ

ეკონომიკის ერთერთ ყველაზე მზარდ და მომგებიან სექტორში არაპროფესიონალი კადრების პრობლემაა – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ექსპერტთა და ბიზნესმენთა ნაწილი საუბრობს და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადების აუცილებლობაზე მიუთითებს. „საზოგადოება და ბანკების” ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი ამბობს, რომ დღეს ბანკებში არის გარკვეული ბიუროკრატია და სესხის აღებისთვის მომხმარებელს 3 დღე მაინც ჭირდება. ადეიშვილი ამბობს, რომ ხარვეზები არსებობს ბანკების თანამშრომლების მხრიდან, რადგან ისინი ვერ ...

Read More »

შარშან ვალების გამო ქონება ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს!

შარშან ვალების გამო ქონება ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს!

გადაუხდელი სესხის გამო, 5 წელიწადში, 10 ათასამდე ოჯახს ქონება გაუყიდეს. მალე, უსახლკაროთა არმიას, შეიძლება კიდევ რამდენიმე ათასი მიემატოს. მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი ადამიანების რიცხვი ყოველთვე იზრდება. ქონებაჩამორთმეული ოჯახების ნახევარზე მეტი მევახშეებმა იმსხვერპლეს, ქონების მეოთხედი კი კომერციულმა ბანკებმა დაისაკუთრეს. “ბანკები და ფინანსები” არაერთხელ წერდა, რომ საქართველოში მსესხებელთა უფლებებს არავინ იცავს, მაშინ როდესაც გამსესხებლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ცალმხრივი ხელშეკრულებებით, გამსესხებელს აქვს უფლება მევალეს ...

Read More »

იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონების 51% კერძო მევახშეებმა მიისაკუთრეს

იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონების 51% კერძო მევახშეებმა მიისაკუთრეს

იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონების მაჩვენებელი იზრდება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წელს 1410 უძრავი ქონების რეალიზაცია განახორციელა. არასამთავორობო ორგანიზაციის მონაცემებით, იპოთეკით დაგირავებული უძრავის ქონების, კრედიტორების მიერ  მისაკუთრების შემთხვევების 51% კერძო მევახშეებზე მოდის. 2015 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონება 1410-დან 720 შემთხვევაში კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ (51.1%); კომერციულ ბანკებზე – ...

Read More »

ეროვნული ბანკი ინფლაციას რეფინანსირების სესხების გაძვირებით ებრძვის

რეფინანსირების განაკვეთი 8% გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისევ გაამკაცრა. ინფლაციის გაჩერება კი ვეღარ ხერხდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბერში 6,3-იანი ინფლაცია დააფიქსირა, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს 1,3%-ით აჭარბებს. ამიტომაც, ეკონომისტების ნაწილი ეროვნული ბანკის გააქტიურებას დაგვიანებულად აფასებს და აღნიშნავენ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად მის ხელთ არსებული ბერკეტები უფრო ადრე უნდა გამოეყენებინა. ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს რომ გაზრდიდა ამაში ...

Read More »

ეროვნული ბანკის უშედეგო პოლიტიკა გრძელდება

ეროვნული ბანკის უშედეგო პოლიტიკა გრძელდება

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნულ ვალუტაში – ლარში – საბანკო სესხების შემცირება და ლარის თვითღირებულების გაზრდა, რაც, ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას კი შეაფერხებს, მაგრამ ფასების ზრდის შეკავების უპირობო მექანიზმი იქნება. მაგრამ, თეორია ყოველთვის და ყველგან ერთნაირად ...

Read More »

ონლაინსესხების კომპანიების წინააღმდეგ შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შევიდეს

ონლაინსესხების კომპანიების წინააღმდეგ შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შევიდეს

მომხმარებლები ონლაინსესხების კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესებას ითხოვენ და ეროვნულ ბანკს მიმართავენ, გაუქმდეს „კაბალური პირობების მქონე ონლაინმიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში“. „არა ონლაინსესხებს“– ამ სათაურით ონლაინმანიფესტი უკვე შემუშავებულია და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. ამ დროისთვის მანიფეტს 3500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ინიციატივის ავტორი ერთ-ერთი მომხმარებელი ბექა მჭედლიშვილია. ის ონლაინსესხების კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს და მოითხოვს, რომ მსგავს კომპანიებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ სესხის პროცენტთან და ...

Read More »