Home » Tag Archives: ფეხბურთი

Tag Archives: ფეხბურთი

რუსეთის ეკონომიკას ზრდის ტემპს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი უნარჩუნებს

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი რუსულ ეკონომიკას დიდ მოგებას მოუტანს და საერთაშორისო სანქციებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება, წერს სააგენტო BBC. “მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გარეშე ჩვენ ეკონომიკური ზრდა არ გვექნებოდა. ახლა კი გვაქვს, მართალია ის საკმარისად სწრაფი არ არის, მაგრამ მაინც…” – თქვა სპეციალურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრემიერ-მინიტრის თანაშემწემ, არკადი დვორკოვიჩმა. კომპანია McKinsey-ის გამოთვლით, მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთს, საერთო ჯამში, 867 მილიარდ რუბლს მოუტანს, რაც ...

Read More »

თბილისს ორი ახალი სპორტული ცენტრი შეემატება

თბილისს ორი ახალი სპორტული ცენტრი შეემატება

დედაქალაქს ორი ახალი სპორტული ცენტრი შეემატება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ ვაზისუბანსა და ლილოს დასახლებაში ახლადაშენებული სპორტული ცენტრები დაათვალიერეს. მერიის ცნობით, ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხელოვნურ საფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობასა და ...

Read More »

ახალი წესების მიხედვით ჩინური გუნდები საფეხბურთო ვარსკვლავებში ორჯერ მეტ თანხას გადაიხდიან

ახალი წესების მიხედვით ჩინური გუნდები საფეხბურთო ვარსკვლავებში ორჯერ მეტ თანხას გადაიხდიან

როგორც  Bloomberg-ი წერს, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული რეგულაციის თანახმად ცინური გუნდები საფეხბურთო ვარსკვლავებში თანხას ორჯერ გადაიხდიან. კლუბები, რომლებიც ფეხბურთელებს ყიდულობენ, ვალდებულნი არიან გარკვეული თანხა გადარიცხონ ფონდში, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთში ფეხბურთის განვითარებას. ამ ნაბიჯმა შესაძლოა შეზღუდოს საფეხბურთო კლუბების შესაძლებლობები გამოიმუშავონ დიდი თანხები და შეიძინონ სუპერ ვარსკვლავები სხვადასხვა წამყვანი ჩემპიონატის კლუბებიდან. 2016 წლის მიხედვით ჩინეთი მეხუთე იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ...

Read More »

Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა

Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა

როგორც Bloomberg-ი წერს, Adidas-მა საფეხბურთო მაისურების სპონსორობის კონკურენციაში Nike-ს აჯობა. მას შემდგომ რაც მანჩესტერ იუნაიტედმა და ამსტერდამის აიაქსმა ევროპა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვეს, აქედან ერთი გამარჯვებული ამთავითე ცნობილია და ეს ადიდასი. გერმანული ფირმა, რომელიც ორივე კლუბს აფინანსებს, ასევე სპონსორია ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული კლუბებისა – ტურინის იუვენტუსის და მადრიდის რეალის. ამ ბაზარზე ადიდასი დიდ კონკურენციას უწევს ...

Read More »

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი აუქციონზე იყიდება

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი აუქციონზე იყიდება

„საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“-ს 100%  წილი აუქციონზე იყიდება.  ამჟამინდელმა მეპატრონემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა კლუბის აუქციონზე გამოტანა შემდგომი განვითარებისათვის და უკეთესი საარსებო პირობების შექმნის მიზნით ახსნა. კლუბის საწყისი ფასი 585 412 ლარია, ბიჯი 5000 ლარს შეადგენს. აუქციონი 26 მაისს დასრულდება. მყიდველმა რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორის შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ განვითარებისათვის  ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს, ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის შემთხვევაში  არანაკლებ ...

