Home » Tag Archives: საქსტატი

Tag Archives: საქსტატი

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის მე-3 კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და ...

Read More »

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

ეკონომიკური აქტივობის მხრივ თბილისი კვლავაც უალტერნატივო ლიდერია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 73.2% დედაქალაქზე მოდის. მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, რიგით მეორე, ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა – რეგიონზე ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 7,4% მოდის; 5,2%-ით მესამე პოზიციაზე ქვემო ქართლია; ბრუნვის 4.5% იმერეთზე მოდის, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე – 2,8%. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებას, აქ ...

Read More »

ნოემბერში წლიური ინფლაცია 1,9%-ზეა და 2 წლიან მინიმუმზეა

ნოემბერში წლიური ინფლაცია 1,9%-ზეა და 2 წლიან მინიმუმზეა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციამ 0.7 პროცერტი შეადგინა, წლიური ინფლაცია კი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ მინიმალურ დონეზეა და 1.9 პროცენტს შეადგენს. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. ფასების ზრდამ ამ ქვეჯგუფში 5.7 პროცენტი შეადგინა. 3.3 პროცენტით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი; 1,8 პროცენტით – ხორცი და ხორცის პროდუქტები. ამასთან, ფასები 8.3 პროცენტით შემცირდა ხილსა ...

Read More »

წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა

წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ...

Read More »

საქართველოში სურსათი გაძვირდა

საქართველოში სურსათი გაძვირდა

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი). ამასთან, ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე. აგვისტოში ფასები ...

Read More »

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. „ტრადიციულად ასეა, თუ ისტორიულ ჭრილს გადავხედავთ, დაახლოებით, 13,7%-ის ფარგლებშია უმუშევრობის დონე კაცებში, მაშინ როდესაც ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი 10,4%-ის ფარგლებშია”,- აღნიშნა მან. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული ...

Read More »

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია

რომელ სექტორში და რამდენით გაიზარდა საშუალო თვიური ხელფასი პირველ კვარტალში 2018 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1059 ლარია. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა – 2305 ლარი. მეორე ადგილზე პრეფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობაა – 1743 ლარით, მესამეზე ინფორმაციის და კომუნიკაციის ...

Read More »

განათლების სისტემის ხარვეზები უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

განათლების სისტემის ხარვეზები უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

არ არსებობს ქვეყანაში სტრუქტურა, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენი დიპლომიანი ადამიანია დღეს ქვეყანაში, სამაგიეროდ  სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვეუბნება, რომ  2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა საქართველოში 0.1%-ით გაიზარდა და 14%-ს შეადგენს. ანუ საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს დასაქმებულთა რიცხვი 1,706 მილიონ ადამიანს შეადგენდა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 1,666 მილიონამდე შემცირდა. აქედან 880 000 თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. ...

Read More »

საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

პირველი კვარტლის TOP3 ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციებმა 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 416,4 მილიონი აშშ დოლარი იყო. “საქსტატში” ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, კერძოდ, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლას, ასევე – არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის ...

Read More »

2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 32.9 %-ით შემცირდა

2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 32.9 %-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების ...

Read More »