Home » Tag Archives: ბენზინი

Tag Archives: ბენზინი

ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები მოწმდება

ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები მოწმდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯს აიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ...

Read More »

საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის 40 თეთრით, ხოლო დიზელის – 20 თეთრით შემცირება შესაძლებელია – ჯაბა თარიმანაშვილი

საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის 40 თეთრით, ხოლო დიზელის - 20 თეთრით შემცირება შესაძლებელია - ჯაბა თარიმანაშვილი

ბოლო მონაცემებით რაც მსოფლიო ბაზარზე  ნავთობპროდუქტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით დადგინდა, ვფიქრობ, შესაძლებელია, საქართველოს ბაზარზე ბენზინის ფასის 40 თეთრით, ხოლო დიზელის 20 თეთრით შემცირება, – ასეთ პროგნოზს აკეთებს „კომერსანტთან“ ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი.  მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად ხდება, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის ...

Read More »

ნავთობის ფასი 100$-მდე გაიზრდება – ფასების ზრდა მოსალოდნელია ქართულ ბაზარზეც

ნავთობის ფასი 100$-მდე გაიზრდება - ფასების ზრდა მოსალოდნელია ქართულ ბაზარზეც

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას 4 ნოემბერს გეგმავს – ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის მიხედვით, ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომპოვებლისგან მრავალი ქვეყანა ნავთობს აღარ შეიძენს, რაც ნავთობის ფასის 100$-მდე ზრდას გამოიწვევს. მიმდინარე წლის სექტემბერში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება $80-ს გადასცდა, რაც 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მიმდინარე წელს დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ს ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა დაეტოვებინა, რასაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული ...

Read More »

ბენზინის შემდეგ ავტოგაზიც ძვირდება

ბენზინის შემდეგ ავტოგაზიც ძვირდება

ლარის კურსის გავლენას ვერც ავტოგაზი გადაურჩება. კომპანიებში არ მალავენ, რომ ფასების შენარჩუნება უჭირთ, რადგან ვალუტის გაუფასურების გამო თვთიღირებულების ხარჯი გაიზარდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი”წერს, ბუნებრივი აირის რეალიზატორები ნელ-ნელა იწყებენ გაძვირებას. არ არის გამორიცხული, ეს პროცესი დაჩქარდეს კიდეც. როცა ბენზინის ფასი მკვეთრად ძვირდება, პარალელურად ავტოგაზის ფასიც მაღლა იწევს. ახლა კომპანიებში საამისოდ საკმაოდ მყარი არგუმენტი აქვთ – ლარი დღითი დღე უფასურდება, ხოლო ბენზინის ფასი ...

Read More »

საიდან შემოდის და როგორ რეგულირდება საწვავის ხარისხი საქართველოში

საიდან შემოდის და როგორ რეგულირდება საწვავის ხარისხი საქართველოში

მიმდინარე წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: რუსეთი – 127 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,5%), რუმინეთი -109 ათასი ტონა (25,4%), თურქმენეთი – 70,7 ათასი ტონა (16,4%), აზერბაიჯანი – 67,4 ათასი ტონა (15,7%), ბულგარეთი – 33,2 ათასი ტონა (7,7%) და საბერძნეთი – 22,3 ათასი ტონა (5,2%). ნავთობიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საქართველოში დღეს რეალიზაციაში არის მხოლოდ ევრო 5-ის ...

Read More »

დიდი ბრიტანეთში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

დიდი ბრიტანეთში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

დიდი ბრიტანეთი დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას 2040 წლიდან აკრძალავს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნული ინიციტივით დღეს გამოვა. ადგილობრივი მთავრობებისთვის 255 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფაა გდაგეგმილი. ეს თანხა დიზელზე მომუშავე მანქანების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად უნდა დაიხარჯოს. ლონდონის მერი გამოვიდა ინიციტივით დიზელზე მომუშავე ავტომობილების მფლობელებს 3500 ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ, რათა მათ ელექტრომანქანების ყიდვა შეძლონ.  დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებისგან დიდი ბრიტანეთში ყოველწლიურად ...

Read More »

საფრანგეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთი 2040 წლისთვის ქვეყანაში შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ახლადარჩეულა ეკოლოგიის მინისტრმა ნიკოლა ულომ განაცხადა. მან ქვეყნის ეკოლოგიური განვითარების 5 წლიანი გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ ტრადიციული საწვავის გამოყენებაზე უარის თქმა რევოლუციური ნაბიჯია.  მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომწარმოებლებისთვის ეს მოთხოვნა ადვილი არ იქნება, თუმცა უკვე ბევრმა მწარმოებელმა დაიწყო შიგაწვის ძრავიდან ელექტრონულ ძრავაზე გადასვლის პროცესი. ამასთან, მინისტრმა ...

Read More »

ბენზინი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წყალზე იაფი ღირს

ბენზინი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წყალზე იაფი ღირს

გაინტერესებთ, რომელ ქვეყნებში ღირს ბენზინი წყალზე იაფი? საქართველო ათეულში არ შედის. ბენზინი ყველაზე იაფი ვენესუელაშია – იქ ერთი ლიტრი 1 ცენტი ღირს – 0,01 დოლარი. იმ ქვეყნების 2016 წლის რეიტინგი კი, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია, ასე გამოიყურება: 1. ვენესუელა – 0,01 $ 2. საუდის არაბეთი – 0,24 $ 3. ირანი – 0,34 $ 4. ქუვეითი – 0,35 $ 5. მალაიზია ...

Read More »

მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება. მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება. შესაბამისი სანქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა. საწვავის ხარისხს სამი უწყება – გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს. როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განაცხადა, დადგენილია ნორმები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება. ,,მთავრობის დადგენილებით, ბენზინისა და ...

Read More »

ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

ნავთობის ფასი გუშინ ერთბაშად 3%-ით გაუფასურდა. ბოლო დროის აღმავალი ტრენდის შემდეგ ნავთობის ღირებულებაზე გავლენა იქონია ირანის ფაქტორმა.კერძოდ ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანი უარს ამბობს დაჯდეს ოპეკის წევრ ქვეყნებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და მიიღოს ნავთობის წარმოების გაყინვის გადაწყვეტილება, მანამ სანამ ქვეყანა სანქციამდე არსებულ ნავთობის წარმოების მაჩვენებელს არ აღდგენს. ეს მაჩვენებელი კი დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელს შეადგენს. ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მიიჩნევს, ...

Read More »