Home » Tag Archives: ინტერნეტი (page 3)

Tag Archives: ინტერნეტი

ევროკავშირის ქვეყნებში Wi-Fi ყველასთვის უფასო იქნება

ევროკავშირის ქვეყნებში Wi-Fi ყველასთვის უფასო იქნება

უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა ქალაქსა და სოფელში მოსახლეობა უფასო უსადენო ინტერნეტით ისარგებლებს. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ მიზნით ევროკავშირის კომისიამ 120 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო, რომელიც კონკრეტული ქალაქებისა და სოფლების ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობის მაღალი ხარისხის Wi-Fi-თ უზრუნველყოფისთვის უნდა გამოიყენოს. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭროს მიერ პროექტის რატიფიკაციის შემთხვევაში, გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი მომავალი წლის ბოლოდან გახდება. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ...

Read More »

სექტემბრიდან ინტერნეტთან წვდომა ადამიანის უფლება გახდება

სექტემბრიდან ინტერნეტთან წვდომა ადამიანის უფლება გახდება

გუნტერ ოტინგერი, ევროკომისარი ტელეკომუნიკაციებისა და ერთიანი ციფრული ბაზრის საკითხებში, აცხადებს, რომ ევროკომისია წევრ-ქვეყნებს საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულებს უზრუნველყონ ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლისთვის, იმის მიუხედავად, გააკეთებენ თუ არა ამას კერძო კომპანიები. ახალი საკანონმდებლო წესების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან გადაიხადონ ინტერნეტის საფასური და უზრუნველყონ მასთან წვდომის უფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის. ევროკომისიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ინტერნეტთან წვდომა ხდება სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვა და ...

Read More »

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება

მთავრობა დღეს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამის მიხედვით გაწერილია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის. პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. „მოგეხსენებათ, რომ თვეების წინ ჩვენ მივიღეთ სტრატეგია. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორია იდენტიფიცირებულ და დაყოფილი იქნა რამდენიმე ზონად. ...

Read More »

საქართველოს მოსახლეობის 40% ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის იყენებს

საქართველოს მოსახლეობის 40% ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის იყენებს

კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-მ, რომელიც 2016 წლიდან უკვე ინტერნეტ აუდიტორიის გაზომვასაც ახდენს, ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების პრეფერენციები გამოიკვლია. კითხვაზე „რა მიზნით იყენებთ ინტერნეტს?(მნიშვნელობით პირველი მიზანი)“ სულ გამოკითხული 4400 რესპოდენტიდან, თბილისში ყველაზე მეტი 26,47% აცხადებს, რომ სტუმრობს სოციალურ ქსელებს/ბლოგებს/ფორუმებს, ხოლო კიდევ 12,97% აცხადებს რომ მთავარი მიზანია სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის/ბლოგის წარმოება. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1: გრაფიკზე მოცემულია ტოპ 10 პასუხი კითხვაზე „რა ...

Read More »

თურქეთი 4,5 G-ზე გადავიდა

თურქეთი 4,5 G-ზე გადავიდა

4,5 G-ის უპირატესობა 4 G-თან შედარებით არის შედარებით ახალი ტექნოლოგიები, მობილური კავშირის და ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე. როგორც თურქეთის ტრანსორტისა და კავშირგამბულობის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განმარტა, 4,5 G ინტერნეტის სიჩქარეს, არსებულთან შედარებით დააჩქარებს 10-ჯერ.

