Home » Tag Archives: ლუკოილი

Tag Archives: ლუკოილი

ლუკოილი: ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართის აღებაზე მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ლუკოილი: ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართის აღებაზე მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კახა კალაძე წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად ემზადება – თბილისში, ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოება უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუმცა რა დაუჯდება მერიას ავტოგასამართი სადგურების მფლობელებისგან ადგილების გამოსყიდვა უცნობია. ბენზინგასამართი სადგურის აღების საკითხზე მოლაპარაკებებს ადასტურებს  “ლუკოილ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე.  „მერიასთან შეხვედრა დღეს არ გვქონია, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც საუბარი დაიწყო ამ თემაზე“, – აცხადებს მიშველაძე და ...

Read More »

ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა მსოფლიო პროცესებს ისევ დაასწრეს

ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა მსოფლიო პროცესებს ისევ დაასწრეს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდე, საქართველოში საწვავზე ფასები გაიზარდა. კვირაზე მეტია რაც ნავთობიმპორტიორთა უმრავლესობამ ყველა ტიპის საწვავზე ფასები 3-5 თეთრით გაზარდა.  ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ერთლი ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი ყველაზე ძვირი, კომპანია „გალფში“ 2.09 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე იაფი კი კომპანია „ფრეგოში“ 1.93 ლარი. ნავთობიმპორტიორთა კავშირში საწვავზე ფასების მატების მიზეზად საერთოშორის ფასების ზრდას ასახელებენ. დარგის ექსპერტებიც არ უარყოფენ, რომ გლობალური პროცესების ...

Read More »

მსხვილმა ნავთობკომპანიებმა საწვავი გააძვირეს

მსხვილმა ნავთობკომპანიებმა საწვავი გააძვირეს

ბოლო 1 კვირაში მეორედ, GULF-ის ქსელში საწვავის ფასი ისევ გაზარდა.   რამდენიმე მარკის საწვავი 2 -3 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, G-Force პრემიუმის ფასი 2.19 ლარი გახდა, ევრო რეგულარის 2.02  ლარი. ფასები გაზრდილია “ვისოლის” ქსელში. EKO პრემიუმი 2.23 ლარი ღირს, ევრო რეგულარი 2 ლარია, EKO სუპერი 2.35 ლარი.  დიზელ ენერჯი 1.9 ლარი. ბოლო მატების შემდეგ ფასები 1-5  თეთრით არის გაზრდილი. ფასებმა მოიმატა “ლუკოილის” ავტოგასამართი ...

Read More »

თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟი იგეგმება

თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟი იგეგმება

თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგური თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა, რაც სატრანსპორტო ნაკადების მომატების შემთხვევაში, პრობლემას შექმნიდა. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, უკვე შედგენილია პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა და ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები. „მაგალითად, როცა გმირთა მოედნიდან ჩავდივართ სანაპიროზე, მარჯვენა მხარეს განლაგებულია რამდენიმე ობიექტი: რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, საბურავების სერვისცენტრი, “ლაგუნა ვერეს” მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია “ფრეგოს” ავტოგასამართი სადგური, ...

Read More »

საწვავი 5-6 თეთრით გაიაფდა

საწვავი 5-6 თეთრით გაიაფდა

ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი 5-6 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ საწვავი გაიაფდა „ლუკოილისა“ და „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. 20 ივნისის შემდეგ 5 თეთრით არის გაიაფებული ყველა ტიპის საწვავი „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. დღეის მდგომარეობით, „ევრო სუპერი“ – 2.24 ლარი ღირს; „პრემიუმ ავანგარდი“ – 2.14; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი – 1.94 ლარი; ხოლო „ევრო დიზელის“ ღირებულება – 1.89 ლარია. ...

Read More »

რა წინაპირობები არსებობს საწვავის გაძვირებისთვის

რა წინაპირობები არსებობს საწვავის გაძვირებისთვის

საქართველოში რამდენიმე დღის წინ საწვავი გაძვირდა, მაგრამ ეს ტენდენცია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ლარის კურსის არასტაბილურობამ და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ტენდენციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ამიტომ საცალო ქსელში ფასი თანდათან მატულობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთავრალაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ფასები სექტემბრიდან დღემდე ბენზინის შემთხვევაში მომატებულია 50-60 დოლარით, რაც 10%–იანი მატებაა, დიზელის შემთხვევაში კი მატება 60-65 დოლარია, ანუ ...

Read More »

საქართველოში საწვავი გაძვირდა

საქართველოში საწვავი გაძვირდა

საქართველოში დღეიდან საწვავი გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა. საწვავის გაძვირებას “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის. ესენია – ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატება და ლარის გაუფასურება. “ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის ზრდა იყო, ოპეკ-ის არაწევრი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც, მაგალითად ...

Read More »

საქართველოში საწვავის ხარისხი კრიტიკულ ნიშნულზეა

საქართველოში საწვავის ხარისხი კრიტიკულ ნიშნულზეა

“საქართველოში საწვავის ხარისხი დამაკმაყოფილებელია” – გარემოს დაცვის სამინისტროს ამ დასკვნას არ ეთახმებიან სპეციალისტები. გარემოსდამცველები ფიქრობენ, რომ საქმე გაცილებით რთულადაა და კანონმდებლობიდან მოყოლებული სტანდარტების ჩათვლით, ყველაფერი დასახვეწია. გარემოს დაცვის სამინისტრომ დედაქალაქში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი 2016 წლის მაისიდან დაიწყო. სამინისტროს თანამშრომლებმა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯები აიღეს და მას ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარეს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ქვეყანაში დადგენილ სატანდარტებთან საწვავის ხარისხის შეუსაბამობის ...

Read More »

ბათუმში კომპანია “ლუკოილის” სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში კომპანია "ლუკოილის" სერვისცენტრი გაიხსნა

სიახლე ლუკოილისგან! ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით ქ. ბათუმში გაიხსნა კომპანია “ლუკოილი”-ს სერვისცენტრი. კორპორატიული მომსახურება, ფასდაკლების ბარათები და სხვა უამრავი სიახლე ელით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოს სხვა რეგიონებშიც მსგავსი ტიპის სერვისცენტრების გახსნას. ბათუმის ფილიალის მის: შავშეთის 25.

Read More »

ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლოა საქართველოს პორტებიდან დაიწყონ

ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლოა საქართველოს პორტებიდან დაიწყონ

საერთაშორისო ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა შესაძლოა, რუსეთის ნაცვლად, ნავთობის ტრანსპორტირება საქართველოს პორტებით დაიწყონ. მახაჩყალის პორტში არსებული კრიმინოგენური ვითარების გამო, საერთაშორისო ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა შესაძლოა, რუსეთის გავლით ნავთობის გადაზიდვაზე უარი თქვან და “შავი ოქროს” ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და საქართველოს პორტების გავლით დაიწყონ. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ტრანსნეფტი“ ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მახაჩყალის ტერმინალ „დაგნეფტეპროდუქტზე“, რომლის გავლითაც, ნავთობის ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის პორტში ხდება, კორუფციული ...

Read More »