Home » Tag Archives: ეკონომიკის სამინისტრო

Tag Archives: ეკონომიკის სამინისტრო

რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

150 მილიონი ლარის 117 საპრივატიზაციო ობიექტი, რომელმაც 2500 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტების გასხვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში მათი მეტად ინტეგრირებული ჩართვა. აღნიშნული პროცესი ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად უწყობს ხელს. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კერძო სექტორი გაცილებით უკეთ მართავს მის ხელთ არსებულ რესურსებს. საქართველოში პრივატიზაციის ტემპები მაინცდამაინც ...

Read More »

Black Friday ეკონომიკის სამინისტროსგან – უწყებას საპრივატიზაციოდ 100 ობიექტი გამოაქვს

Black Friday ეკონომიკის სამინისტროსგან - უწყებას საპრივატიზაციოდ 100 ობიექტი გამოაქვს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე. „ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ...

Read More »

„რიცხვებით ჟონგლირება” – გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება

„რიცხვებით ჟონგლირება" - გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება

„რიცხვებით ჟონგლირება” – გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება გასულ კვირას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის დონის მაჩვენებლის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2018 წელს დაფიქსირებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა და ის 12.7%-ს შეადგენს. „ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს”, ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ებში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ პოსტი დატოვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ, ასევე ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა. „როტაცია ხდება, ახალი ხელმძღვანელობა მოდის და ახალი სისხლია. არაფერი გასაჟღერი პრობლემა არ იყო“, – ასე უპასუხა ქობულიამ შეკითხვას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განხორციელებულ ცვლილებაზე.

Read More »

„კარგი იქნება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება“

„კარგი იქნება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება“

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობას სამინისტროების პარარელურად, ოპტიმიზაციას ადგილობრივ თვითმმართველობებშიც ურჩევს. მისი განცხადებით, რამდენიმე სახელმწიფო უწყება გასაუქმებელია, რადგან ამით ხარჯები შემცირდება. როგორც ჭყონიამ „კომერსანტს“ განუცხადა, კარგი იქნება თუ მართლაც გაერთიანდება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე როგორც დაანონსდა სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროები. თუმცა, როგორც ჭყონია აღნიშნავს, ოპტიმიზაციას კიდევ რამდენიმე სახელმწიფო უწყება უნდა დაექვემდებაროს. საუბარია, ლოტოლვითა და განსახლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შერწყმაზე. „მარტო ...

Read More »

რამდენად იქნება სტიმულის მიმცემი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საგარანტიო ფონდის შექმნა

რამდენად იქნება სტიმულის მიმცემი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საგარანტიო ფონდის შექმნა

საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშრებით, თუ რამდენად იქნება სტიმულის მიმცემი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და ზოგადად ეკონომიკის სწრაფი ზრდისათვის მთავრობის მიერ დაანონსებული საგარანტიო ფონდის შექმნა. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მოგეხსენებათ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც საბანო სექტორი დაესწრო ისაუბრა საკრედიტო საგარანტიო მექანიზმებზე, რომელიც კომერციული ...

Read More »

მთავრობა სესხების უკან დაბრუნების საგარანტიო ფონდს ქმნის

მთავრობა სესხების უკან დაბრუნების საგარანტიო ფონდს ქმნის

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ახალი ინიციატივები. ...

Read More »

მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მხოლოდ 20 პროცენტი აითვისა

მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მხოლოდ 20 პროცენტი აითვისა

საქართველოს მთავრობის განკარგულებებით და პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სარეზერვო ფონდიდან 18,689 მილიონი ლარი გამოიყო. ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, რეალურმა ხარჯმა 3,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გამოყოფილი თანხის 20 პროცენტია. ყველაზე მეტი თანხა იუსტიციის სამინისტრომ აითვისა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ფარგლებში“ იურიდიული მომსახურების შესყიდვისა და საქმესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად 9,875 მილიონი ლარი ...

Read More »

საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს

საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს

ქართულ ბაზარზე თემურ ლომიძის მიერ დაფუძნებული ვირების პირველი ფერმა გამოჩნდა, სახელად – “სახე-დარის”. ფერმაში ვირის რძესა და ვირის ყველს აწარმოებენ. ფერმის დამაარსებლის, თემურ ლომიძის განცხადებით, რომლის ფერმა განვითარების საწყის ეტაპზეა, წარმადობის გაფართოებასთან ერთად ექსპორტზე გატანაც აქვს სამომავლო პერსპექტივაში. თუ სად არის ამ რძის შეძენა შესაძლებელი, როგორია მისი ფასი და რა პერსპექტივა აქვს აღნიშნულ ფერმას, ამასთან დაკავშირებით თემურ ლომიძემ გადაცემაში – “საქმის ...

Read More »

“არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში”

"არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში"

უკვე დიდი ხანია, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, „TV პირველის“ ეთერში გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, აქვს თუ არა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბიზნესკავშირები რუსეთთან და არის თუ არა იგი ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი, რადგან, ამის თაობაზე პერიოდულად სხვადასხვა სახის ...

Read More »