Home » Tag Archives: გიორგი გახარია

Tag Archives: გიორგი გახარია

პოლიციელებს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

პოლიციელებს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი მოემატება, – ამის შესახებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელფასი 250 ლარით გაიზრდება. „ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის  მინიმუმი, რაც შეგვეძლო ...

Read More »

ღამის კლუბების საქმიანობა შესაძლოა, რეგულირებადი გახდეს

ღამის კლუბების საქმიანობა შესაძლოა, რეგულირებადი გახდეს

შს სამინისტრო კლუბების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას შეიმუშავებს. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ამჟამად უწყება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას სწავლობს. „საერთოდ ვთვლით, რომ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებიც დაგვჭირდეს. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში სანებართვო საქმიანობაა ღამის კლუბები. არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ის ზომებია, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, თუმცა გარკვეული სახის ღონისძიებები, ალბათ, გასატარებელი იქნება. ჩვენ ახლა ვსწავლობთ საუკეთესო პრაქტიკას, ევროპაში ...

Read More »

გიორგი გახარია: ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე

გიორგი გახარია: ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე

ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 – მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდია სარგებელი, რომელიც შს სამინისტროს მიერ ჩატარებულმა მოიტანა. “ის რომ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 – მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, ...

Read More »

გიორგი გახარია კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის მიზეზს ასახელებს

გიორგი გახარია კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის მიზეზს ასახელებს

ბოლო ორ კვირაში, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა დღეის მდგომარეობით, 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული ექვსი შემთხვევა სხვადასხვა კლუბში. ► „ნარკორეალიზატორები ჩვენი საერთო პრობლემაა და როცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი, შსს-ს მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს“ „დღეის მდგომარეობით, 20 ...

Read More »

„ნარკორეალიზატორები ჩვენი საერთო პრობლემაა და როცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი, შსს-ს მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს“

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა და მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთანდაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ►ლევან კობერიძე – საქართველო ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის მზად არ არის მისი თქმით, შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ...

Read More »

„საპატრულო ეკიპაჟები ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლების წინ მორიგეობენ“

„საპატრულო ეკიპაჟები ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლების წინ მორიგეობენ“

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟები ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლებთან მორიგეობენ, სწავლის დაწყების პერიოდში, ამასთან, ისინი მორიგეობენ ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებთანაც. ამის შესახებ შს მინისტრმა დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შსს-ში კახა კალაძესთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო, რომ ეს უწყებები ვალდებულნი არიან, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან. „იმ გამოწვევებს, როგორც ქალაქისთვის, ასევე შსს-თვის და განსაკუთრებით საპატრულო დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, ...

Read More »

ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი ხომ არ გაგვეუქმებინა

ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეტი ხომ არ გავაუქმოთ

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის სამთავრობო ცვლიბებს ეხმაურება. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ფაქიზო ხომ არ გაგვეყიდა, ანუ მინისტრთა კაბინეთი ხომ არ გაგვეუქმებინა დიდი აურზაურია ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ 18–დან 14 სამინისტრო დარჩა, ავშენდით, აი, 2 სამინისტრო რომ დამატებოდა, დავიქცეოდით. კარგით რა, ხალხო! ჩემი ფეისბუქ–მეგობრებისთვის მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს. ...

Read More »

პრემიერმა შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

პრემიერმა შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე–პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული თვისებების გამო არის ამ პოსტზე შერჩეული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება“, – განაცხადა ...

Read More »

შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს

ინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო ...

Read More »

“დღეს საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება”

"დღეს საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება"

სოფლიო ბანკის  2018 წლის Doing Business -ის რეიტინგში, რომელიც განიხილავს 190ქვეყნის რეიტინგს საქართველომ მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ბიზნეს გარემოს და ჩვენი საინვესტიციო კლიმატისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება. “ჩვენი წინსვლა არის მნიშვნელოვან ...

Read More »