Home » Tag Archives: ფინანსები

Tag Archives: ფინანსები

საქასტატი: ოჯახის სარჩენად თვეში 210 ლარია საჭირო

საქასტატი: ოჯახის სარჩენად თვეში 210 ლარია საჭირო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლების ხარჯები და შემოსავლები გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ და მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოჯახის სარჩენად. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით კი, 2017 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა – 210.5 ლარი შეადგინა. ...

Read More »

“თბილისის ბიუჯეტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ”

"თბილისის ბიუჯეტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ"

თბილისის ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცადა. კალაძის თქმით, დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. „30 მილიონი დამატებით იქნა გამოყოფილი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ეს თანხები მოხმარდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, რომლის განხორციელებას უახლოეს მომავლში ვიწყებთ. ზოგადად ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქს გააჩნია, მიმაჩნია, რომ ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს  მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება. მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში,  ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს ...

Read More »

პირველი 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა

პირველი 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა

პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოში განხოცილებული ინვესტიციებით იპირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 29.6 პროცენტით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 18.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ჩინეთი – 14.9 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის I კვარტალში 78.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 110.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – მსოფლიო ბანკი ზაფხულში საქართველოს დაფინანსების პორტფელს გაზრდის

მამუკა ბახტაძე - მსოფლიო ბანკი ზაფხულში საქართველოს დაფინანსების პორტფელს გაზრდის

რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს დაფინანსების პორტფელს გაზრდიან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოვიდა და ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში. „მსოფლიო ბანკი გახლავთ ჩვენი მთავარი პარტნიორი იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციაში, რომელსაც ვგეგმავთ. ...

Read More »

„არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა“

„არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა“

“თუ საქართველოში დაწესდება სამევახშეო პროცენტის ზღვარი, ეს გონივრული იქნება” ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს ბანკის ვალი აქვს (2015 წლის მონაცემებით), კომერციული ბანკების მოგების ზრდა კი დაკავშირებულია სწორედ მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან. 2012 წლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემის წინაშე. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო შეთავაზებები „გთავაზობთ სესხს ...

Read More »

“ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში, სესხის აღებაზე ახალი რეგულაციები წინგადადგმული ნაბიჯია”

"ამ ქაოსურ და ბანდიტურ სიტუაციაში, სესხის აღებაზე ახალი რეგულაციები წინგადადგმული ნაბიჯია"

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, სეხის გაცემა, როცა იცი, რომ ადამიანი ვერ გადაიხდის, არ შეიძლება. ამიტომ, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან რეალურად, ხალხს იმ პროცენტის გადახდა, რაც აქამდე ეკისრებოდათ სესხის დაფარვამდე, არ შეეძლოთ. “ურთიერთ დაცულობა, თამაშის წესი უნდა არსებობდეს. სესხი არ შეიძლება გასცე ისეთი პირობით, როცა იცი წინასწარ, რომ ვერ გადაიხდის ადამიანი. მიკოროსაფინანსოები, ...

Read More »

მსოფლიო ბანკი მზად არის, სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს

მსოფლიო ბანკი მზად არის, სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს

ამოვედი აქ, რადგან საქართველოს მიმართ გამოვხატო ჩემი და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბორმა განუცხადა.  მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სტიქიის ზონაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.  როგორც მერსი ტემბორმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მზად არის, საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს. “ვფიქრობთ, რომ თქვენი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელით სწორად ...

Read More »

“ჩვენ ნამდვილად გვაქვს რეგიონის ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა”

"ჩვენ ნამდვილად გვაქვს რეგიონის ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა”

“ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს ლიკვიდური, ღრმა ბაზარი, რომელიც ეკონომიკაში რესურსების გადანაწილების ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ,,ბანკები და ფინანსებთან” ისაუბრა – რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული საფონდო ბირჟა? -ბირჟის და, ზოგადად, საფონდო ბაზრის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ლიკვიდურობის დაბალი დონე, ვაჭრობის მცირე მოცულობები, ...

Read More »

2016 წლის ბოლო კვარტლის ანგარიშით, სამყაროში დაახლოებით 522 000 მილიონერია

2016 წლის ბოლო კვარტლის ანგარიშით, სამყაროში დაახლოებით 522 000 მილიონერია

Bloomberg,  კომპანია New World Wealth – ის ანგარიშზე დაყრდნობით, საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს:  სამყაროს დოვლათი სწრაფად იზრდება, ამ მხრივ სამაგალითოა ავსტრალია, მისი ეკონომიკა უსწრაფესი ტემპით ვითარდება. ალბათ, ჯანდაცვის კარგი სისტემის და დაბალი გადასახადების გამო. ავსტრალია სულ უფრო და უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს.   კაპიტალის შედინება-გადინების დიაგრამაზე მას 2016 წელს ამერიკა, კანადა და არაბეთის გაერთიანებული საამიროები მოსდევს – ზრდის ტენდენციით. ხოლო მშპ-ს ...

Read More »