Home » Tag Archives: ეკონომიკა

Tag Archives: ეკონომიკა

ბაჩანა ჯინჭარაძე – ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის

„ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას, ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში აცხადებს. „ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვას ექვემდებარება, მნიშვნელოვანწილადაა განპირობებული იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში შესაბამის დროს მოხდა რიგი შემზღუდავი მოქმედებების გატარება. დღეს, როცა ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად დარეგულირებულია ჩვენს ქვეყანაში, არსებული ვითარება მაინც არ გვაძლევს იმის ...

Read More »

აფბა მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკის გახსნის ტემპი დააჩქაროს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას და მთავრობას მოუწოდებს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები უფრო სწრაფი ტემპით მოიხსნას.   დღეს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები გადამეტებულია და ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. ამას ცხადყოფს ვირუსის გავრცელების უკანასკნელი დინამიკაც, რომელიც აშკარად კლებითი დინამიკით ხასიათდება და ის უკვე ჩამოუვარდება  გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობას. არსებულ ...

Read More »

ინფლაცია მიზნობრივს უკვე ორჯერ აღემატება – ეროვნული ბანკის უმოქმედობა ფეთქებადსაშიშია

მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ვრცელი განმარტება გააკეთა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეკონომისტების ნაწილი სებ-ს მოუწოდებდა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებისკენ, რაც სებ-ს რიგი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. როგორც სების პრეზიდენტმა განმარტა აღნიშნული ზომის მიღებას თან ახლავს მრავალი რისკი მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი რისკები, როგორებიცაა ქვეყანაში დოლარიზაციის დონის ზრდა. ...

Read More »

“ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს”

საგარეო-სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თავისებური ანარეკლია. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინასწარი მონაცემებით, 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იმითაც არის საინტერესო, რომ თუ თუნდაც შარშან მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, რაც პირველი თერთმეტი თვის მიხედვით 11, 341 მლრდ აშშ დოლარი იყო, უარყოფითი სავაჭრო ...

Read More »

„ლარის კურსმა გადალახა ზღვარი და თავად გახდა ფაქტორი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ზემოქმედებს ინფლაციაზე“

„ლარის კურსმა გადალახა ზღვარი და თავად გახდა ფაქტორი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ზემოქმედებს ინფლაციაზე“

ქართული ლარის გაცვლითი კურსი ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მთავარ გამოწვევად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მასშტაბური პრობლემები შექმნა როგორც ინფლაციის, ისე, ზოგადად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. საკითხთან დაკავშირებით, „ბანკები და ფინანსები“ ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ეკონომისტ მიხეილ ჭკუასელს ესაუბრა. – ბატონო მიხეილ, ლარის დევალვაციის საკითხი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. კურსის ვოლატილობამ, ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეც (მაგალითად, ინფლაცია). თქვენი აზრით, ...

Read More »

ემიგრანტებზე ჩამოკიდული საქართველოს ეკონომიკა

ემიგრანტებზე ჩამოკიდული საქართველოს ეკონომიკა

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები ქვეყნის გარეთ მყოფი მოქალაქეების იმედად დარჩა ტრანსფორმაციის ეტაპებში გაჭედილ საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე ნამდვილად არ უდგას. ერთი შეხედვით წინსვლა თითქოს სახეზეა – უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, საშუალო ხელფასის მოცულობა იზრდება, ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა, ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში დავწინაურდით, იდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც ქართულ პროდუქციას უაზარმაზარ სამომხმარებლო ბაზრებს უხსნის, ...

Read More »

რეიტინგებში დამალული ეკონომიკური პრობლემები

რეიტინგებში დამალული ეკონომიკური პრობლემები

პაატა ბაირახტარი – ეკონომისტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“, ვიცე -პრეზიდენტი   ბოლო პერიოდში ხელისუფლება აქტიურად აპელირებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებით, ამით ეკონომიკური გუნდის არაერთი მინისტრი იწონებდა თავს. მართლაც თუ მიმდინარე წელს გადავხედავთ, მსოფლიო ბანკის 2020 წლის რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს. კერძოდ კი ბიზნესის კეთების სიმარტივით (Doing Business) საქართველო 190 ქვეყანას შორის 7 ადგილს იკავებს. მართალია ქვეყანა წინა ...

Read More »

საწვავის ბაზრის ანატომია

საწვავის ბაზრის ანატომია

კარტელი რომელიც მოსახლეობას ძვირი უჯდება უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მუდმივად ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანია ფასი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა საწვავში იხდის. ეს კითხვა საკმაოდ ლეგიტიმურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საწვავი სტრატეგიული პროდუქტია და მასზე ფასის ზრდა, ირიბად ნიშნავს, სხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე ფასების დონის ზრდასაც. მით უფრო, რომ საქართველო მომპოვებელი ქვეყანა არ არის და ის პირდაპირ უნდა იყოს დამოკიდებული საერთაშორისო ტენდენციებზე. სწორედ ამ ტენდენციებთან, ...

Read More »

ვინ არის ლარის გაუფასურებაში დამნაშავე

ვინ არის ლარის გაუფასურებაში დამნაშავე

ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის გაუფასურების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ბუნებრივია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება მალევე დაბრალდა ჩვენს მეზობლებსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს. მართლაც არითმეტიკული სიზუსტით დაემთხვა თურქული ლირის მნიშვნელოვან გაუფასურებას, ლარის პოზიციების შესუსტება, ამავე პერიოდში უფასურდებოდა რუსული რუბლიც. ეკონომიკაში ასეთ მოვლენას ერთადერთი ახსნა აქვს და მას “აჟიოტაჟურ” კურსს უწოდებენ. თუმცა, აჟიოტაჟური კურსი ...

Read More »

Boeing-ის კატასტროფამ აშშ-ის ეკონომიკას დაარტყა – კომპანიამ 40 მილიარდი დოლარი იზარალა

Boeing-ის კატასტროფამ აშშ-ის ეკონომიკას დაარტყა - კომპანიამ 40 მილიარდი დოლარი იზარალა

ამერიკული ავიაგიგანტის, კომპანია Boeing-ის საბაზრო ღირებულება მარტში 40 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. არსებული მონაცემებით, მარტში Boeing-ის აქციებზე ფასი 18%-ით არის შემცირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება  40 მილიარდი დოლარით შემცირდა. შემცირების მიზეზი ეთიოპიაში Boeing 737 MAX-ის ჩამოვარდნა გახდა. შეგახსენებთ, რომ ეთიოპიის ავიახაზების ბოინგ „737 მაქს 8″-მ ავიაკატასტროფა 10 მარტს განიცადა. ...

Read More »