Home » Tag Archives: ექსპორტი (page 10)

Tag Archives: ექსპორტი

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2136 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2136 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2136 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. ექსპორტი 443 მლნ აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1693 მლნ აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1250 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.

Read More »

„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტებს ესპანეთშიც აწარმოებს

„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტებს ესპანეთშიც აწარმოებს

 „ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს და კიდევ ერთ პრეპარატს ესპანეთში აწარმოებს. სწორედ ამ თემას მიეძღვნა 7 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართული პრესკონფერენცია, რომელსაც ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს ექსპორტის მენეჯერი ჰაიმე როდო, ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს მარკეტინგის მენეჯერი ბეგონა ლატორე კასტილა და „პსპ ჯგგუფის“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი წარუძღვნენ. მედიკამენტის ესპანეთში ...

Read More »

იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული

იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, ...

Read More »

რა პოტენციალი აქვს ქართულ ლიმონათს საექსპორტოდ

რა პოტენციალი აქვს ქართულ ლიმონათს საექსპორტოდ

ბოლო პერიოდში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და დივერსიფიკაციაში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. გაზრდილია იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც ქვეყნიდან საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში გადის. წლებია, ექსპორტში ქართულ ღვინოსა თუ მინერალურ წყლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ბოლო დროს კი სასმელების ჩამონათვალში ქართული ლიმონათიც აქტიურად ფიგურირებს. ქართულ საექსპორტო პროდუქციას შორის ლიმონათი საინტერესო მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლამდე სასმელების ექსპორტი სტაბილურად მზარდი იყო. გასულ წელს ...

Read More »

ქართული ჩიფსები და პოპკორნი ექსპორტზე გადის

ქართული ჩიფსები და პოპკორნი ექსპორტზე გადის

ქართული წარმოების ჩიფსების და პოპკორნის გატანა კავკასიის ქვეყნებში იგეგმება. კომპანია „ველინგტონში,” რომელიც პროდუქციას FRIXX-ის ბრენდით აწარმოებს, აცხადებენ, რომ დასაწყისისთვის პროდუქტს  სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიტანენ და უკვე დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები ადგილობრივ დისტრიბუტორებთან.  გასული წლის ნოემბრიდან კომპანიამ ჩიფსის გარდა ბაზარზე ორი სახეობის პოპკორნი გამოიტანა და იგეგმება ახალი სახეობების გამოშვება. რაც შეეხება ჩიფსებს, „ველინგტონი” სამი სახეობის – აჯიკის, ბარბექიუს და კლასიკურ ჩიფსებს აწარმოებს, ...

Read More »

რა პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე

რა პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე

საქართველოს საექსპორტო კალათაში ცვლილებებია – გარკვეული პროდუქციის ექსპორტი მცირდება, მაგრამ ჩნდება ახალი პროდუქტები, რომელთა ექსპორტი იზრდება. Allnews.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოს ეკონომიკის ექსპერტები მსოფლიოში ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და რომელ პროდუქტებს მიიჩნევენ პერსპექტიულად. ამასთან, საინტერესოა რა პროექტებს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებულმა ამა თუ იმ პროდუქციამ ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საექსპორტო კალათის ...

Read More »

სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2-ჯერ გაიზარდა

სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2-ჯერ გაიზარდა

ოფიციალური სტატისტიკით, ამ წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 11,19 მლნ აშშ დოლარის სპირტი და სპირტიანი სასმელები გავიდა, რითაც ის საექსპორტო კალათაში 8 ადგილზეა. მასზე მთელი ექსპორტის 4% მოდის.  წინა წლის ამავე პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 5,1 მილიონი იყო და ექსპორტის 1,6% ეკავა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტი გაზრდილი როგორც რუსეთში ასევე ჩინეთში. კერძოდ, რუსეთში 2 თვეში 1,86 მილიონი აშშ დოლარის სპირტი და სპირტიანი სასმელები გავიდა. (2015 წ, ...

Read More »

თებერვალში 158.7 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა

თებერვალში 158.7 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა

თებერვალში უცხოეთის ბაზრებზე 158.7 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. „საქსტატის“ ცნობით, ქვეყანამ ექსპორტიდან, იანვართან შედარებით, 36.5 მილიონით მეტი შემოსავალი მიიღო, თუმცა წინა წლის ამავე თვესთან შედარებით კლება 8,5 მილიონია. აღსანიშნავია, რომ 2 თვეში ექსპორტის მოცულობა 281 მილიონია, 13%-ით ნაკლები წლიურ ჭრილში. ბოლო  1თვეში მკვეთრად, 313.7  მილიონით გაიზარდა იმპორტის მოცულობა. გასული თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში 723.1  მილიონის პროდუქცია შემოვიდა. დეფიციტი 564 ...

Read More »

ექსპორტის ხელშესაწყობად ეკონომიკის სამინისტროში ოთხი ახალი სამსახური შეიქმნა

ექსპორტის ხელშესაწყობად ეკონომიკის სამინისტროში ოთხი ახალი სამსახური შეიქმნა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან სავაჭრო განვითარებაზე ოთხი ახალი სამსახური იზრუნებს. ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ახალი სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტებისგან დამოუკიდებლად, თითოეულ რეგიონზე ცალ-ცალკე იმუშავებენ. ყველა მათგანს უშუალო კონტაქტი ექნება საქართველოში ადგილობრივ კომპანიებთან. შეისწავლიან მათ პრობლემებს და კონსულტაციებს გაუწევენ. ასევე დაეხმარება კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მარკეტინგულ კამპანიებთან და ბიზნეს ოპერატორებთან კონტაქტების დამყარებაში. აღნიშნული მიმართულებები გამოეყო საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს. ეს სამსახურები მსოფლიოს ...

Read More »

2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 56%-ით აღემატება. სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ...

Read More »