Read More »

“შევედით ქვეყნის შედარებით მოშორებულ რეგიონებში სადაც ინტერნეტის სერიოზული დეფიციტია”

"შევედით ქვეყნის შედარებით მოშორებულ რეგიონებში სადაც ინტერნეტის სერიოზული დეფიციტია"

21 მარტს რადიო ”ფორტუნამ” და გვანცა ლაღიძის გადაცემამ  ”წარმატების ფორმულა”, მოწვეულ სტუმართან – კომპანია” ბილაინის” გენერალური დირექტორთან გიორგი ტყეშელაშვილთან ერთად, მსმენელს სასარგებლო რჩევები და წარმატებული კომპანიის გამოცდილება გაუზიარა. – სქართველოში ”ბილაინმა” 2007 წელს დაიწყო მუშაობა. როგორ დაიმკვიდრა თავი კომპანიამ პირველ ეტაპზე, რამდენი აბონენტით დაიწყეთ დადღეს რა არეალს მოიცავთ? – თავიდან საკმაოდ მცირე არეალს – მხოლოდ თბილისს და რუსთავს მოვიცავდით. მახსოვს, ...

Read More »

ინტერნეტში პირადი ინფორმაცის დაცვის მექანიზმები

ინტერნეტში პირადი ინფორმაცის დაცვის მექანიზმები

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება კიდევ ერთხელ სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ინტერნეტმომხმარებლის და არა მარტო მათი, პირადი ინფორმაცია, მიმოწერა, საუბრები და ა.შ. საიდან შეიძლება გაჟონოს პირადმა ინფორმაციამ ინტერნეტში და არსებობს თუ არა თვალთვალისგან თავდაცვის მექანიზმი – ამ საკითხებზე კიბერდანაშაულის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში ექსპერტს, უჩა ზაქაშვილს ვესაუბრეთ: – რომელია “სუსტი ხვრელები”, საიდანაც ...

Read More »

თუკი ,,ბილაინი” “კავკასუს ონლაინს” შეიძენს, ინტერნეტზე არსებული ტარიფები საგრძნობლად შემცირდება

თუკი ,,ბილაინი” “კავკასუს ონლაინს” შეიძენს, ინტერნეტზე არსებული ტარიფები საგრძნობლად შემცირდება

“რუსეთიდან ინტერნეტი უკვე შემოდის ორი კაბელით საქართველოში, თუმცა ამაზე კრიტიკა ჯერ არავის გამოუთქვამს” ბოლო პერიოდში, ,,კავკასუს ონლაინაის“ ირგვლივ არაერთხელ დაიწერა და არაერთი რამ ითქვა. მისი შეძენას ჯერ ,,სილქნეტი“ გეგმავდა, შემდეგ ,,მაგთიკომი“, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა, მფლობელები კი მისი გაყიდვით აქტიურად იყვნენ დაინტერესებული. ,,კავკასუსის“ შეძენის სურვილი ახლა უკვე ,,ბილაინმა“ გამოთქვა და ამასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიაში სხდომაც გაიმართა. შემდეგი სხდომა 10 მარტს ...

Read More »

2020 წლისთვის ევროპაში სუპერსწრაფი ინტერნეტი ჩაირთვება

2020 წლისთვის ევროპაში სუპერსწრაფი ინტერნეტი ჩაირთვება

ევროკავშირმა მეხუთე თაობის ინტენეტის შექმნაზე დაიწო მუშაობა ევროკავშირი მეხუთე თაობის ინტენეტის შექმნაზე მუშაობს. შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირსა და ბრაზილიას შორის 23 თებერვალს გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. კომისიის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა შესაბამისი ტექნოლოგიის ევროკავშირში განთავსების შესახებ. სამუშაოები 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. “მომავალში ყველა და ყველაფერი მეხუთე თაობის ინტერნეტს გამოიყენებს. 2020 წლისთვის 26 მილიონ მოწყობილობაში იქნება ჩართული ...

Read More »

ერთ წელში მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

ერთ წელში მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ საუბარია კომპანია Facebook -ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში State of Connectivity 2015: A Report on Global Internet Access. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წლის ბოლოს 3,2 მლრდ ადამიანს ქონდა წვდომა ინტერნეტთან. 2014 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი – 2,9 მლრდ-ს შეადგენდა, შესაბამისად ზრდა 43 %-ის დონეზე დაფიქსირდა. Facebook-ის შეფასებით, ბოლო 10 ...

Read More »