Home » Tag Archives: რომის პაპი

Tag Archives: რომის პაპი

რომის პაპი – აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს

რომის პაპი - აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს

აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება მოხდა. „ორსულობის შეწყვეტა ეს ადამიანის განადგურებაა. ეს იმას ჰგავს, როდესაც ვინმეს მოსაშორებლად მკვლელს ქირაობენ“, – განაცხადა პონტიფიკოსმა. პაპმა აბორტის გარდა არსებულ პრობლემებად ომები, ექსპლუატაცია და „მფლანგველობის კულტურა“ დაასახელა.

Read More »

რომის პაპი: მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება

რომის პაპი: მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება

რომის პაპმა ეგვიპტის ქალაქ ტანტას კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქება დაგმო და განაცხადა, რომ მსოფლიო ომებისა და ტერორიზმისგან დაიტანჯება. აფეთქების შესახებ შეტყობინება ვატიკანმა მაშინ მიიღო, როდესაც პაპი ფრანცისკე ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას აღავლენდა. „ვლოცულობ დაღუპულთა და დაშავებულებისთვის. დაე, უფალმა გარდაქმნას იმ ადამიანების გულები, ვინც შიშს, ძალადობასა და სიკვდილს თესავს. იმ ადამიანების გულებიც გარდაქმნას, ვინც აწარმოებს და ავრცელებს იარაღს“, – განაცხადა პაპმა. ...

Read More »

რომის პაპი: არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე

რომის პაპი: არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე

რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო, რომელიც რომში იმყოფებოდა. დელეგაციამ რომის პაპს საქართველოში სამოციქულო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, – იუწყება Vatican Radio. პაპმა ფრანცისკმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათმა ვიზიტმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბევრი მოგონებები გაახსენა. „არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ...

Read More »