Home » Tag Archives: ირაო

Tag Archives: ირაო

4 ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანია

4 ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანია

მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომელმაც შეისწავლა სადაზღვევო კომპანიების ცნობადობა და საზოგადოების მათ მიმართ ნდობის მაჩვენებელი. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანიების ოთხეული: ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, იმედი ელი და ირაო. გამოკითხულთა 15 %-ისთვის კი არც ერთი კომპანია არაა ცნობილი. კვლევის არეალი თბილისით შემოიფარგლა და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე პირები შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხნენ. რესპოდენტთა ...

Read More »

მოზიდული პრემიით სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა

მოზიდული პრემიით სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სექტორის 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, სტატისტიკური მოზიდული პრემიის მაჩვენებლით, ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჯიპიაის ლიდერობა არის “ალდაგის” გაყოფის ტექნიკური შედეგი – როგორც ცნობილია, კომპანიაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გაიმიჯნა – პირველი მიმართულებით “ალდაგი” მუშაობს, მეორე კი “იმედი ელმა” ჩაიბარა. “ჯიპიაი”  კი ორივე სახეობას მოიცავს. ...

Read More »

როგორ ანაზღაურებენ ზარალებს ქართული სადაზღვევო კომპანიები

როგორ ანაზღაურებენ ზარალებს ქართული სადაზღვევო კომპანიები

უკანასკნელ პერიოდში მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დაზღვევის პოპულარიზაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შეუწყო ხელი. თანამედროვე მსოფლიოში დაზღვევა მოქალაქის სოციალური დაცვის ერთ-ერთი და ხშირად ერთადერთი პრაქტიკული მექანიზმია. ვინც კი დასავლეთის ქვეყანაში თუნდაც ერთხელ ყოფილა, იცის, რომ იქ ყოველდღიური ცხოვრება დაზღვევის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ჩვენთან ამ მიმართულებით ჯერაც ბევრია გასაკეთებელი და ალბათ საქართველოშიც მოვა დრო, როდესაც დაზარალებული მოქალაქე სახელმწიფოსკენ კი ...

Read More »

საქართველოში დაზღვევის პირველი სავალდებულო სახეობა ამოქმედდება

საქართველოში დაზღვევის პირველი სავალდებულო სახეობა ამოქმედდება

ინტერვიუ “დაზღვევის განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელ ლაშა ნიკოლაძესთან – ჩვენი ინფორმაციით, “სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის” კონცეფცია განხილულ და მოწონებულ იქნა ეკონომიკურ საბჭოზე, როგორ შეაფასებთ ამ პროცესს? – დიახ, აღნიშნული ტიპის სავალდებულო დაზღვევა საკმაოდ აქტუალური თემაა.  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კონცეპტუალური თანხმობა არსებობს, ახლა დანარჩენი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები იქნება დეტალურად დასამუშავებელი. როგორც მოგეხსენებათ “ტრანზიტული ავტომობილების პასუხისმგებლობის დაზღვევა” გახდება პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შემდგომში ...

Read More »