Home » Tag Archives: დონალდ ტრამპი (page 12)

Tag Archives: დონალდ ტრამპი

ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ბოლო სატელევიზიო დებატები გამართეს

ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ბოლო სატელევიზიო დებატები გამართეს

პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ბოლო სატელევიზიო დებატები გამართეს. როგორც „ბიბისი“ წერს, არჩევნებამდე 20 დღით ადრე მათ ლას ვეგასში როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს. ტრამპის შენიშვნაზე, რომ ვლადიმერ პუტინი ჰილარი კლინტონს „პატივს არ სცემს“, კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „მისი მარიონეტი“ გახდეს. საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მარიონეტი თავად კლინტონია და იქვე დასძინა, ...

Read More »

დონალდ ტრამპს პარტნიორი ბიზნესმენები “გადაგდებაში” ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპს პარტნიორი ბიზნესმენები "გადაგდებაში" ადანაშაულებენ

ამერიკის პრეზედენტობის კანდიდატს პარტნიორი ბიზნესმენები “გადაგდებაში” ადანაშაულებენ. ამის შესახებ The Wall Sreet Journal წერს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბიზნესში მისი წარმატება “ხისტმა” პოლიტიკამ განაპირობა. 33 შტატში აღძრული სასამართლო დავების მიმოხილვის შემდეგ, WSJ მივიდა დასკვნამდე, რომ ტრამპის კუთვნილი კომპანიები ხშირად ამბობდნენ უარს მიღებული სერვისების და პროდუქტების საფასურის ანაზღაურებაზე. გამოცემას მაგალითად მოჰყავს ბიზნესმენ ლარი უოლტერსთან ინტერვიუ: ბიზნესმენი ...

Read More »

ტრამპი აცხადებს, რომ $10 მილიარდზე მეტ ქონებას ფლობს

ტრამპი აცხადებს, რომ $10 მილიარზე მეტ ქონებას ფლობს

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ქონება $10 მილიარდზე მეტია, განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბმა. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი მისი ცნობა შემოსავლების შესახებ ყველაზე დიდი აღმოჩნდა სამსახურის არსებობის ისტორიაში და 104 გვერდისგან შედგება. ამასთან, ჯერ ბიზნესმენს არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია, რაზეც ადრე მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა. ტრამპმა 17 მაისს Reuters-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკამ რეფინანსირება ...

Read More »

“მდიდრებისთვის, ვფიქრობ რომ გადასახადები გაიზრდება”

"მდიდრებისთვის, ვფიქრობ რომ გადასახადები გაიზრდება"

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის. ამის შესახებ მან „ენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „მდიდრებისთვის, ვფიქრობ რომ გადასახადები გაიზრდება, ეს ნამდილად ასე უნდა მოხდეს. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, საშუალო კლასის წარმომადგენლებზე უფრო მეტად ვწუხვარ, ვიდრე მდიდრებზე“, – განაცხადა ტრამპმა. დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპს სინამდვილეში მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდის განზრახვა არ ამოძრავებს.

Read More »

ჰაკერები 1 აპრილიდან დონალდ ტრამპზე ტოტალურ შეტევებს იწყებენ

ჰაკერები 1 აპრილიდან დონალდ ტრამპზე ტოტალურ შეტევებს იწყებენ

ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას აპირებს. შესაბამისი ვიდეომიმართვა ჰაკერებმაYouTube-ზე განათავსეს. ვიდეოში Anonymous-ი აცხადებს, რომ ტრამპის წინააღმდეგ „ტოტალური ომისთვის“ არიან მზად. ისინი ასევე ამბობენ, რომ ქსელში უკვე განათავსეს ტრამპის ტელეფონის ნომერი და დაზღვევის მოწმობა. Anonymous-ი ძირითადი შეტევის დაწყებას პრეზიდენტობის კანდიდატზე 1 აპრილს აპირებს. ჰაკერების განცხადებით, ძირითადი საფრთხის ქვეშ იქნება ტრამპის პირადი საიტი და ...

Read More »

საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს 2016 წელს ემუქრება

საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს 2016 წელს ემუქრება

მიმდინარე წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების კუთხით. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყანა ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს შენელებულ ეკონომიკურ ზრდას, ფინანსური ბაზარი სტაბილურობის ძიებაში და ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს გეოპოლიტიკური კრიზისები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. გლობალური საფრთხეების ანალიტიკურმა კომპანია Economist Intelligence Unit-მა (EIU) 2016 წლის ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები დაასახელა. კომპანიის მეირ მომზადებული გლობალური რისკის ინდექსი 25-ბალიან შკალას წარმოადგენს, ...

Read More »

დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ შეფასდა

დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ შეფასდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის „საჭესთან“ უფრო საშიშია მსოფლიოსთვის, ვიდრე დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან და საომარი კონფლიქტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Economist-ის კვლევითი განყოფილების ანალიტიკოსები. ტრამპის გამარჯვება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პოტენციური გლობალური საფრთხეების სიაში მეექვსე ადგილზეა, ეკონომიკისთვის ჯიჰადიზმის ზრდის საფრთხესთან ერთად. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „მისტერ ტრამპი თავისი პროგრამის დეტალებს არ ამხელს, თუმცა მისი გამოსვლებიდანაც შეიძლება დასკვნების გაკეთება“. ანალიტიკოსებმა აშშ-ის ...

Read More »

ტრამპის გამარჯვებების შემდეგ ამერიკელები ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობენ

ტრამპის გამარჯვებების შემდეგ ამერიკელები ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობენ

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკის ერთდროულად 7 შტატში მოიგო შიდა პარტიული არჩევნები, Mashable.com-ის ცნობით, Google-ში გაიზარდა კანადაში საცხოვრებლად გადასვლის გზებზე ინფორმაციის მოძიების მაჩვენებელი. Google-ის მონაცემთა რედაქტორის, საიმონ როჯერსის თქმით, მსგავს ინფორმაციაზე მოთხოვნამ, ტრამპის გამარჯვებიდან 4 საათში, 350 პროცენტს მიაღწია და უახლოეს დროში შესაძლოა, 500%-საც გადააჭარბოს. ამ ინფორმაციას ყველაზე ხშირად მასაჩუსეტსიდან ეძებენ, სადაც ტრამპმა ხმების 49%-ით გაიმარჯვა. ამერიკელთა მოჭარბებულმა ინტერესმა ...

Read More »