Home » Tag Archives: საქართველო

Tag Archives: საქართველო

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება. აღნიშნული ერთ-ერთი პირობაა, რომელსაც თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერით ითხოვს. გარდა ამ მოთხოვნისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული. ამასთან, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე ...

Read More »

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გამოწვევები

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გამოწვევები

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა, ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა… 1990-იანი წლების უშუქობას მალევე გადავეჩვიეთ და გადაგვავიწყდა კიდეც. დენი „გრაფიკით“ მრავალი წელია, აღარ მოგვეწოდება და მეტიც, საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე გააქვს. ამ პირობებში ჩვენ, რიგით მომხმარებლებს, აზრადაც არ მოგვდის, რომ რეალურად საქართველოს ენერგოსისტემა მწვავე დეფიციტს ...

Read More »

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იზორიამ საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეეყანამ ბოლო პერიოდში „საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერება და ნატო–ს სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოება შეძლო“ „თავდაცვის ბიუჯეტი წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%–ს. რაც ყველაზე მთავარია, ბიუჯეტის 20 % მიმართულია აღჭურვილობაზე. ეს არის ნატოს ერთ–ერთი ...

Read More »

“ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი”

"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"

სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს, ექსპერტთა ნაწილის აზრით, ბოლო ხანს გამართულმა ქუჩის აქციებმა ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაში დაარწმუნა, ერთ-ერთი ვერსიით კი, კვირიკაშვილი შიდაპარტიულ დაპირისპირებას შეეწირა. მაინც რა გახდა სამთავრობო ცვლილების მთავარი მიზეზი? – გაზეთ კვირის პალიტრას” ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – ვფიქრობ, რომ ეს განაპირობა ფაქტორთა ერთობლიობამ. ოფიციალურადაც დასახელდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ეკონომიკური განვითარების ...

Read More »

ენის შემსწავლელი კურსები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება

კურორტ გოდერძიზე უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით დაწყებული ინგლისური ენის კურსები დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტზე და მის მიმდებარედ სოფელ დანისპარაულში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადა. ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ. „კურორტ გოდერძის ტურისტული მიმართულება  დიდი პოპულარობით სარგებლობს ...

Read More »

შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა

შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა

შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბაზრის დიქტატურა და ფუნდამენტალიზმი ისევ დღის წესრიგში რჩება. “რეალურად, საქართველოს კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების კონვენციებთან, სადაც ზუსტად არის გაწერილი რა არის საჭირო იმისთვის, რომ შრომა იყოს უსაფრთხო. ამ მიმართულებით საქართველოში არაფერი შეცვლილა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ნება. ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს  მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება. მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში,  ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს ...

Read More »

უკრაინა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარებას იწყებს

უკრაინა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარებას იწყებს

საქართველოს უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იაკივ სმოლი ეწვია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ოფიციალურ სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკი მასპინძლობს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების გაცნობა და განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებაა. კობა გვენეტაძისა და იაკივ სმოლის შევედრაზე ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რეგიონის ...

Read More »

საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

პირველი კვარტლის TOP3 ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციებმა 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 416,4 მილიონი აშშ დოლარი იყო. “საქსტატში” ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, კერძოდ, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლას, ასევე – არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის ...

Read More »

პირველი 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა

პირველი 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა

პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოში განხოცილებული ინვესტიციებით იპირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 29.6 პროცენტით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 18.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ჩინეთი – 14.9 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის I კვარტალში 78.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 110.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ...

Read More »