Home » Tag Archives: აწარმოე საქართველოში

Tag Archives: აწარმოე საქართველოში

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის ”ფორსაჟი 9″-ის თბილისში გადაღებას

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის ''ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში’ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი თბილისში ჰოლივუდური ფილმის ”ფორსაჟი 9″-ის მიმდინარე გადაღებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ვულოცავ ყველას – ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში! ბევრი აზრი გაჩნდა , მათ შორის რამოდენიმე სკეპტიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის: პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი – ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის ...

Read More »

“ფინანსთა მინისტრის განცხადება, ბანკებში ვერაფერს შეცვლის და ეს არის წარმოუდგენელი”

"ფინანსთა მინისტრის განცხადება, ბანკებში ვერაფერს შეცვლის და ეს არის წარმოუდგენელი"

“ჩვენი ბანკების პრობლემა ფულის სიძვირე კი არ არის, არამედ ის რომ ლომბარდული პრინციპით მუშაობენ” ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის კრიტიკული განცხადება საბანკო სექტორის მიმართულებით პოლიტიკურ და ბიზნეს საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა. კერძოდ, ერთ ნაწილს ეს განცხადება ობიექტურად მიაჩნია, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბანკების მიმართულებით, ლიდერი პოლიტიკოსის მხრიდან იმიჯის შემლახველი განცხადებები დააზიანებს სექტორს, რამაც შესაძლოა ეკონომიკაში რთული პროცესების დაწყებას დაუდოს ...

Read More »

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა ფრანგულ კომპანია “კუბთან” ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროდუქციის ხარისხის გაცნობის მიზნით, ფრანგი პარტნიორი საქართველოს უკვე ეწვია. თანამშრომლობა თებერვალში ნიუნბერგში გამართულ გამოფენაზე გადაწყდა, რომელშიც ქართველი იღებდნენ მონწაილეობას. სააგანეტო “აწარმოე საქართველოშის” განმარტებით, ქართულ სათამაშოებს ევროპულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. “კუბის” დამფუძნებლის, ალან არნოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები ხისგან არის დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთაა. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, ...

Read More »

ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 30 ადამიანი დასაქმდება. საწარმო წლიურად სულ მცირე 500 ტონა თევზსა და თევზის ხორცს კერძოდ კი ატლანტის ორაგულის  წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დამუშავებული და შეფუთული. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო ...

Read More »

ქუთაისში „H&M“, „Mango“, „Zara“, „United Collors of Benneton“-ის პროდუქცია შეიკერება

ქუთაისში „H&M“, „Mango“, „Zara“, „United Collors of Benneton“-ის პროდუქცია შეიკერება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ  მხარდაჭერილი  პროექტების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ემჯიემტექს“ შეემატა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ ...

Read More »

ყავის მწარმოებელი კომპანიები წარმოების განსავითარებლად საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ

ყავის მწარმოებელი კომპანიები წარმოების განსავითარებლად საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ

ყავა ის პროდუქტია, რომელიც უპირობოდ უყვარს თითქმის ყველას. სწორედ ამიტომ, იგი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომელიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს და, შესაბამისად, მოხმარების დონეც მაღალია. ხშირად ყოფილა განხილვის საგანი საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული ყავის ხარისხი. ამ საკითხთან მიმართებაში დღესაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, თუმცა არსებული სიტუაციის კვლევისთვის საჭიროა თვალი გადავავლოთ საქართველოში ყავის წარმოების პოცესს და იმ ცვლილებებს თუ სიახლეებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს დღევანდელი ყავის ...

Read More »

„სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება“

„სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება“

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განაცხადა. მარიანა მორგოშიას განმარტებით, იმისთვის, რომ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკიდან გაცემული სესხი მაქსიმალურად ეფექტურად მოხმარდეს პროგრამის მიზნებს, წარმოების გაზრდას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირებას, შეიზღუდება გაცემული სესხით უძრავი ქონების შეძენა, ან კომპანიების აქციების/წილების შეძენა ...

Read More »

თელავში სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება

თელავში სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება

თელავში პირველი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება. სასტუმრო პირველ სტუმრებს 2018 წლის ზაფხულიდან მიიღებს. სასტუმროში 85 ოთახი, ღია საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, მასაჟისა და ორთქლის ოთახი, 2 რესტორანი და 3 საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება. დაგეგმილია ცნობილი სარესტორნო ქსელის „კახელები“ პირველი რეგიონალური პროექტის გახსნა, რომლის მომსახურების და სანიტარული უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნებს. სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ...

Read More »

თერჯოლაში მეფრინველეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

თერჯოლაში მეფრინველეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ი/მ გიორგი ხაზარაძის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა შეიქმნა, რომელმაც ფუნქციონირება 2017 წლიდან დაიწყო. ფერმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ი/მ გიორგი ხაზარაძის მეფრინველეობის ფერმა თვეში 18 ტონა ფრთა მეხორცულ ქათამს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; საწარმოში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. სამინისტროს ინფორმაციით, ი/მ გიორგი ...

Read More »

შიდა ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

შიდა ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის რაიონში კოოპერატივმა „სურამი-2017“ „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონის სოფელ გომში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, კოოპერატივი „სურამი-2017“ -ის ბაღი მოინახულეს. „სურამი-2017“ პროგრამაში 2016 წელს ...

Read More »