Home » Tag Archives: ქართული ოცნება (page 14)

Tag Archives: ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია. აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს “კარფურის” ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებაზე კომენტარის დროს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა საკითხებზე ჰქონდათ საუბარი შეხვედრაზე, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის შედგა. “მე მქონდა ბატონ ბიძინასთან შეხვედრა, ...

Read More »

რუსული MTC-ის განმარტება თბილისში გადაღებულ კლიპთან დაკავშირებით

რუსული MTC-ის განმარტება თბილისში გადაღებულ კლიპთან დაკავშირებით

„MTC”-ის პასუხი „პოლიტკომერსანტის“ კითხვაზე – „კლიპს იდეალურად უხდებოდა შემოდგომის თბილისის ხედები” “по всей Росии” – MTC-ის ახალმა სარეკლამო რგოლმა საქართველოში პროტესტი გამოიწვია და სრულიად სამართლიანადაც. MTC-ის ვიდეორგოლში, რომელიც ძირითადად თბილისშია გადაღებული, საუბარია იმაზე, რომ „კომპანიის ახალი სერვისით სარგებლობისას, მოსაუბრეთა ხმა მთელს რუსეთში იდეალურად ისმის”. რუსულენოვანი ტექსტების ფონზე თბილისის ხედებია გამოსახული – აღმაშენებლის გამზირი, იუსტიციის სახლი, „მშვიდობის ხიდი”, მეტროსადგური, ვაკის პარკი ...

Read More »

გამოიყენებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა” ეროვნულ ბანკს ,,რუსთავი2″-ის შესანარჩუნებლად

გამოიყენებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა" ეროვნულ ბანკს ,,რუსთავი2"-ის შესანარჩუნებლად

რა მიზნით დატოვა სააკაშვილმა ეროვნულ ბანკში ქადაგიძე, რომელსაც გადადგომა ჰქონდა გადაწყვეტილი ქართული ეკონომიკისთვის პოლიტიკური არასტაბილურობა უცხო არ არის. მეტნაკლები დოზით პოლიტიკური ფაქტორი ყოველთვის იყო და არის ქართული ბიზნესგარემოს მდგენელი. ამჯერადაც ასეა, თუმცა, ტემპერატურა შედარებით მაღალია. ფაქტობრივი თვალსაზრისით პოლიტიკური დაპირისპირების ფაქტებს ადგილი არ აქვს, მაგრამ განცხადებების და ინფორმაციების გავრცელების დონეზე, საკმაოდ მწვავე სიტუაციაა. გასულ კვირაში უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებაც კი დაიწყო სახელმწიფო ...

Read More »

2004 – 2015 წლები – “რუსთავი 2”-ის მფლობელობის ისტორია

For.ge-ს ინფორმაციით, სააკაშვილმა ყარამანიშვილებს „რუსთავი 2“-ის წილების განკარგვის მინდობილობა გვარამიაზე გადააფორმებინა

მსოფლიო ტელემედიის ისტორიაში, “რუსთავი 2” მფლობელების რაოდენობით, აშკარად რეკორდსმენია. 2004-2012 წლებში “რუსთავი 2”-ის მფლობელობა თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. როგორც არაერთ კვლევაშია მითითებული, ამ პროცესში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. ყველაზე დეტალური კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ჯერ კიდევ 2013 წლის 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. “დღეს, “რუსთავი-2” ოპოზიციასთან ასოცირებული ერთადერთი მსხვილი ტელეარხია. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) უკანასკნელი ...

Read More »

ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს

ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს

2015 წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა ირაკლი ალასანიას პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა” მიიღო. როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი ამბობს, აღნიშნული პარტიისთვის რამდენიმე ფიზიკურმა პირმა საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გაიღო: “პირველ ადგილზე წელს არის “თავისუფალი დემოკრატები”. მათ ჰქონდათ რამდენიმე მსხვილი შემოწირულობა. მსგავსი ტიპის შემოწირულობა არცერთ სხვა პარტიას არ ...

Read More »

,,ნაციონალური მოძრაობა” და ეროვნული ბანკი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს ერთობლივად ახორციელებენ”

,,ნაციონალური მოძრაობა” და ეროვნული ბანკი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს ერთობლივად ახორციელებენ”

ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პუნქტით, 6%-მდე გაზარდა. რამდენად იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ლარის კურსზე და ხომ არ არის დაგვიანებული ქადაგიძის მოქმედება, რატომ გადაწყდა, რომ ზედამხედველობის ორგანო გამოყოფოდა ეროვნულ ბანკს და რამდენად შეუწყობს ხელს ლარის გამყარებას ეს ფაქტორი, ამ და სხვა მნიშვნელოვან მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზე მეჭიაურმა ისაუბრა. – თქვენი და ნოდარ ებანოძის ...

Read More »

2016 წლის არჩევნების ბედი ამ აგვისტოში წყდება

2016 წლის არჩევნების ბედი ამ აგვისტოში წყდება

ბექა ციხისელის ბლოგი ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილს “რუსთავი2”–ს ედავება. აწევენ თუ ვერა ბუნტს ნაციონალები ვინც ზაფხულის ხვატში, ივლისსა და აგვისტოში თავდადებით მუშაობს, ის შემოდგომასა და ზამთარში წარმატებას აღწევს. ექს–პრეზიდენტ სააკაშვილს ერთი ბრძნული აზრი უდაოდ ეკუთვნის. ერთხელ თქვა, ჩემი ტოლები და კონკურენტები მამიკოების ფულებით პრესტიჟულ აგარაკებს და ზღვისპირეთს რომ მიაშურებდნენ, მე პაპანაქება სიცხეში თბილისში ვიჯექი და ვმუშაობდიო. და მიაღწია კიდეც შედეგს: ...

Read More »

პოპულიზმი ადგილს პრაგმატიზმს უთმობს

პოპულიზმი ადგილს პრაგმატიზმს უთმობს

  ბექა ციხისელის ბლოგი   ირანიციონალური და მეტაფიზიკური საქართველო, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გაბატონებული ტენდენცია აღმოჩნდა პოლიტიკურ აზროვნებაში. დინების საწინააღმდეგოდ მცურავი ქვეყანა წარმოსახვითი რეალობის ტყვეობაში მოექცა. სამოქალაქო ომის ალში გახვეულ საქართველოში ჩამოსულმა შევარდნაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა “ეკონომიკაა მთავარიო” – რუსული აქცენტით და დარბაზმა მყისიერად დაუსტვინა. თუმცა, ამით ნათქვამის ჭეშმარიტება არ აორთქლებულა – ეკონომიკა მთავარი აღმოჩნდა, არადა ცენტრალიზებული, საგეგმო, ინტეგრაციისა და ...

Read More »