Home » Tag Archives: კახა კალაძე

Tag Archives: კახა კალაძე

კალაძე: შრომის უსაფრთხოების წესის ნებისმიერ დარღვევაზე პირველივე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

კალაძე: შრომის უსაფრთხოების წესის ნებისმიერ დარღვევაზე პირველივე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს პარლამენტში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართეს შეხვედრა. როგორც კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე პირველ ეტაპზე არის სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ კი, 3 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი, სანქციები გამკაცრდება და პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 ...

Read More »

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია

FIFA-ს მსოფლიო თასი საქართველოშია. თასი „კოკა-კოლას“ ორგანიზებით საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ფიფას და „კოკა -კოლას“ წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს. დელეგაციაშია ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი კრისტიან კარამბეც. მსოფლიო თასის ჩამოსვლა საქართველოში ფეხბურთის ფედერაციასთან და ქალაქ თბილისის მერიასთან პარტნიორობითაა ორგანიზებული. მსოფლიო თასს ”კოკა კოლას” პრეზიდენტი თემურ ჭყონია, თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები დახვდნენ. FIFA-ს მსოფლიო თასის ტური, რომლის ორგანიზატორიც არის ...

Read More »

კახა კალაძემ 2017 წელს ქველმოქმედებისთვის 350 000 ლარი გაიღო

კახა კალაძემ 2017 წელს ქველმოქმედებისთვის 350 000 ლარი გაიღო

თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წელს ქველმოქმედებისთვის 350 000 ლარი გაიღო. რაც შეეხება წინა წლებში ამ მიზნით დახარჯულ თანხას, 2013 და 2014 წლებში კალაძე ენერგეტიკის მინისტრის ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხას რიცხავდა საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. 2014 წელს კი ქველმოქმედებისთვის დამატებით 60 000 ლარი გაიღო. 2015 წლის მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ასევე საქველმოქმედო მიზნებისთვის 60 000 ლარი ...

Read More »

კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება

ომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის“ მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები მეტრო “ვარკეთილში” აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული. “სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოყვება მკაცრი რეაგირება. სამუშაოები ამ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო „ახმეტელზე“ და დღესვე დაიწყება ...

Read More »

მენაშენეები კალაძეს თბილისში პარკინგის დარეგულირების ნომერ მეორე რეკომენდაციას სთავაზობენ

მენაშენეები კალაძეს თბილისში პარკინგის დარეგულირების ნომერ მეორე რეკომენდაციას სთავაზობენ

 „მენაშენეთა ასოციაციამ“ თბილისში პარკინგის პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვისა და პროგრამის კიდევ ერთი პუნქტი გაასაჯაროვა მენაშენეები ინიციატივას კახა კალაძის პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში წარმოადგენენ. რეკომენდაცია #2. პარკინგების აპლიკაცია/პლატფორმა როდესაც მოქალაქე ყიდულობს პარკინგს თავისი ბინის სიახლოვეс, ეს ავტოსადგომები არ მუშაობს ოპტიმალურად – იმიტომ, რომ დატვირთული არის მხოლოდ ღამის საათებში და  დასვენების დღეებში. სხვა დროს, როდესაც სამსახურში მივიდვართ, ან ქალაქიდან გავდივართ, ეს ...

Read More »

თბილისში ტაქსების ლიცენზირება სავალდებულო ხდება

თბილისში ტაქსების ლიცენზირება სავალდებულო ხდება

„სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე ვმუშაობთ, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განაცხადა. „ვფიქრობთ, რომ სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ამ მხრივ ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. ამჟამად სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია , იმისათვის, რომ ტაქსის ...

Read More »

კახა კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება

კახა კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება

ლილოს ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ლილოს ნაგავსაყრელის დათვალიერების შემდეგ განუცხადა. კალაძის თქმით, ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ასევე იგეგმება კვლევის ჩატარება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა ოდენობის ბუნებრივი აირი შეიძლება მივიღოთ მოქმედი ნაგავსაყრელიდან. “ჩვენ ახლა ნაგავსაყრელზე ვიმყოფებით, რომელიც დაახლოებით 84 ჰექტარზეა გადაჭიმული. ...

Read More »

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

თბილისში, კვირის გარკვეულ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს. ამის შესახებ  ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.  როგორც სააგენტოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა,  დედაქალაქის მერია ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს წარადგენს. „ჩვენს ხედვას თებერვლის ბოლოს წარმოვადგენთ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი. იქნება ახალი ხედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ჯერ ზოგადად ტრანსპორტის სტრატეგიას წარმოვადგენთ, როგორ ვფიქრობთ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ...

Read More »

თბილისის მერიის ყველა თანამშრომელს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს

თბილისის მერიაში დასაქმებულებს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდას მერიის ის თანამშრომლებიც ჩააბარებენ, რომლებსაც გამოცდა ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვთ. “მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული ...

Read More »

“2018 წლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება იქნება”

"2018 წლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება იქნება"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მთავრობის 2018 წლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად განხორციელებული პროექტები იქნება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “2018 წლის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება. კერძოდ, მუნციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო, ...

Read More »