Home » Tag Archives: კომერციული ბანკები (page 2)

Tag Archives: კომერციული ბანკები

„არ ვიზიარებ ბანკების პათოსს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციების შემოღება ნაჩქარევი იყო, პირიქით – დაგვიანებულიც კი არის“

„არ ვიზიარებ ბანკების პათოსს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციების შემოღება ნაჩქარევი იყო, პირიქით - დაგვიანებულიც კი არის“

სესხის ამღები ყოველი მესამე ადამიანი სესხის მომსახურებაში თავისი შემოსავლის 50%-ზე მეტს იხდიდა, რაც კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია, რადგან ეროვნულ ვალუტაში ეს 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ამიტომ არასწორია იმაზე საუბარი, რომ რეგულაციების შემოღება ნაადრევია. ეს კარგა ხნის წინ იყო დაანონსებული; ბანკებს მოსამზადებელი პერიოდი ...

Read More »

დღეიდან ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა

დღეიდან ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა

კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ დასმული კითხვების პასუხისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. ბახტაძის თქმით, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის ...

Read More »

საბანკო სექტორის როლი საფონდო ბირჟის განუვითარებლობაში

საბანკო სექტორის როლი საფონდო ბირჟის განუვითარებლობაში

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა შეეხება ბანკების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მუხრუჭის როლს. შესაბამისად, საინტერესოა, რა ალტერნატივა შეიძლება გააჩნდეს ფინანსურ სექტორს კაპიტალის მოზიდვისთვის გარდა სესხის აღებისა. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და საქართველოს საფონდო ბირჟასთან მივყავართ. თუმცა, სანამ კერძოდ საფონდო ბირჟის საქმიანობას განვიხილავთ, საჭიროა ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საფონდო ბირჟების შექმნა უკავშირდება მე-20 საუკუნის დასაწყისს, ...

Read More »

„ეროვნულმა ბანკმა ბანკები საკმაოდ ნოყიერ დიეტაზე დასვა“

„ეროვნულმა ბანკმა ბანკები საკმაოდ ნოყიერ დიეტაზე დასვა“

საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებისა და სამომავლოდ მისი პრევენციის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციები შემოიღო, რომლის თანახმად კომერციულ ბანკებს მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ  გადაცემა „საქმის კურსი“-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. „ეროვნული ბანკი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ბანკების დიეტაზე გადაყვანის აუცილებლობა როცა ...

Read More »

მარტში კომერციული ბანკების მოგება 39.5 მილიონი ლარით შემცირდა

მარტში კომერციული ბანკების მოგება 39.5 მილიონი ლარიც შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მარტში კომერციულ ბანკებს წმინდა მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39,5 მილიონი ლარით შეუმცირდათ.  კერძოდ, მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75,6 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის მარტში კი აღნიშნული მაჩვენებელი 115.1  მილიონი ლარი იყო. თუმცა, გაზრდილია კომერციული ბანკების შემოსავლები, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 337  მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლის მაჩვენებელი ...

Read More »

გიორგი შაგიძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის

გიორგი შაგიძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის

საბანკო სექტორი დღეს არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის საბანკო სექტორი დღეს არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მინისტრთან მთავრობის ინიციატივებთან, მათ შორის სტარტაპებთანდაკავშირებით კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. ამ ...

Read More »

დიდი რისკია, რომ ფიზიკური პირები ლომბარდებსა და კერძო მევახშეებთან გადავიდნენ – რა ცვლილებებს ამზადებს ეროვნული ბანკი

დიდი რისკია, რომ ფიზიკური პირები ლომბარდებსა და კერძო მევახშეებთან გადავიდნენ - რა ცვლილებებს ამზადებს ეროვნული ბანკი

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სეგმენტში მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, გთავაზობთ M2B-ს ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუ სესხის გამცემი იურიდიული პირები არ მოექცევიან ერთიანი ზედამხედველობის ქვეშ და არ გვქნება სწარფი ეკონომიკური ზრდა. – ექსპერტების აზრით, ჭარბვალიანობის პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადის. ...

Read More »

რა ელით იპოთეკური სესხების უღელქვეშ მყოფ ქვეყანასა და მოქალაქეებს

რა ელით იპოთეკური სესხების უღელქვეშ მყოფ ქვეყანსა და მოქალაქეებს

იპოთეკურ სესხებში გახლართული საქართველო საქართველოს საბანკო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასესხო პროდუქტი არის იპოთეკური სესხი, რომელსაც თავისი მიზნობრიობა გააჩნია და რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ქონებით. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8%-იდან იწყება, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი 180 თვე, ანუ ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ხუთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო, ასევე, მომხმარებლთა პრეტენზიებზე დაგვიანებული რეაგირებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა. 2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა. ამასთან, ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ითვალისწინებს მთელ რიგ მოთხოვნებს, მათ შორის მომხმარებელთა ...

Read More »

კომერციული ბანკების 2017 წლის ანატომია

კომერციული ბანკების 2017 წლის ანატომია

საქართველოს საბანკო სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება. თუ 2008 წელს საქართველოში 21 კომერციული ბანკი ოპერირებდა, დღეის მდგომარეობით საქართველოში 16 ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებაა. ბანკების რაოდენობა გაერთიანებების შედეგად შემცირდა, შედარებით სუსტი კომერციული ბანკები „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ შეისყიდა. ,,თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციები იყიდა. თიბისი ჯგუფმა  და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკმა “ბანკი რესპუბლიკის” აქციების 93.64 %-ს  ...

Read More »