Home » Tag Archives: პარლამენტი

Tag Archives: პარლამენტი

არის თუ არა მანიპულაცია დეპუტატების ახალი სახელფასო სისტემა

არის თუ არა მანიპულაცია დეპუტატების ახალი სახელფასო სისტემა

პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯი არ შეცვლილა, მაგრამ დეპუტატების ხელფასი გაიზარდა. ცვლილება ხელფასისა და ბინის ქირის ხარჯის კომპონენტების გაერთიანებამ გამოიწვია, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ტენდენცია თუ გაგრძელდა, პარლამენტარები 2020 წლისთვის 6000 ლარზე მეტს აიღებენ, რაც სავსებით მოსალოდნელია. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილი ხელფასების ზრდას კატეგორიულად უარყოფს. საქმე ისაა, რომ 2017 წლის დეკემბერში დეპუტატების ხელფასი შეადგენდა 2000 ლარს, ხოლო ისინი 1790 ლარის ...

Read More »

“ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება”

"ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება"

ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თოთოეულ მოქალაქეს, როდესაც დოვლათი ნაწილდება ყველა მოქალაქეზე თანაბრად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე განხილული საკითხების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც ხორციელდება და იგეგმება მომავალში, უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სწორედ ამ მიზანზე. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმ ...

Read More »

პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული აქვთ

პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული აქვთ

ბოლო პერიოდში, მუდმივად  მიმდინარეობს მსჯელობა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები…) ლეგალიზებასთან დაკავშირებით. საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი – ერთი მხარე თვლის, რომ აუცილებელია მოხდეს მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება და მათი მოხმარებლების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს სადამსჯელო ღონისძიებების გატარება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ დაუშვებელია ნარკოტიკების ლეგალიზება, მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკებისაც, ვინაიდან ლეგალიზების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური ფონი კიდევ ...

Read More »

“ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები”

"ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები"

არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძის თქმით, სამართლებრივი რეგულაციები იმდაგვარი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს. ► ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება “ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ...

Read More »

უცხოეთში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის დახმარება დანაშაულად გამოცხადდება

უცხოეთში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის დახმარება დანაშაულად გამოცხადდება

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპოექტს ამზადებს. ახალი კანონი უკანონო მიგრაციის საკითხს დაარეგულირებს. საამისოდ სისხლის სამართლის კოდექსს ერთი მუხლი დაემატება. კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულებებზე საუბარი, კანონპროექტის ავტორები ჯერჯერობით დეტალურად არ საუბრობენ. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის, ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. ...

Read More »

“თანამდებობის პირები რეკავენ და კითხულობენ თავიანთ კაბინეტში რატომ არ შეუძლიათ მოწევა”

"თანამდებობის პირები რეკავენ და კითხულობენ თავიანთ კაბინეტში რატომ არ შეუძლიათ მოწევა"

112-ის საინფომრაციო სამსახურის მონაცემებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში ძალაში შესვლიდან 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა და ერთ ფიზიკურ პირზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, ერთს კი გაფრთხილება მიეცა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობასთან დაკავშირებით პირველ დღეს 100 ზარი დაფიქსირდა, 2 მაისს 17 ზარი, 3 მასისს კი მხოლოდ 5 ზარი განხორციელდა. მათ ძირითადად კანონმდებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის სურდათ. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელის, გიორგი ...

Read More »

“თუ სადმე აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმაატება, ეს არის პირველ რიგში  ქართულ ეკონომიკაში”

"თუ სადმე აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმაატება, ეს არის პირველ რიგში  ქართულ ეკონომიკაში"

“მინდა მოსახლეობას განვუმარტო ციფრებთან და საერთოდ ქართულ ეკონომიკისასთან დაკავშირებული მდგომარეობა”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გამოსვლისას განაცხადა. კოვზანაძემ საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებულ ბოლო ტენდენციებზე ისაუბრა. “თუ სადმე აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმაატება, ეს არის პირველ რიგში  ქართულ ეკონომიკაში. კვარტალური ციფრები ეკონომიკური ზრდის, მოგეხსენებათ გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.2%, მარტში კი 5.5% შეადგინა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ...

Read More »

“გამოაღებ მაცივარს და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა”

"გამოაღებ მაცივარს და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა"

პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა პარლამენტში დებატების გარეშე გაქცეული პრეზიდენტი და იმედგაცრუებული ოპოზიცია – გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურმა გამოსვლამ პარლამენტში დებატების გარეშე ჩაიარა. 20-წუთიან გამოსვლაში პრეზიდენტმა განვლილი 5 წელი შეაფასა. როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად აკრიტიკა “ოცნება”, თუმცა ერთი-ორჯერ შეაქო კიდეც. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში პრეზიდენტობის რანგში გიორგი მარგველაშვილის ბოლო გამოსვლა გუშინ გაიმართა. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს შიდა და საგარეო საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად საკანონმდებლო ...

Read More »

პაშინიანი: აუცილებელია, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების მაქსიმალურად დაცვა გეოპოლიტიკური ზემოქმედებებისგან

პაშინიანი: აუცილებელია, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების მაქსიმალურად დაცვა გეოპოლიტიკური ზემოქმედებებისგან

“ხშირად ჩვენს შორის დაძაბულობა ჩნდებოდა იმიტომ, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები სხვა ურთიერთობების პრიზმაში განიხილებოდა” აუცილებელია, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების მაქსიმალურად დაცვა გეოპოლიტიკური ზემოქმედებებისგან, – ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც გუშინ სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი უთხრეს. „ბევრ შემთხვევაში, ჩვენს შორის დაძაბულობა ჩნდებოდა არა ბუნებრივი მიზეზებით ჩვენს შორის მიმდინარე პროცესებისას, არამედ იმიტომ, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები განიხილებოდა ...

Read More »

პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს

პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს

პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს. საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატების, სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ლევან ბეჟანიძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, დიმიტრი მხეიძის, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას და დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადდა და ინიცირებისთვის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, ...

Read More »