Read More »

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმად მგელი აირჩიეს

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმად მგელი აირჩიეს

მგელი, სახელად “ზაბივაკა” ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თილისმად აირჩიეს.  ფიფას გამოკითხვაში მგელმა ხმების 53% მიიღო. “ზაბივაკამ” აჯობა ვეფხვს, რომელმაც ხმათა 27% მიიღო და კატას, რომელმაც ხმების 20% დაიმსახურა. მგელი შექმნილია სტუდენტ ეკატერინა ბოჩოროვას მიერ. “დარწმუნებული ვარ, “ზაბივაკა” დიდი პოპულარობით ისარგებლებს როგორც კონფედერაციის თასზე 2017 წელს, ასევე 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე” – აცხადებს ეკატერინა ბოჩოროვა.

Read More »

TOP10 მილიარდერი, რომელიც საფეხბურთო კლუბს ფლობს

TOP10 მილიარდერი, რომელიც საფეხბურთო კლუბს ფლობს

დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში მრავლად შევხვდებით ისეთ კლუბებს, რომელთა მფლობელები რამდენიმე მილიარდის პატრონებიც კი არიან, თუმცა საფეხბურთო წარმატებას ცოტაოდენი თუ აღწევს. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ ტოპ-10 მილიარდერების სიას, რომლებიც საფეხბურთო კლუბების მფლობელები არიან. #10. ჩელსი – რომან აბრამოვიჩი – 5.3 მილიარდი გირვაქნა სტერლინგი. მხოლოდ რამდენიმე მფლობელს თუ ექნება ისეთი დაფასება და გავლენა კლუბში როგორიც ეს რომან აბრამოვიჩს აქვს. რუსმა ოლიგარქმა კლუბი საკუთარი კონტროლის ...

Read More »

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დაუჯერებელი ფინანსური მოვლენები

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დაუჯერებელი ფინანსური მოვლენები

მსოფლიო ფეხბურთში დღეს ძალიან დიდი ფული ტრიალებს. კლუბები შემოსავალს ბილეთებისა და სატელევიზიო ლიცენზიების გაყიდვით, ტრანსფერებითა და სპონსორებით იღებენ. გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთში მომხდარ ყველაზე დაუჯერებელ მოვლენებს : * უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ინგლისური პრემიერ ლიგის გუნდებმა სატელევიზიო ლიცენზიების გაყიდვებით 5,5 მილიარდი ფუნტი გამოიმუშავეს. * მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მატჩად ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ფინალი ითვლება, რომლის გამარჯვებულიც პრემიერ ლიგის საგზურს იღებს. როგორც ცნობილია, წელს ...

Read More »

EURO2016 – ბოიკოტი რუს ფანებს

EURO2016 - ბოიკოტი რუს ფანებს

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ფრანგულმა სასტუმროებმა და რესტორნებმა რუს ფანებს თავიანთ დაწესებულებაში შესვლა აუკრძალეს. მათ რესტორნების და სასტუმროების შესასვლელ კარებზე ჩამოკიდეს ამკრძალავი აბრა, რომელზედაც რუსული დროში ფერებში გამოწყობილი ღორი ხატია. აბრაზე არის წარწერა „შესვლა აკრძალულია ღორი რუსებისთვის“. მიზეზი რუსი ფანების მხრიდან აგრესიული და ძალადობრივი ხასიათის მქონე ქცევაა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატზე ერთი ინგლისელი ფანის და ერთიც ფრანგი პოლიციელის ...

Read More »

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ქვეყანაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. როგორც პარიზის მერის მოადგილემ ჟან-ფრანსუა მარტენსმა „ბიბისი“-ს განუცხადა, პარიზში იმყოფებიან დიდი რაოდენობით პოლიციელები. ეიფელის კოშკთან, სადაც გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა გაიხსნა, უსაფრთხოების ისეთივე ზომები იქნება უზრუნველყოფილი, როგორც აეროპორტებში. დღეს საღამოს პარიზის „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე “ევრო-2016”-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთის 10 ქალაქში დაგეგმილ მატჩებს 7 მილიონამდე ...

Read More »