Home » Tag Archives: რეაბილიტაცია

Tag Archives: რეაბილიტაცია

კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციების სამუშაოები დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი. პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და ...

Read More »

რეაბილიტაციის გამო ვახუშტის ხიდი 5 თვით ჩაიკეტება

რეაბილიტაციის გამო ვახუშტის ხიდი 5 თვით ჩაიკეტება

თბილისის მერია წერეთლის გამზირისა და სააკაძის მოედანის დამაკავშირებელი ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. “ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის, თვალამრიდების და ასევე გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელის, სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების ...

Read More »

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევების მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდა. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას განაგრძობს. 2015 წელს ყველა ხიდთან მიმართებაში კვლევები ჩატარდა. ჩვენ გვაქვს უკვე ...

Read More »

რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო

რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. მათივე ინფორმაციით, პროექტი სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 2 004 780 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაურის ...

Read More »

“500 მილიონი და 4 წელი თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას არ ეყოფა”

"500 მილიონი და 4 წელი თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას არ ეყოფა"

500 მილიონი და ოთხი წელი თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას არ ეყოფა, – ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძემ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რის გამოც დიდ ფინანსებს მოითხოვს, თუმცა, ...

Read More »

თემურ ჭყონია ქობულეთში გულსისხლძარღვთა დაავადებების სარეაბილიტაციო ცენტრს აფუძნებს

თემურ ჭყონია ქობულეთში გულსისხლძარღვთა დაავადებების სარეაბილიტაციო ცენტრს აფუძნებს

ქობულეთში გულსისხლძარღვთა დაავადებების სარეაბილიტაციო ცენტრი დაფუძნდება. სარეაბილიტაციო ცენტრის  შესახებ სპეციალისტებმა ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ კონფერენციაზე იმსჯელეს და მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და გასატარებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე ისაუბრეს. პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. სწორედ მის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „ჯორჯია პალასში” დაფუძნდება გულსისხლძარღვთა დაავადებების სარეაბილიტაციო ცენტრი. ჭყონიას განცხადებით, ის რეკომენდაციებს გადის დარგის სპეციალისტებთან და ამ რეკომენდაციებზეა დამოკიდებული ამ მიმართულებით მოზიდული ინვესტიციების ხარისხი და რაოდენობაც. ...

Read More »

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზემასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა – მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და  წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი  ქსელი ჩალაგდა. ასევე, წყალსადნის 160 მმ-იანი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდადა 2 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. კომპანია ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, გადაერთებისსამუშაოებს, დღეს, ღამის 00:00 საათიდან განახორციელებს. სამუშაობის მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, ...

Read More »

პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობენ სპეციალისტები და დეტალები აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ საზოგადოებრივს განუცხადა, რომ მსჯელობა მიდის პეკინზე პარკირებისთვის გამოყოფილი ერთი ზოლის გაუქმებაზე. „სატრანსპორტო საქალაქო სამსახურმა, საპატრულო პოლიციასთან აქტიური ჩართულობით, ასევე სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც არიან ...

Read More »

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურების ხელმძღვანელები, საკომუნიკაციო კომპანიების, ასევე სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ასევე გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას. “როგორც თქვენთვის ცნობილია, 16 ივნისს პეკინის გამზირის რეაბილიტაცია ...

Read More »

დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იწყება

დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იწყება

ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქ დუშეთში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარესტავრაციო აღდგენითი სამუშაოები ქალაქის ძველი უბნების, დანგრევის პირას მისული სახლების რესტავრაციასა და მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გულისხმობს და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. სამუშაოების საწყის ეტაპზე, სპეციალისტები ქალაქის შუაგულში, ისტორიული სკვერის ე.წ. ბულვარის რეაბილიტაციაზე მუშაობენ. პროექტის ფარგლებში, ქალაქში ისტორიული უბნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული ნაგებობებიც აღდგება. ამ ეტაპზე, უკვე ...

Read More »