Home » Tag Archives: კანაფი

Tag Archives: კანაფი

მთავრობამ პარლამენტს „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ მიმართა

მთავრობამ პარლამენტს „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ მიმართა

პარლამენტს წარედგინა მთავრობის ადმინისტაციის მიმართვა „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის და თანმდევი საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება 2 ნოემბერს არის მიღებული და საკანონმდებლო პაკეტის გაწვევის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეცნობება, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა ქვეყანაში კანაფის კულტივაციას და მისგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

Read More »

გიორგი გახარია: კანაფის ექსპორტის პროექტს უკან გავიწვევთ

გიორგი გახარია: კანაფის ექსპორტის პროექტს უკან გავიწვევთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს: ” ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს როგორც უსაფრთხოების ასევე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე კულტივაციის თემაზე სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის ...

Read More »

გახარია: კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის მიღება გარდაუვალია

გახარია: კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის მიღება გარდაუვალია

შინაგან საქმეთა მინისტრის,გიორგი გახარიას განმარტებით, კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის მიღება გარდაუვალია. როგორც მინისტრმა განაცხადა, იმედი აქვს, მწვავე დისკუსის ფონზე შეთანხმება მაინც მოხერხდება. შს მინისტრის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებასთან დაპირისპირებას არ აპირებს და საკითხზე დიალოგი და დისკუსია გაიმართება. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მარიხუანის მოხმარების რეგულირება. მიზანს მივაღწიეთ და ეს კანონმდებლობა დაიძრა. არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას. ჩვენ ვაპირებთ ახსნა-განმარტების, ჯანსაღი დიალოგის, ...

Read More »

კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანადა ერთადერთი ქვეყანაა დიდი შვიდიანის ქვეყნებიდან, სადაც მარიხუანას კულტივაცია ოფიციალურად დაკანონდა. კანადური კომპანია “Toronto Company”, რომელმაც რეალიზაციაზე ლიცენზია მოიპოვა, კანაფის შემფასებელს ეძებს. ვაკანტურ ადგილზე იმ ადამიანებს იწვევენ, ვინც კანაფის ხარისხში კარგად ერკვევა და არც მისი შეფასება გაუჭირდება. ვაკანტურ ადგლზე 19 და მეტი ასაკის მქონე პირებს შეეძლებათ დასაქმება. საკონსულტაციო კომპანია “დელოიტი” პროგნოზს აკეთებს, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სექტორი 150 000-ზე მეტ ...

Read More »

თემურ ჭყონია: კანაფიან “კოკა-კოლას” არავინ დაგვაძალებს

თემურ ჭყონია: კანაფიან “კოკა-კოლას” არავინ დაგვაძალებს

“თუ  ჩვენი ნება იქნება და საზოგადოების შესაბამისი განწყობა, მაშინ გამოვიტანთ ბაზარზე, თუ არადა არავინ დაგვაძალებს“,  – სამედიცინო მარიხუანას (CBD) წარმოებაში ჩაშვების ვერსია თემურ ჭყონიამ   პარტნიორთან გადაამოწმა. მისი ინფორმაციით,  რეცეპტურა  ჯერ შედგენილი არ არის. თავადაც პროფესიული ქიმიური ცდები ჯერ არ ჩაუტარებია. აღნიშნა, რომ  სათაო ოფისის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც  პროდუქციის გამოშვებამდე ძალიან დიდი დროა,  1-2 წელი მაინც დასჭირდება. შესაბამისი პროცედურაა ...

Read More »

კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია ან შენახვა მხოლოდ დახურულ-შემოსაზღვრულ შენობებში იქნება დასაშვები

კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია ან შენახვა მხოლოდ დახურულ-შემოსაზღვრულ შენობებში იქნება დასაშვები

კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია ან შენახვა მხოლოდ დახურულ/შემოსაზღვრულ შენობა-ნაგებობაში იქნება დასაშვები. აღნიშნული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სტანდარტებს მთავრობა საკუთარი დადგენილებით განსაზღვრავს. მათი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ რეგულაციებთან იქნება შესაბამისობაში. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ექსპორტის ან იმპორტის ლიცენზიის გაცემამდე, მცენარე კანაფის ექსპორტი/იმპორტი წინასწარ თანხმდება იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან, რისთვისაც კომპეტენტური ორგანო წინასწარი შეთანხმების ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას

ლევან დავითაშვილი - კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას

კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას და ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ლეგალურად დაშვებულია ასეთი კულტურის წარმოება, ეს ხდება სპეციალური პირობების შესაბამისად და კონტროლი ამაზე არსებობს საკმაოდ მკაცრი. „მისი წარმოება, ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას. შესაბამისად, ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად ...

Read More »

გერმანიაში კანაფის სრული ლეგალიზება მოითხოვეს

გერმანიაში კანაფის სრული ლეგალიზება მოითხოვეს

გერმანიის ქალაქებში ათასობით ადამიანმა კანაფის სრული ლეგალიზების მოთხოვნით აქციები გამართა – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. „დოიტჩე ველეს“ ცნობით, დემონსტრაციები აქციის „გლობალური მარში მარიხუანისთვის“ ფარგლებში გაიმართა. სულ საპროტესტო აქციები გერმანიის 21 ქალაქში გაიმართა, მათ შორის, ბერლინში, კელნში, დუსელდორფსა და დრეზდენში, ასევე ავსტრიისა და შვეიცარიის ქალაქებში. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით – „ჯანმრთელობა სისხლის სამართლის დევნის ნაცვლად“. როგორც „დოიტჩე ველე“ წერს, 2017 წლის მარტში გერმანიაში კანაფის ...

Read More »

პირველი უალკოჰოლო, კანაფის შემცველი ღვინო, რომელიც გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა

პირველი უალკოჰოლო, კანაფის შემცველი ღვინო, რომელიც გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა

2018 წლის იანვარიდან, მაშინ როდესაც კანაფთან დაკავშირებით კალიფორნიის შტატში ახალი რეგულაციები შედის ძალაში, კალიფორნიული ღვინის კომპანია California’s Rebel Coast Winery ბაზარზე გასაყიდად ახალ ღვინოს უშვებს, რომელიც კანაფის შემცველი იქნება. ღვინის ინდუსტრიაში მსგავსი ტიპის პროდუქციის გამოშვება პირველად მოხდება. Rebel Coast Winery-ის ინფორმაციით, თითო ღვინის ბოთლი შეიცავს 16 გრამამდე კანაბინოიდს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტეტრაჰიდროკანაბინოლი. მათივე ინფორმაციით, 15 წუთია საჭირო იმისათვის, რათა ...

Read More »

პარლამენტმა მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი – ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილები 81 ხმით, სამის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კანონპროექტით იცვლება მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ...

Read More »