Home » Tag Archives: ბიუჯეტი

Tag Archives: ბიუჯეტი

პენტაგონის ბიუჯეტი 686 მილიარდამდე გაიზრდება

პენტაგონის ბიუჯეტი 686 მილიარდამდე გაიზრდება

რუსეთისგან და ჩინეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე, პენტაგონი კონგრესისგან 80 მილიარდით მეტი, საერთო ჯამში, 686 მილიარდიანი ბიუჯეტის დამტკიცებას ითხოვს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში თავდაცვისთვის გამოყოფილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტი იქნება. სამი კვირის წინ გამოქვეყნებულ აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიაში წერია, რომ ჩინეთი აზიაში ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს, რუსეთი კი თავისი პოლიტიკით მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს არღვევს. პენტაგონის მზარდი ბიუჯეტიც სწორედ ამ სტრატეგიას ...

Read More »

100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, ბიუჯეტის ცვლილების პროექტი უკვე მომზადებულია. “მოსახლეობას დავპირდით წინასაარჩევნოდ, რომ მოხდებოდა ავტობუსების ჩანაცვლება. 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც იცით, მერიის დამტკიცებულ ბიუჯეტში, არ იყო ავტობუსებისთვის თანხა ...

Read More »

რას გვიქადის 2018 წლის ბიუჯეტი

რას გვიქადის 2018 წლის ბიუჯეტი

მიმდინარე წლის პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვა დასახელდა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები 12,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, მათ შორის: გადასახადებით მისაღები შემოსავლები – 9 490.0 მლნ ლარია (მშპ-ს 23.5%); ხოლო დანარჩენი თანხის მოზიდვა სხვა წყარეოებოდან იგეგმება. ანუ, ეკონომიკაში არსებული ყოველი 1 ლარიდან ბიუჯეტში 23 თეთრი მიედინება. დარჩენილი თანხები კი გრანტებით, შიდა თუ საგარეო სესხებით და სხვა წყაროებიდან აკუმულირდება. მიმდინარე ...

Read More »

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“თანახმად, საქართველო 82 ქულით მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მეხუთე პოზიციაზეა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ კატეგორიაში გადავიდა და რომლის სტანდარტსაც ბოლო კვლევით მხოლოდ ხუთი ქვეყანა აკმაყოფილებს მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველო იკავებს ადგილს საჯარო ფინანსების ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: 2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით

მამუკა ბახტაძე: 2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით

2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს წინასწარი მონაცემები. „ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებითაა შესრულებული 120 მილიონი ლარით. ჩვენ 18-20 იანვარს გვექნება უკვე დეტალური ინფორმაცია, რომელსაც პარლამენტსაც წარვუდგენთ და ამაზე ბრიფინგიც გაიმართება, სადაც ბიუჯეტის თითოეულ პარამეტრზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ. დღეს ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ამ ბიუჯეტმა სრული ციკლი გაიარა

ირაკლი კოვზანაძე - ამ ბიუჯეტმა სრული ციკლი გაიარა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილმა ბიუჯეტმა სრული ციკლი გაიარა და იგი მაკროეკონომიკურად გამართული ერთ-ერთი კარგი ვარიანტია, რაც მთავრობას შეიძლება წარმოედგინა. „დღეს ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას. ამ ბიუჯეტმა სრული ციკლი გაიარა და ეს მაკროეკონომიკურად გამართული ერთ-ერთი კარგი ვარიანტია, რაც მთავრობას ჩვენთვის შეიძლება წარმოედგინა. ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იან დეფიციტზე, 4, 5 %-იან შიდა პროდუქტის ზრდაზე და პრაქტიკულად, ...

Read More »

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ბიუჯეტიდან წელს დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყოფა

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ბიუჯეტიდან წელს დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყოფა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი ემატება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ. მისივე თქმით, სოფლის მეურნოების სამინისტროს შემთხვევაში მატება ორი მიმართულებითაა, ერთია, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია. ხოლო მეორე მიმართულებაა – ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. კაკაურიძის განცხადებით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ...

Read More »

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების ანგარიშებზე, შესაბამისად, ...

Read More »

“აფბა” – 2018 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზეა მორგებული

"აფბა" - 2018 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზეა მორგებული

როგორია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები და ფისკალური რისკები „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. საკითხზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა სააგენტო „კვირას“ პრეს-კლუბში ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენის პროცესში მთავრობამ პირველ სათანადოდ უნდა გააანალიზოს ის ეკონომიკური და სოციალური რეალობა, რაც ქვეყანაში არსებობს და შესაბამისად მიიღოს იმგვარი გადაწყეტილებები, რაც მოქალაქის ცხოვრებას ...

Read More »

ლარის გამყარების პერსპექტივა 2018 წელსაც მოისპო

ლარის გამყარების პერსპექტივა 2018 წელსაც მოისპო

დიდი ალბათობით, მომდევნო წელს სახელმწიფო ვალების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაც ბიუჯეტის პროექტიდან აშკარად ჩანს. მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მისი მოცულობა 12,2 მლრდ-მდე იზრდება, ძირითადად სწორედ ვალების ხარჯზე. როგორც გაზეთი„რეზონანსი” წერს, აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც დაანგარიშებულია კურსით 1 დოლარი 2,50 ლართან. ეს ნიშნავს, რომ გაისადაც ეროვნული ვალუტა დაახლოებით ამ ფარგლებში იტრიალებს და გამყარების ...

Read More »