Home » Tag Archives: აზარტული თამაშები

Tag Archives: აზარტული თამაშები

აზარტული თამაშები 25-წლამდე იკრძალება – აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა იგეგმება

აზარტული თამაშები 25-წლამდე იკრძალება - აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტში ცვლილებები შეტანა იგეგმება

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმებული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს სერვისი მიმართული იქნება უცხოელ ვიზიტორებზე, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ისეთი ბარიერების გაკეთებას შევეცდებით, რომ თამაშის დაწყების გადაწყვეტილებამდე ძალიან რთულად მივიდნენ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა. გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად გადამუშავდება და ცვლილებები ...

Read More »

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ...

Read More »

საქართველოს მოსახლეობის 20% აზარტულ თამაშებშია ჩართული, ევროპაში ეს ციფრი 3-5%-ს შეადგენს

საქართველოს მოსახლეობის 20% აზარტულ თამაშებშია ჩართული, ევროპაში ეს ციფრი 3-5%-ს შეადგენს

სასამართლოს მეშვეობით ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ მოქალაქეს აზარტული თამაშები აუკრძალონ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს ონლაინ კაზინოებში თანხის საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვა მოუწევს, ასე რომ აიკრძალება თანხის სწრაფი გადახდის აპარატებიდან  გადარიცხვაც. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ჯე­რე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი კანონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას და­ი­წყებს, თუმცა ზოგადად ...

Read More »

საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრი შეიქმნა

საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრი შეიქმნა

“აზარტულ თამაშებზე მასშტაბური დამოკიდებულების მთავარი მიზეზია მასზე ხელმისაწვდომობა, ფსიქიკური არამდგრადობა და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე” ლუდომანიის, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა 21 საუკუნის სენია, რომელიც მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. ინტერნეტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, აზარტული თამაშები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასრულწლოვნებისთვისაც. როგორც კვლევები აჩვენებს, 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ...

Read More »

2018-20 წლებში საქართველოში 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი

2018-20 წლებში საქართველოში 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი

G&T-ის ტურიზმის კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ბათუმსა და თბილისში კაზინოების ბიზნესი სწრაფად განვითარდა. კვლევის თანახმად, ბათუმში 10 კაზინოა და კიდევ ხუთის გახსნა იგეგმება. კვლევის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი ის არის, რომ მეზობელ ქვეყნებში კაზინოები ან აკრძალულია, ან მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. მხოლოდ აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო. 2018-2020 ...

Read More »

2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა

2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა

2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ – 5,650 მილიარდი ლარი, ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ შარშან კი 332 მილიონი ლარი შეადგინა.  „ბიზნესპრესნიუსმა“ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორებმა გადასახადების სახით ბიუჯეტში 154,5 მილიონი ლარი გადაიხადეს, მოსაკრებელის სახით – 119,5 მილიონი ლარი, შესაბამისი ადგილების მოწყობის მოსაკრებლებისგან კი ბიუჯეტში ბიზნესმა 58 მილიონი ლარი გადაიხადა. ამასთან, შემოსავლების ...

Read More »

დროში გაჭედილი კანონი – აზარტული თამაშების ბიზნესი კვლავ “თავის ნებაზეა” მიშვებული

დროში გაჭედილი კანონი - აზარტული თამაშების ბიზნესი კვლავ "თავის ნებაზეა" მიშვებული

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა დაახლოებით ექვსი წელია ჭიანურდება.  “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ ხელისუფლებაში პირველი ვადით მოსვლის დროს, 2012 წელს სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე აქტიურად საუბრობდა. მერვე მოწვევის პარლამენტში შესაბამისი ცვლილებათა პროექტის მომზადებაზე საუბარი ხშირად იყო, თუმცა საბოლოოდ არ მომზადდა. “მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკითხი კვლავ გააქტიურდა. ამჯერად ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, სადაც სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო უკვე ...

Read More »

“ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება”

"ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება"

სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია ,რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ისმის საუბრები რომ აღნიშნული სფერო გარკვეულწილად მოწესრიგებას საჭიროებს. ...

Read More »

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულთა სიაში მყოფი პირები შესაძლოა სათამაშოდ არ დაუშვან

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულთა სიაში მყოფი პირები შესაძლოა სათამაშოდ არ დაუშვან

საქართველოს მთავრობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული პროექტით ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში. ამის შესახებ “ლიბერალი” წერს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონს უნდა დაემატოს დამოკიდებულ პირთა სიის განმარტება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას. „დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ...

Read More »

სესხი აზარტული თამაშებისთვის Creditbet-ისგან – ბაზარზე 10867021%-იანი სესხი გამოჩნდა

სესხი აზარტული თამაშებისთვის Creditbet-ისგან - ბაზარზე 10867021%-იანი სესხი გამოჩნდა

ონლაინ სესხი საერთო “სელფით” პირადობასთან საქართველოს ონლაინ საკრედიტო ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა – ჩრედიტბეტ.გე. ერთი შეხედვით, თითქოსდა აქ უცნაური არაფერია. საქართველოს ონლაინ საკრედიტო სექტორი მზარდია, ბაზარი ღია და კომპანიების შემოსვლა გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია უცნაური სტანდარტებით გამოირჩევა – “კრედიტბეთი” მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სესხი უშუალოდ აზარტული თამაშებისთვის, გართობის მიზნით აიღონ. კრედიტიდან აღებულ თანხა კი მომხმარებლისთვის სასურველ ...

Read More »