Home » Tag Archives: ჩინეთი

Tag Archives: ჩინეთი

დონალდ ტრამპი – თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

დონალდ ტრამპი - თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“ და ყოველთვის მზად არის ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ტარიფები დააწესოს. „ჩინეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ეს მოლაპარაკებები არგენტინაში ჩემი და პრეზიდენტ სის შესანიშნავი და ძალიან თბილი შეხვედრიდან 90 დღეში დასრულდება“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“. „თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ...

Read More »

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. შავი ზღვის სანაპირო ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზად არის, მსგავსი სისტემის შემოღებისთვის ევროპის იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც „დოლარის ზეწოლისგან გათავისუფლება სურთ.“ თურქული ლირა მიმდინარე წელს 40%-ით გაუფასურდა. თურქული ვალუტის ვარდნა აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ...

Read More »

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო ...

Read More »

საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შეთანხმება გაფორმდა

პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკების შედეგად, ქართულმა მხარემ შეძლო ჩინურ მხარესთან შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, შედეგად, მხარეებმა მოახდინეს შეთანხმების ტექსტის პარაფირება და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. „ოქმის შესაბამისად, მხარეები დროულად გაატარებენ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს შეთანხმების შესაძლო მოკლე ვადაში ხელმოწერის მიზნით. ...

Read More »

ამერიკა ჩინეთს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების შეძენის საშუალებას შეუზღუდავს

ამერიკა ჩინეთს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების შეძენის საშუალებას შეუზღუდავს

Bloomberg: ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო გეგმავს, ჩინეთსა და ჩინურ კომპანიებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების შეძენის საშუალება შეუზღუდოს. სააგენტიოს ცნობით, შეზღუდვა პირველ რიგში შეეხება იმ ამერიკულ კომპანიებს, რომელთა 25%-ს ან მეტს უკვე ფლობენ ჩინელები. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამწვავებს სავაჭრო დაპირისპირებას ორ ქვეყანას შორის. ტრამპის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Microsoft-სა და Amazon-ს,  ჩინეთის ...

Read More »

საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

საიდან შემოვიდა პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში

პირველი კვარტლის TOP3 ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციებმა 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 416,4 მილიონი აშშ დოლარი იყო. “საქსტატში” ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, კერძოდ, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლას, ასევე – არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის ...

Read More »

ინვესტორებს ჩინურ საწარმოებში 100%-იანი წილის ფლობის უფლება ექნებათ

ინვესტორებს ჩინურ საწარმოებში 100%-იანი წილის ფლობის უფლება ექნებათ

ჩინეთი ავტოინდუსტრიას გადასახადებს უმცირებს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინი ინიციატივით, 5 წელში უცხოელ ინვესტორებს ჩინურ საწარმოებში 100%-იანი წილის ფლობის უფლებაც მიენიჭებათ. ამ დროისთის უცხოელ კომპანიებს, ჩინური საწარმოს წილის ფლობა მხოლოდ იმ შემთვევაში შეუძლიათ, თუ მასში ადგილობრივი კაპიტალი მონაწილეობს. გარდა ამისა, ჩინეთი ავტომობილებზე დაწესებული იმპორტის გადასახადს 25%-დან 15%-მდე ამცირებს, ხოლო ავტომობილების ნაწილებზე 6%-მდე. ქვეყნის მთავრობას სურს მსოფლიოში უმსხვილესი საავტომობილო ბაზარი საერთაშორისო მწარმოებლებისათვის ...

Read More »

ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც გაკვეთილზე მოსწავლის ყურადღებით ყოფნას აკონტროლებს

ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც გაკვეთილზე მოსწავლის ყურადღებით ყოფნას აკონტროლებს

ჩინეთში, ერთ-ერთი ქალაქ ჰანდოუში, სკოლაში სახის ამომცნობი სისტემის ტესტირება დაიწყეს, რომლის გამოყენებითაც, მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დაადგინონ, თუ რამდენად ყურადღებითაა მოსწავლე გაკვეთილზე. სახის ამომცნობი სამი კამერა დამონტაჟებულია კლასში მოთავსებული დაფის ზემოთ. კამერებს 7 განხვავებული  სახის ემოციის ამოცნობა შეუძლიათ და ანალიზის საფუძველზე დაადგინონ, რამდენად მობილიზებული ზის მოსწავლე გაკვეთილზე. უყურადღებობის შემთხვევაში კი მასწავლებელს შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნონ. ამ დროისთვის სისტემის ტესტირება მხოლოდ ერთ სკოლაში ...

Read More »

დაივიწყეთ ირანი და ოპეკი – ნავთობის ბაზარზე რეალური მოქმედება გლობუსის მეორე მხარეს მიმდინარეობს

დაივიწყეთ ირანი და ოპეკი - ნავთობის ბაზარზე რეალური მოქმედება გლობუსის მეორე მხარეს მიმდინარეობს

დაივიწყეთ ირანი და ოპეკი – ნავთობის რეალური საბაზრო მოძრაობა ჩინეთშია გასულ წელს ჩინეთმა ა.შ.შ -ს ნავთობის იმპორტით გაუსწრო. ჩინეთში აპრილში 39.46 მილიონი ტონის იმპორტი განხორციელდა. ჩინეთს აქამდე არასდროს განუხორციელებია 37 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის იმპორტი. 2018 წელს, ჯერჯერობით  მხოლოდ თებერვალში მოხდა 37 მილიონ ტონაზე ნაკლების იმპორტი ახალი წლის დღესასწაულის გამო. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და საერთაშორისო ენერგიის სააგენტო მოელიან, რომ ჩინეთის ...

Read More »

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ჩინეთი მილიარდერთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ჩინეთში 819 მილიარდერი ცხოვრობს. სარეიტინგო სიაში მას მოსდევს აშშ, – 571 მილიარდერით, ინდოეთი, – 131 მილიარდერით და დიდი ბრიტანეთი, – 118 მილიარდერით. ქვეყნების სია, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რაოდენობის შესახებ ვებგვერდმა Ceoworld-მა გამოაქვეყნა. 1    ჩინეთი – 819 2    აშშ – 571 3    ინდოეთი – 131 4    დიდი ბრიტანეთი – 118 5    გერმანია – 114 ...

Read More »