Home » Tag Archives: კობა გვენეტაძე

Tag Archives: კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა და მასთან გამკლავება ქართულ ბიზნესს კიდევ დიდხანს მოუხდება. ყველა ერთიანია მოსაზრებაში, რომ კრიზისიდან მინიმალური ზიანით გამოსასვლელად აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებული მოქმედებები, ერთმანეთის საციცოცხლო საჭიროებებისადმი ანგარიშის გაწევა და თანმიმდევრულობა მოქმედებებში. ლარის გაცვლითი კურსის მოკლე დროში საგრძნობმა მერყეობამ (2.8 -იდან 3.6 მდე და უკან 3.2-მდე) პანდემიისგან რეტდასხმული ბიზნესი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდო. მიუხედავად ...

Read More »

ინფლაციის მაჩვენებლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ

„კატასტროფული რეალობა გვაქვს, ინფლაცია მაღალ დონეზეა, ეროვნული ვალუტა კი მიმდინარე პერიოდში რეკორდულად გაუფასურდა. სწორედ აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის წარმატება-წარუმატებლობის შესახებ“,-  ამის შესახებ „კომერსანტს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა და ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის კომპეტენტური შემფასებელი არ არის, მაგრამ მუდმივად გაუფასურებული ეროვნული ვალუტის მაჩვენებლით შეუძლია ისაუბროს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ...

Read More »

„კობა გვენეტაძე დანაზოგის 75%-ზე მეტს უცხოურ ვალუტაში ინახავს, ამ მაჩვენებლით ის ქართულ საბანკო სექტორსაც კი უსწრებს“

ეკონომისტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც 2 დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება. ჯანიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძის პოსტის წავაწყდი, რომელიც 29 აპრილს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის  შემდეგ გამოაქვეყნა. პოსტის ძირითადი პათოსი დედოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობის შეუქცევადობას შეეხებოდა. დამაინტერესა ...

Read More »

„დღეს თუ რომელიმე სექტორს ფინანსური რესურსის მოზიდვის საშუალება აქვს მას უარი არ უნდა ეთქვას, ეს ეროვნულ ბანკშიც უნდა ესმოდეთ“

ჯანდაცვის ეკონომიკა – დღეს ესაა მთავარი გამოწვევა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს როდესაც ჯანდაცვის სექტორი მომართულია შეაკავოს ეს ვირუსი, იგივე პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პირიქითაც, ანუ ეკონომიკაც უნდა იყოს მიმართული, რომ ჯანდაცვას შეუწყოს ხელი და დაეხმაროს. ამ პროცესების  პარალელურად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „ქეისი“ იწევს წინა პლანზე. საქმე ეხება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ „ქეისს“,  რომლის მიხედვითაც ის ეროვნული ბანკისგან უშედეგოდ ითხოვს ნებართვას, რომ ...

Read More »

მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება მანამდე, სანამ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება – კობა გვენეტაძე

მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება მანამდე, სანამ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდა - კობა გვენეტაძე

მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ გამოსვლისას მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2020-2022 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტით განისაზღვრა. ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა – რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დოლარს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა - რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დოლარს ხშირად ბოლო პერიოდში

ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციები საზოგადოებისა და ანალიტიკოსების ნაწილში დისკუსიის საგანს წარმოადგენს. კერძოდ, რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარს სავალუტო ბაზარზე მაშინ, როდესაც ეროვნულ ვალუტას გამყარების ტრენდი აქვს და რატომ არ იქცევა საპირისპიროდ, ანუ რატომ არ ყიდის რეზერვებიდან დოლარს მაშინ, როცა ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ტრენდი აქვს. ერთი იზიარებენ ეროვნული ბანკის ამგვარ პოლიტიკას, ხოლო მეორენი კი არა. განმარტებისთვის, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ...

Read More »

200 ათას ლარამდე სესხები დღეიდან მხოლოდ ლარში გაიცემა

200 ათას ლარამდე სესხები დღეიდან მხოლოდ ლარში გაიცემა

200 ათას ლარამდე სესხების გაცემა დღეიდან მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული წესი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე ვრცელდება. შესაბამისი ცვლილება 2018 წლის ბოლოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა და დღეიდან ამოქმედდა. მანამდე ლარში გასაცემი სესხის ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებით დაწესდა გამონაკლისები. კერძოდ, ბანკებს 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე ...

Read More »

„ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების პრევენციას, რაც მომავალში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე აისახება”

„ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების პრევენციას, რაც მომავალში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე აისახება”

„საპენსიო რეფორმა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ლარიზაციას” 2019 წლიდან საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. რეგულაციები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თხოვნით იგი წლის ბოლომდე გადავადდა. რა გახდა აღნიშნული რეგულაციების ამოქმედების მიზეზი, შეაფერხებს თუ არა ის ეკონომიკურ ზრდა, რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს ახალ საპენსიო რეფორმას, როგორ ...

Read More »

„ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ სასესხო რესურსებზე წვდომა მოიპოვონ“

„ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ სასესხო რესურსებზე წვდომა მოიპოვონ“

„ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, საშუალება ექნებათ, რომ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ, სასესხო რესურსებზე წვდომა მოიპოვონ,“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ის კრიტერიუმები, რომლითაც ე.წ. ვალების განულების აქცია განისაზღვრა, მაქსიმალურად მიმართულია სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე. „ეს ადამიანები, რომლებსაც უფრო და უფრო უჭირდათ სესხების ...

Read More »

„საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს“

„საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს“

საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს, ოღონდ შესაბამისი პრინციპების დაცვით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის გადახდას ან აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას. „რამდენად მალე მიიღებენ ეს ადამიანები ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დამოკიდებულია თავად ფინანსურ ინსტიტუტებზე. აქ ვადებზე საუბარი არ არის ...

Read More »