Home » Tag Archives: რეჯეფ თაიფ ერდოღანი

Tag Archives: რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი – მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ

ერდოღანი - მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ

„მიუღებელია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ანკარას ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალონ,“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა თურქეთი ბირთვული იარაღის შექმნას. „ზოგიერთ ქვეყანას აქვს ბირთვული ქობინები, არა ერთი და ორი. თუმცა, ჩვენ თურმე არ შეგვიძლია მათი ქონა. ეს მიუღებელია. ჩვენ ისრაელი გვყავს ახლოს, თითქმის მეზობლები ვართ. ისინი სხვა ქვეყნებს აშინებენ ბირთვული იარაღით. ...

Read More »

ერდოღანი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა

ერდოღანი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ ერდოღანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. თურქეთის ლიდერის თქმით, მზად არის ხელი მოაწეროს კანონს, თუ პარლამენტი მის მიღებას მხარს დაუჭერს. „თქვენ იცით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, მაგრამ პარლამენტი კანონს თუ დაამტკიცებს, მე ხელს მოვაწერ, რადგან ყველამ კარგად ვიცით მკვლელების პოზიცია. ასევე ვიცით, რომ მკვლელები სათანადოდ უნდა დაისაჯონ და ...

Read More »

ერდოღანმა რუსეთთან „თურქული ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა

ერდოღანმა რუსეთთან „თურქული ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ფედერაციასთან „თურქული ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა, – იუწყება თურქული სააგენტო Anadolu. „თურქეთის ნაკადის“ პროექტი ითვალისწინებს ორი მილსადენის აშენებას 13.5 მილიარდი კუბამეტრი გაზის გამტარიანობით. ერთი მილი აშენდება თურქეთამდე, ხოლო მეორე მილის დანიშნულებაა ევროპის მოთხოვნების დაკმაყოფილება. თურქეთ-რუსეთის სამთავრობათაშორის შეთანხმებას „თურქული ნაკადის“ გაზსადენის პროექტის შესახებ ხელი 10 ოქტომბერს სტამბოლში მოეწერა.

Read More »