Home » Tag Archives: კაზინო

Tag Archives: კაზინო

მამუკა ხაზარაძე: არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კაზინოებისა და ონლაინთამაშების მიმართულებით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. იგი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტში თანხის მოზიდვის იოლი გზაა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ხელს არ შეუწყობს. „მე ვფიქრობ, რომ ერთი-ერთი დიდი პრობლემა არის კაზინოების თემა. შეიძლება თვლიან, რომ ეს არის ტურიზმის მოზიდვის წყარო, მაგრამ ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა ჩვენს ახალგაზრდობაზე. არ შეიძლება ...

Read More »

როგორ ცდილობენ ონლაინ აზარტული კომპანიები მოქალაქეების თამაშში ჩართვას

როგორ ცდილობენ ონლაინ აზარტული კომპანიები მოქალაქეების თამაშში ჩართვას

ეკონომისტი, ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმის თაობაზე წერს, თუ როგორ ცდილობენ ონლაინ აზარტული კომპანიები მოქალაქეების თამაშში ჩართვას. “ბანკები და ფინანსები” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: “ვფიქრობ ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის და მოგიყვებით ჩემს დამოკიდებულებას უფრო სწორედ მცდელობას რომ კარგად ჩავეთრიე ონლაინ ტოტალიზატორებს მათ მახეში.. მეტნაკლებად აზარტული ვარ, არამხოლოდ თამაშებთან მიმართებაში არამედ ზოგადად ცხოვრებაში. მიყვარს ძალიან ფეხბურთი და ნუ სრულწლოვანი ...

Read More »

სათამაშო ბიზნესის ყველაზე აქტიური ბრენდები

სათამაშო ბიზნესის ყველაზე აქტიური ბრენდები

საქართველოში, დაახლოებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის, საკანონმდებლო დონეზე, რეგულირების მცდელობა მიმდინარეობს. არაერთი კანონპროექტი დაანონსდა მედიაში, რომელიც როგორც ასაკობრივ, ისე სოციალური სტატუსის ჭრილში, იმ მოქალაქეთა რეესტრის წარმოებას და შესაბამისად მონიტორინგს გულისხმობს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ტიპის აზარტულ თამაშებში, გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც. კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, საკმაოდ გახანგრძლივდა, რაც სავარაუდოდ, კანონის სირთულეზე და სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებულ, ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს. მიუხედავად არსებული ნეგატიური ფონისა, აღნიშნული ინდუსტრიის მისამართით, სათამაშო ბიზნესი ...

Read More »

SOS! 6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს!

SOS! 6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს!

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ...

Read More »

თბილისში ახალი პოკერრუმი „ავიატორი“ იხსნება

თბილისში ახალი პოკერრუმი „ავიატორი“ იხსნება

თბილისში, კოსტავას 14 ნომერში, ახალი კაზინო „ავიატორი“ იხსნება. „ავიატორი“ ცოცხალი პოკერის მოყვარულთათვის იქნება კომფორტული სივრცე, სადაც პროფესიონალი და რეკრეაციული მოთამაშეები ქეშისა და სატურნირო პოკერის თამაშს შეძლებენ. კაზინო „ავიატორში“ ქეშ-თამაშებისთვის 1/3 და 2/5 (ლარი) მაგიდები იქნება, ყოველკვირეულად კი გარანტირებული საპრიზო ფონდით ტურნირები გაიმართება. ამასთან ერთად, ახალი კაზინო მომხმარებელს აზარტული თამაშების ფართო სპექტრსა და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს: ტეხასური ჰოლდემი, რუსული პოკერი, ბლექჯეკი, ამერიკული რულეტი, ...

Read More »

2018-20 წლებში საქართველოში 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი

2018-20 წლებში საქართველოში 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი

G&T-ის ტურიზმის კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ბათუმსა და თბილისში კაზინოების ბიზნესი სწრაფად განვითარდა. კვლევის თანახმად, ბათუმში 10 კაზინოა და კიდევ ხუთის გახსნა იგეგმება. კვლევის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი ის არის, რომ მეზობელ ქვეყნებში კაზინოები ან აკრძალულია, ან მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. მხოლოდ აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო. 2018-2020 ...

Read More »

“ონლაინ-კაზინოების მფლობელები ნარკობარონებივით მუშაობენ” – როგორ მდიდრდებიან ხალხის გაუბედურების ხარჯზე

"ონლაინ-კაზინოების მფლობელები ნარკობარონებივით მუშაობენ" - როგორ მდიდრდებიან ხალხის გაუბედურების ხარჯზე

ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად ონლაინთამაშები სულ უფრო პოპულარული ხდება. სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა კი თანდათან კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია საქართველოში სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ზრდის ოფიციალური მონაცემებიც: 2011 წელი – 366 მილიონი ლარი, 2012 წელი – 996 მილიონი ლარი, 2013 წელი – 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი – 2, 032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის შეჯამებით, 1,353 მილიარდი ლარი. ...

Read More »

10 მილიონი ლარის ინვესტიცია ბათუმში

10 მილიონი ლარის ინვესტიცია ბათუმში

ბათუმში კაზინოების საერთაშორისო ქსელი XO შემოდის. ახალ ბულვარში კომპანია კაზინოს მოწყობას განახორციელებს. XO-ს წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე შეხვდნენ. კაზინოში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ობიექტი “მეტრო სითის” ტერიტორიაზე, 2800 კვ.მეტრზე განთავსდება. საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება და ჯამში 20 მლნ ლარი დაიხარჯება. კაზინოს მშენებლობა წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.

Read More »