Home » Tag Archives: მამუკა ბახტაძე (page 4)

Tag Archives: მამუკა ბახტაძე

“გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი”

გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი

გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდება. მისივე თქმით, ცვლილებები ასევე იგეგმება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხითაც. „მინდა შევეხო ეკოლოგიას და ობიექტურად თითოეულმა ჩვენგანმა იცის, ...

Read More »

“დღეს ბანკები ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ”

"დღეს ბანკები ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ"

“ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, არის იმ დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი რაც ე.წ. რეფორმატორებმა გააკეთეს თავის დროზე” დღეს ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ მიმდინარე კვირაში მთავრობის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტს იმ მცირე მთავრობას წარუდგენს, რომლისთვისაც ახალი კონცეფცია დაიწერა და 150-მდე კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. წინასწარ ცნობილია, რომ ახალ მინისტრებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უმრავლესობა კი მზადაა ახალი თუ ახალ მთავრობაში დარჩენილი ...

Read More »

“სტიქიას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული”

"სტიქიას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული"

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო. სტიქიის მიზეზებზე პრემიერმა ჟურნალისტებთან ჭუბერში ისაუბრა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩავიდა. „პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ...

Read More »

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის – Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა ...

Read More »

“როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს”

"როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს"

როგორც ქართულ საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დამკვიდრდება ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება სიღარიბის დამარცხებაზე. “როგორც ქართულ საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ჩვენ დავამკვიდრებთ ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე – ეს არის ის, რომ ...

Read More »

“ანაკლიის პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან“

“ანაკლიის პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან“

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და რა თქმა უნდა, ის უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოქალაქეების, განსაკუთებით რეგიონის ახალგაზრდების დასაქმებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, კონსორციუმს ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პოლიტიკა აქვს და ის, სწორედ, ადგილობრივების დასაქმებას გულისხმობს. „ჩვენი ლამაზი კუთხის ახალგაზრდები დასაქმდებიან ამ პროექტში, როდესაც დასრულდება და ...

Read More »

“ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით”

"ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით"

ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ. „ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში, რომ ...

Read More »

ხედვა საინტერესოა, სტრუქტურული ცვლილებები – დროული, სამინისტროების გაერთიანება – საკამათო

ხედვა საინტერესოა, სტრუქტურული ცვლილებები – დროული, სამინისტროების გაერთიანება – საკამათო

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა

მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეარბილებს პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით იყო. „ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ჩვენს პროგრამაშია და ივლისში კანონის სახეს მივცემთ, არის ის, რომ ყველა ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, – ამის შესახებ ბახტაძემ სამეგრელოში, დადიანების სასახლეში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონების უნიკალური შესაძლებლობების გამოყენებაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძლიერი და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ და განვითარებულ რეგიონებს, ხოლო ძლიერი საქართველო-რეგიონების განვითარებას. “საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს განვითარებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ...

Read More »