Home » Tag Archives: ცესკო

Tag Archives: ცესკო

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ზურაბ ჯაფარიძე სახელის შეცვლას გეგმავს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ზურაბ ჯაფარიძე სახელის შეცვლას გეგმავს

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, პარტიის სახელით არ არეგისტრირებს. სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის ხვალ იუსტიციის სამინისტროს სახელის შეცვლის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრინციპული საკითხია საარჩევნო ბიულეტენში „გირჩი“ ეწეროს. შესაბამისად, მას სურს საკუთარ სახელს „გირჩი“ დაამატოს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდეს. „ცესკო-მ დაგვიდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები ...

Read More »

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

2017 წელს ბიუროკრატიული ხარჯები 140 მილიონით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება მთავრობის ხარჯებთან დაკავშირებით, მუდმივად ისმის კითხვები. ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკა სწორედ სამთავრობო ხარჯებს უკავშირდება. თუმცა, საქმე არც ისე რთულად არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ცნობილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ისე არ წვიმს როგორც ქუხს. მიმდინარე წელი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების თვალსაზრისით, საინტერესოდ გამოიყურება. გარდა იმისა, რომ მთავრობის სტრუქტურული ...

Read More »

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა. ცესკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს ცნობით, №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 ...

Read More »

ცესკო: არჩევნები პირველივე ტურში 73-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს

ცესკო: არჩევნები პირველივე ტურში 73-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნები პირველივე ტურში საქართველოს მასშტაბით 23 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აქედან თბილისის 4, რეგიონების კი 19 მაჟორიტარული ოლქია. უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა მოიპოვა პირველივე ტურში გამარჯვება. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,32 %-მა დაუჭირა. ...

Read More »

ცესკო: ამ წუთის მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 % აქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მონაცემი

ცესკო: ამ წუთის მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 % აქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მონაცემი

ამ წუთის მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 % აქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მონაცემი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“, ისე სხვა პარტიების შემთხვევაში. „იქ, სადაც საუბარი იყო პროცენტების მეასედებზე და მეათასებზე, სავარაუდოდ პროგრამამ დაამრგვალა. აქ მთავარი არის მიღებული ხმების რაოდენობა. ამ ეტაპზე “პატრიოტთა ალიანსს” 88 132 ხმა აქვს ...

Read More »

„ქართულმა ოცნებამ“ შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო პროგრამა შეიმუშავა

„ქართულმა ოცნებამ“ შშმ პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო პროგრამა შეიმუშავა

„ქართულმა ოცნებამ“ ადაპტირებული საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ადაპტირებული პროგრამა საზოგადოებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა წარუდგინეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში პირველად დამზადდა. უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გამოიცა ბრაილის შრიფტით, ჩაიწერა აუდიო ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ : სააპელაციო პალატა ამკვიდრებს პრაქტიკას, როცა საჯარო უწყებებს საქმესთან დაინტერესებული პირების დარბაზიდან გაძევება შეეძლება

„ახალგაზრდა ადვოკატები“ : სააპელაციო პალატა ამკვიდრებს პრაქტიკას, როცა საჯარო უწყებებს საქმესთან დაინტერესებული პირების დარბაზიდან გაძევება შეეძლება

  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე, გიორგი ტყავაძე) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 2016 წლის 15 სექტემბერს, სასამართლომ საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. როგორც გადაწყვეტილების შემდგომ მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ განმარტა, მართალია, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია ...

Read More »

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” ცესკო-ს ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” ცესკო-ს ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, დაინტერესდეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ლევან ვარშალომიძის ქმედება შესაძლოა შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, საქმე ეხება „სოციალური სახლების პროგრამას“, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს ქალაქ ბათუმში. ”18 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსათვის” ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქალაქ ბათუმში „სოციალური ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფულის ხარჯვა უნდა გაკონტროლდეს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ - „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფულის ხარჯვა უნდა გაკონტროლდეს

 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებული „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდეს, გამჭვირვალე და მიზნობრივი გახდეს გრანტის სახით გაცემული სახელმწიფო თანხები და პასუხი გაეცეს კითხვებს, ვინ ამკვიდრებს და რას ემსახურება ე.წ. „ჩაწყობილი გრანტები“ ბიუჯეტის ფულის ხარჯზე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის მარიამ სვიმონიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა სწავლების ცენტრის მიერ გასულ წლებში, გრანტის სახით ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი ცესკო-მ სხდომიდან გააძევა, დაარღვია კანონი, რაც დღეს მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის პირდაპირი საფუძველია

„ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი ცესკო-მ სხდომიდან გააძევა, დაარღვია კანონი, რაც დღეს მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის პირდაპირი საფუძველია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცახდებას ავრცელებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის ადმინისტრაციულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად:  საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, 2015 წლის 13 ოქტომბერს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც მოთხოვნილ იქნა აღნიშნული სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანების ბათილად ცნობა, ...

Read More »