Home » Tag Archives: მამუკა ბახტაძე

Tag Archives: მამუკა ბახტაძე

“საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს”

"საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს"

თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოუსადეგარია ეკონომიკის განვითარებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ იღებს. ყოველი მეორე-მესამე ადამიანი ამ პროცესს ჩამოშორებულია. ყელამდე ვალებში ჩაფლულ ადამიანებს ხელ-ფეხი შეკრული აქვთ და ისინი მთელ სიცოცხლეს არსებობისთვის ბრძოლაში ატარებენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მესამედი ეკონომიკურ განვითარებას ჩამოსცილდა. ერთ-ერთი მიზეზი უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემაა. “ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% ჩამოშორებულია ეკონომიკის ...

Read More »

რა იცვლება მთავრობის სტრუქტურასა და პოლიტიკაში

რა იცვლება მთავრობის სტრუქტურასა და პოლიტიკაში

„მამუკა ბახტაძემ კარგად უნდა გაიზროს და გაითვალისწინოს, რომ ჭარბვალიანობა კი არაა სიღარიბის წარმომშობი, სიღარიბეა ჭარბვალიანობის განმაპირობებელი“  რა იცვლება მთავრობის სტრუქტურაში, რატომ იცვლება, რა პოლიტიკური სიახლეები აისახება „ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის საქმიანობაში. ამ კითხვებზე მოსაზრების გამოთქმა ანალიტიკოს ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ. “ცვლილებები ქართული ოცნების მთავრობის შემადგენლობაში დროულია. არსებითად კაბინეტი შეიცვალა და ჩვენ რეალურად გვაქვს მამუკა ბახტაძის კაბინეტი გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტის ნაცვლად. ჩვენი ...

Read More »

როგორი იქნება ეკონომიკური ბლოკი ახალ მთავრობაში

როგორი იქნება ეკონომიკური ბლოკი ახალ მთავრობაში

კონკრეტული კონფიგურაცია განისაზღვრება სამთავრობო სტრუქტურის დაზუსტების შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია გადადგამს თუ არა მამუკა ბახტაძე საკმაოდ გაბედულ ნაბიჯს და შემოგვთავაზებს თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანებას. ცხადია, გაერთიანების შემთხვევაშიც და გაერთიანების გარეშეც ამ მიმართულებებზე ან მიმართულებაზე კანდიდატურის წარდგენა რთულია. ჯერ–ჯერობით არავინ სახელდება. არადა, მამუკა ბახტაძის მიერ შემოთავაზებული ინიციატივები გულისხმობს, რომ ეკონომიკურ ბლოკს მისი თანამოაზრე უნდა ჩაუდგეს სათავეში. ...

Read More »

“უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემის გამო “შავ სიაში” 630 000 ადამიანია”

"უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემის გამო "შავ სიაში" 630 000 ადამიანია"

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. “მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. დღეს ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც  შეიძლება დღეს ჩვენ მივცეთ იმ სიტუაციას, რაც არის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. იგი, ერთის ...

Read More »

„ვფიქრობ, მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულება აქვს“

„ვფიქრობ, მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულება აქვს“

„კვირიკაშვილის პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკაში დომინირება დაიწყეს ბანკებმა“ ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ის სისტემური პრობლემები, რაზეც მამუკა ბახტაძე ყურადღებას ამახვილებს და რა მიმართულებითაც არის კონცენტრირებული, აბსოლუტურად სწორია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილმა ბახტაძის ეკონომიკური ინიციატივების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. “ვფიქრობ, მას აქვს სწორი მიმართულება. ის სისტემური პრობლემები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს და რა მიმართულებითაც არის კონცენტრირებული, აბსოლუტურად სწორია. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ...

Read More »

“მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის”

"მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ფარმაცევტულ ბაზარზე თამაშის თანაბარი პირობების დამკვიდრებას მიიჩნევს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ. „ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი, მით უმეტეს, რომელიც შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და ...

Read More »

“რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა”

"მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის"

რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გააკეთებს მაქსიმუმ, რომ ეს ნდობა გაამართლოს. „მადლობა მმართველ გუნდ ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან ერთად კარგად ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხსიმგებლობაა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ...

Read More »

„არსებულ ეკონომიკურ მოდელში იყო უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას”

„არსებულ ეკონომიკურ მოდელში იყო უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას”

ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ დავწრილებით ისაუბრა იმ პრინციპებსა და ხედვებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, იმ ხედვის ძირითადი პრინციპები, რომელიც მე წარმოვადგინე და რომელიც ...

Read More »

„დიდ შეცდომად ვთვლიდი ბატონ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობას“

„დიდ შეცდომად ვთვლიდი ბატონ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობას“

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ მენეჯერის ადგილი ბიზნესშია და არა მთავრობაში“ „კვირიკაშვილმა ”ღირსეულად” გააგრძელა „ნაცების“ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში შექმნა ეკონომიკის მომხმარებლური მოდელი“ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ ლადო პაპავასესაუბრა. – ბატონო ლადო, 12 მაისიდან მოყოლებული პროცესები საქართველოში საკმაოდ სწრაფად განვითარდა. ვგულისხმობ ქუჩის აქციებს ჯერ ღამის კლუბების დასაცავად და შსს-ს მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების წინააღმდეგ, შემდეგ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა ...

Read More »

პაატა ბაირახტარი – ბახტაძეს კვირიკაშვილთან შედარებით პირდაპირი და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია

პაატა ბაირახტარი - ბახტაძეს კვირიკაშვილთან შედარებით პირდაპირი და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია

„მამუკა ბახტაძე არის ინოვატორი და ძალიან კარგი ეკონომისტი, კარგი ხედვებით, მას არ აშინებს სიახლეები,“- განაცხადა რადიო კომერსანტთან საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა. მისივე თქმით, ყოფილ პრემიერს გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა. „გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, პირველ რიგში, ეს იყო დედოლარიზაციის პროგრამა, ასევე 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლიდანაც ნაწილმა ვერ იმუშავა, თუმცა იმ კრიზისულ ...

Read More »